საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და
მედიცინის ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, ბიო-სამედიცინო მიმართულებით





დაბადებულია 1964 წ 26 ოქტომბერს. 1981 წ. დაამთავრა თბილისის 101-ე საშუალო სკოლა. 1986 წ. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით. 1990 წ-ს მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სამედიცინო ბიოფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის დარგში, 1999 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიკრობიოლოგიისა და კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის დარგში.   აქვს დიდი გამოცდილება ჯანდაცვის მართვის სფეროში. 1997-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ (1997-1999), სტანდარტიზაციის, ლიცენზირებისა და ნორმირების დეპარტამენტის უფროსად (1999-2002), მინისტრის მოადგილედ (2002-2004), 2009-2012 წლებში იყო ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამისა და ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, 2013-2015 წლებში  – აკად. ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის განვითარების დირექტორი. 2005-2009 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსად. აქვს საკონსულტაციო საქმიანობის დიდი გამოცდილება – 1999–2004  –  საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მსოფლიო ბანკის პროექტის კონსულტანტი, 2009-2012  –   გლობალური ფონდის (GF) ტუბერკულოზის პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში;  2011 –  2015 – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მწვანე შუქის კომიტეტის (WHO/EURO GLC)  წევრი და სხვ.  2012  –  დან დღემდე  არის საუნივერსიტეტო კვლევების კორპორაციის (URC, აშშ) კონსულტანტი, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში. არის 80 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, ციტირების საშუალო ინდექსი – 47, ჰირშის ინდექსი – 13 (scopus/scholar).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
  • მოლეკულური ბიოლოგია
  • მოკრობიოლოგია

  • Front. Public Health, 15 June 2022 Sec. Public Health Education and Promotion Volume 10 – 2022 | https://doi.org/10.3389/fpubh.2022.871108 The State of Public Health Education and Science During and After the Fall of the Soviet Union: Achievements, Remaining Challenges, and Future Priorities
  • 2015 Gegia M, Magee MJ, Kempker RR, Kalandadze I, Chakhaia T, Golub JE, Blumberg HM -Tobacco smoking and tuberculosis treatment outcomes: a prospective cohort study in Georgia. 2015 Jun Bull World Health Organ. 1;93(6):390-9. doi
  • 2014 Geographical heterogeneity of Multidrug Resistant tuberculosis in Georgia,
    Jan 2009 to Jun 2011 Euro Surveill. 2014, Mar 20; 19(11)
  • 2012 Plasma antioxidant activity as a marker for a favorable outcome in acute ischemic stroke ISBN 980-953-307-108-9 თავი წიგნში: ”Antioxidant Enzyme”
  • 2012 Adjunctive surgery improves treatment outcomes among patients with multidrug-resistant and extensively drug-resistant tuberculosis International Journal of Infectious Diseases, IJID1413
  • 2012 Outcomes among tuberculosis patients with isoniazid resistance in Georgia, 2007-2009 The International Journal of Tuberculosis and Lung Diseases, 2011
  • 2012 Eliminating the category II retreatment regimen from national tuberculosis programme guidelines: the Georgian experience WHO bulletin, 90:63-66
  • 2012 Use of a Molecular Diagnostic Test in AFB Smear Positive Tuberculosis Suspects Greatly Reduces Time to Detection of Multidrug Resistant Tuberculosis PLoS one
  • 2012 Surgical treatment of drug-resistant tuberculosis The Lancet Infectious Diseases, 12:157-66
  • 2011 Developing a human rights-based program for tuberculosis control in Georgian prisons Health and Human Rights, V 13, N 2
    2008 Microcalorimetric investigation of DNA, poly(dA)poly(dT) and poly[d(A-C)]poly[d(G-T)] melting in the presence of water soluble (meso tetra (4 N oxyethylpyridyl) porphyrin) and its Zn complex Journal of Biomolecular Structure & Dynamics, V 25, Issue 4, 419-424
  • 2001 Microcalorimetric Studies of Insulin and Zn(II)-insulin Over a Wide Range of pH and Protein Concentration Journal of Biological Physics and Chemistry, AMSI & Collegium Basilea, 1, 64-68 1997 Thermodynamic Properties of Serum and Plasma of Patients Sick with Cancer High Temperatures – High-Pressures, Pion Ltd, 29, 677-681
  • 1996 Microcalorimertic Investigation Of Influence Of Cancerogenic And Anticarcenogenic Compounds On Nuclear Chromatin Of Tumor Cells Journal of Thermal Analysis, Springer, 46, 431-440
  • 1994 Influence of Benz(a)pyrene on Thermal Characteristics of DNA in vivo and in vitro Mol. Biol., НАУКА/INTERPERIODICA, Pleiades Publishing, 28, 167-171
  • 1994 Microcalorimetric Investigation of Mitoxantron Influence on Chromatin DNA in vivo Biophysics, НАУКА/INTERPERIODICA, Pleiades Publishing, 39, 737-744
  • 1994 Diagnosis Method of Malignant Tumors Georgia GE U 1994 985 U პატენტი

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

2022-2023 წელი

ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ENG)

სამაგისტრო საფეხური

  • მოსახლეობის ჯანმრთელობა და მასზე გარემოს მატერიალური – ფიზიკური, რადიოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური – ზემოქმედების განმსაზღვრელი ფაქტორები

სადოქტორო საფეხური

  • სადოქტორო სემინარი II

2021-2022 წელი

სადოქტორო საფეხური

  • გლობალური ჯანდაცვა
  • სადოქტორო სემინარი I (ჯანდაცვა)
  • სადოქტორო სემინარი II

2020-2021 წელი

სადოქტორო საფეხური

  • გლობალური ჯანდაცვა
  • სადოქტორო სემინარი I (ჯანდაცვა)
  • სადოქტორო სემინარი II

2019-2020 წელი

სადოქტორო საფეხური

  • სადოქტორო სემინარი I

  • ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდია – 2000-2004 წ.წ.
  • საპატენტო სიგელი გამოგონებაზე – ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკის ხერხი – 1997