ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, კერძო მეთოდიკების მიმართულებით





თამარ ტალიაშვილმა 1975 წელს დაამთავრა ალ. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რუსულ-ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1978 წელს დაასრულა ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრასთან არსებული ასპირანტურა. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების პრობლემატიკა და პოეტიკა“. 1986-1992 წლებში მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლული მდივნის თანამდებობაზე. 2002 წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ იქნა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, ხოლო 2005 წელს დაინიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკათა კათედრის გამგის თანამდებობზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან; უკავია მეცნიერებებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორის თანამდებობა კერძო მეთოდიკების მიმართულებით და არის ამავე უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 2007-2011 წლებში ასრულებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას. 2012 წლიდან ხელმძღვანელობს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებულ მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის ცენტრს. არის 28 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მასწავლებელთა განათლების კურიკულუმისა და პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, სხვადსხვა სასწავლო კურსისა და მოდულის ავტორი. საერთაშორისო („თიუნინგის“) და ადგილობრივი პროექტების ფარგლებში მუშაობდა მასწავლებელთა პროფესიული და დარგობრივი სტანდარტების დამდგენ კომისიაში. არის აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის პროგრამის – „ღია სამყაროს“ – მონაწილე.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • წიგნიერება
  • კრიტიკული აზროვნების ფსიქოლოგიური და დიდაქტიკური ასპექტები
  • ღირებულებითი განათლება
  • კითხვის უნარის შემაფერხებელი ფაქტორები
  • ტექსტზე მუშაობის ამოცანები და ხერხები
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელები

  • Tamar Taliashvili , Malkhaz Makashvili , Maia Khadouri and Teona Gubianuri, A Brief Report on School Pupils’ Perception Regarding Anti-smoking  Messages,2022, Chapter 8,Print ISBN: 978-93-5547-105-5, eBook ISBN: 978-93-5547-490-2·  https://www.bookpi.org/bookstore/product/emerging-trends-in-disease-and-healthresearch-vol-2/
  • Makashvili1, T. Taliashvili1, N. Maglakelidze1, T. Kopadze, E. Maglakelidze “Hemisprheric Dominants in Visual Attention May Infludence the Development of Reading Skills VIin School Begiinners” , 14th Annual International Technology, Education and Development Concerence Valecnia (Spain), 2-4  March, 2020 https://library.iated.org/publications/INTED2020https://library.iated.org/publications/INTED 2020
  • Malkhaz Makashvili, Tamar Taliashvili, Natela Maglakelidze,  Elene Maglakelidze’, Nana Garsevanishvili,”Correlation between the Parent-Child Emotional Attachement and the Visual- Constructive Ability in Early    Childhood”,13thAnnual International Technology, 2019
  • თ.ტალიაშვილი, პედაგოგიური რეფლექსია, პრაქტიკა და გამოცდილება,2018, კონფერენციის მასალები,„სწავლა-სწავლება უწყვეტი განათლებისთვის,
  • თ.ტალიაშვილი,“რეფლექსიის წრე“,როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელი“,2018 ,საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“, (68-74).
  • თ.ტალიაშვილი,’ რატომ სჭირდება წიგნიერებას ხარაჩოების აღმართვა?!’ თელავი, მე-4 საერთაშორიშო კონფერენცია,კულტურათშორისი დიალოგები, 2017წ.,შრომები;გვ.,547-552
  • თ.ტალიაშიაშვილი-პედაგოგიური ურთიერთობის ფორმები და მოსწავლეთა კომუნიკაციური კულტურა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“განათლება,კვლევა, პრაქტიკა“,შრომები,გვ.,192-196
  • თ.ტალიაშვილი, „მეტაფორების კონსტრუირების ალგორითმი ტექსტზე მუშაობისპროცესში  მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით.“ სემიოტიკის კვლევითი ცენტრი,სემიოტიკა,სამეცნიერო ჟურნალი .,2014,გვ.81-86
  • თ.ტალიაშვილი , 2013 „ტექსტის ფილოლოგიური ანალიზი და ინტერპრეტაცია სკოლაში“,     თელავი,მე-2 საერთაშორისო კონფერენცია  „კულტურათშორისი დიალოგები“ შრომები.გვ.386-392
  • თ. ტალიაშვილი, 2015წ,ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების კონცეფცია და მეთოდები მე-3 საერთაშორისო კონფერენცია  „კულტურათშორისი დიალოგები“ თელავი,შრომები. გვ.,465-470
  • თ.ტალიაშვილი, 2013წ, „რატომ უნდა ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება?!“ ;    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ჟურნალი მასწავლებელი,#6გვ.17-21.
  • Nino Sharvashidze, Miles Bryant, Advised by Professor Tamar Taliashvili, 2011.Adult Education in Practice: Teacher Training and Its’ Potential for Changing School TeachersThrough Adult Learning; Problems of Education in the 21st Century (ISSN 1822-7864_
  • Makashvili M., Taliashvili T., 2009, “On the Negative Attitude towards Left-Handedness of Pupils”; ERIC, ED505089)
  • თ. ტალიაშვილი,2010წ.ტექსტის გაგების სტრატეგიები,სემიოტიკის კვლევითი ცენტრი,ჟურნალი სემიოტიკა #6
  • თ.ტალიაშვილი, ლ.ჩინჩალაძე, 2005წ. ქართული ენის როგორც მეორე ენის სწავლების კონცეფცია და პროგრამა.( ბროშურა) უაკ (UDC)809.463.1(073)ტ.222
  • თ. ტალიაშვილი,2011წ „გზავნილების ისტორია“,  მასწავლებელთა პროფესიული   განვითარების ეროვნული ცენტრი , ჟურნალი ”’მასწავლებელი”#1
  • თ. ტალიშვილი , თელავი-2011 „ლიტერატურის სწავლების დიალოგური მეთოდები“, პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კულტურათაშორისი დიალოგები“, შრომები.გვ220-225.
  • თ. ტალიაშვილი, სათაურის ინტერპრეტაცია“ ,http://semioticsjournal.wordpres.
  • თ.ტალიაშვილი„რელიგია და სამოქალაქო განათლება“, ილიაუნის პროექტი, azrebi.ge 2010წ
  • თ.ტალიაშვილი, თ.სეხნიაშვილი,2006წ. „ზოგიერთი პოსტმოდერნისტული პოსტულატის აქტუალიზაცია ვაჟა-ფშაველას პოემებში „ალუდა ქეთელაური“, „ბახტრიონი“, „სტუმარ-მასპინძელი“ და ა. ყაზბეგის მოთხრობაში „ხევისბერი გოჩა“, კლასიკური და თანამედროვე ქართული ლიტერატურა“, ლიტერატურის ინსტიტუტი.გვ.53 -65
  • თ. ტალიაშვილი, თბ.,2005 „ ქართულის როგორც მეორე ენის სწავლების კონცეფცია არაქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“, ჟურნალი მერმისი , გამოცემულია ეუთო- ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის ერთობლივი პროექტის „ენის კურსები საჯარო მოხელეთათვის“ ფარგლებში.
  • თ. ტალიაშვილი ,2005წ. „ენის სწავლება და სოციოკულტურის საკითხები“, მერმისი,

II

  • თ. ტალიაშვილი, 2005„არაქართველ სტუდენტთა ზეპირმეტყველების უნარების განვითარება,მერმისი,#3 .
  • ტალიაშვილი,2005 „კითხვის მეთოდები“, მერმისი,#6
  • თ. ტალიაშვილი,2005, „ისტორიული დისკურსი ვ. ბარნოვის რომანში  „არმაზის მსხვრევა“, თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის სამეცნიერო შრომათა კრებული „საისტორიო შტუდიები“, # 6 გვ., 24-30.
  • თ. ტალიაშვილითბ.,2003, „სიყვარულის კონცეფცია ვ. ბარნოვის ფილოსოფიური მოთხრობების მიხედვით“, თბ.სულხან-საბა ორბელიანის სახ უნივერსიტეტი,ჟურნალი „პრომეთე“.გვ.11-18.
  • თ,ტალიაშვილი,“ ბრბოს“ ფსიქოლოგია მიხ.ჯავახიშვილის მოთხრობაში“ ეშმაკის ქვა“,სამეცნიერო შრომების კრებული, ფსიქოლოგიზმის პრობლემა ლიტერატურის ისტორიულ-ფუნქციონალურ შესაწავლაში.თბილისი,თბ.,1984, გვ11-20.
  • თ,ტალიაშვილი,„პატარა ადამიანის“პრობლემა მიხ.ჯავახიშვილის ადრინდელ მოთხრობებში“,სამეცნიერო შრომების კრებული, „ფსიქოლოგიზმის პრობლემა ლიტერატურის ისტორიულ-ფუნქციონალურ  შესაწავლაში“,თბ., 1984,გვ.,54-77.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება;
  • წიგნიერების უნარების განვითარება დაწყებით საფეხურზე (I-IVკლასი);
  • კითხვისა და წერის სტრატეგიები;
  • სამაგისტრო ნაშრომი;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 1;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 2;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 3;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 4ტექსტზე მუშაობის ამოცანები და ხერხები (წიგნიერება);
  • ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება;
  • ტექსტზე მუშაობის ამოცანები და ხერხები(V-VI) კლ.;
  • ქართველი კლასიკოსები;
  • წიგნიერების უნარების განვითარება დაწყებით საფეხურზე;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 1;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 2

ბაკალავრიატი

  • კითხვის სტრატეგიები (2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
  • ტექსტზე მუშაობის ამოცანები და ხერხები (2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
  • ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება (2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
  • წიგნიერება (2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

მაგისტრატურა

  • კრიტიკული აზროვნების განვითარების მეთოდები (2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
  • წერისა და კითხვის უნარები და მისი განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორები (2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
  • ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები (2007- 2015 სასწავლო წლები)
  • ტექსტის ანალიზი და ინტერპრეტაცია (2008-2013 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრი)
  • საგანმანათლებლო იდეები ქართულ მხატვრულ აზროვნებაში (2010-2011 სასწავლო წელი)
  • ლიტერატურის თეორია (1999-2005 სასწავლო წლები)
  • ქართული, როგორც მეორე ენა არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის (1999-2005 სასწავლო წლები)
  • ადამიანის არსების პრობლემა ქართულ ლიტერატურაში (სპეცკურსი, 1998-2002 სასწავლო წლები)
  • ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია (1986-2004 სასწავლო წლები)
  • გარდამავალი პერიოდის ქართული ლიტერატურა (1991-2005 სასწავლო წლები)

საერთაშორისო პროექტებში მიღებული გრანტები და ტრენინგები

  • 2014-2016 წწ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საგრანტო პროგრამა „ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით“ (ELCE-II) პროგრამის კოორდინატორი, ახორციელებს PH International ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
  • 2008 წ, აშშ-ის საელჩოს და აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის საკონკურსო პროგრამა: „ღია სამყარო“, მასწავლებელთა განათლება და პროფესიული მომზადება, ჩიკაგო, ილინიოსი, საერთაშორისო ვიზიტორთა ცენტრი.
  • 2008-2010 წწ, “Tuning Educational Structures in Europe“ „თიუნინგი-საქართველო“, განათლების ჯგუფის ექსპერტი
  • 2010წ. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით „ბავშვთა ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვა საქართველოში“, მატრას ”პროექტის ფარგლებში, ექსპერტი
  • 2009-2010 წწ. სწავლის მრავალფეროვნების სტიმულირება, პროექტის – „აქტიური თემი უნივერსიტეტებში”“ კოორდინატორი.
  •  2008-2009წწ, ილიას სახ. უნივერსიტეტის და ფონდ „ირმის ნახტომის” მიერ დაფინანსებული სოციოლოგიური კვლევა სკოლებში ექსპერტი
  • 2005 წ. აშშ-ის საელჩოს მიერ ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრისთვის გაცემული გრანტის თანამონაწილე. გრანტის ნომერი: F-GE500-05-GR-052.
  • 2005-2006 წწ. ეუთო-ს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის ერთობლივი პროექტი – ენის კურსები საჯარო მოხელეთათვის – ექსპერტი.