სამართლის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის სკოლა, საჯარო სამართალი, ასოცირებული პროფესორი





კონსტანტინე ჩოკორაიამ 2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა. 2012 წელს ჩააბარა ამავე უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე და მუშაობს თემაზე: „პოლიტიკური პარტია – ხელისუფლებისათვის ბრძოლისა და ხელისუფლების განხორციელების საშუალება“. 2009-2010 და 2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო  საკონსტიტუციო კომისიაში, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელ საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე პრიმა თავს. 2010-2014 წლებში მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და მონაწილეობდა სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საქართველოს კონსტიტუციური სამართალი

  • კოლოქვიუმი „პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“, 2014.
  • კოლოქვიუმი „პოლიტიკური პარტიები და თანამედროვე საარჩევნო სისტემები“, 2014.
  • სასემინარო ნაშრომი „რეგიონალური პროპორციული საარჩევნო სისტემა, საქართველოს პარლამენტის ფორმირების საშუალება“,
  • სასემინარო ნაშრომი „საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და პარლამენტის როლი მთავრობის ფორმირებისა და ვეტოს დაძლევის საკითხებში“,
  • კახი ყურაშვილი, კონსტანტინე ჩოკორაია, ანა ბუჩუკური „კონსტიტუციონალიზმის დილემები“, ქ. ბათუმი,

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი

  • საქართველოს კონსტიტუციური სამართალი ( გაზაფხულის სემესტრი)

ბაკალავრიატი

  • შესავალი სამართალმცოდნეობაში (2014-2015 წლის შემოდგომის სემესტრი)
  • კონსტიტუციური სამართალი – რეპეტიტორიუმი (2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი, 20115-2016 შემოდგომის სემესტრი)
  • შესავალი საჯარო სამართალში (2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
  • ადგილობრივი თვითმმართველობის სამართალი (2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)