ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების მიმართულება.

ასისტენტ-პროფესორი





2001 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი სამოქალაქო არქიტექტურის მიმართულებით, 2007-2008 წლებში სწავლობდა ვენის გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტის, არქიტექტურის სკოლაში ურბანული სტრატეგიების სამაგისტრო პროგრამაზე, ხოლო 2013-2016 წელს მოსკოვში დაამთავრა ნაციონალური კვლევითი უნივერსიტეტის, უმაღლესი ეკონომიკის სკოლის, სამაგისტრო პროგრამა ქალაქგემარებითი მიმართულებით.

2019-2020 წლებში გაიარა ერთწლიანი პროფესიული გადამზადების სპეციალური პროგრამა (Special Program for Urban and Regional Studies) მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, (კემბრიჯი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ) . პროგრამის ფარგლებში გადიოდა სტაჟირებას  ბოსტონის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურში. ჩართული იყო უნივერსიტეტის კვლევით პროექტებში, მათ შორის თაუნ არლინგტონში, ბროდვეი კორიდორის განვითრების სტრატეგიული ხედვის შემუშავებაში.

აქვს მუშაობის გამოცდილების 17 წლიანი გამოცდილება არქიტექტურის მიმართულებით, ხოლო 2016წ-დან აქტიურადაა ჩართული  ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების შემუშავები, ურბანულ კვლევებსა თუ დიზაინ პროექტებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ურბანული და რეგიონული პოლიტიკა, დაგეგმვისა და დაგეგმარების ისტორიული, თეორიული და პრაქტიკული მიმართულებები, ტექნოლოგიების როლი არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებით პროცესებში.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • პროექტირება IV;
  • საბაკალავრო ნაშრომი II;
  • დაგეგმვის თეორია და პრაქტიკა
  • პროექტირება III;
  • საბაკალავრო ნაშრომი I;
  • ინტეგრირებული პროექტირება III