სისხლის სამართლის მიმართულებით,ასოცირებული პროფესორი
სამართლის დოქტორის ხარისხი მიენიჭა ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ. საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის მაგისტრის ხარისხი მინიჭებული აქვს ილინოისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) მიერ.
არის USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროკავშირი საქართველოსათვის პროგრამების ექსპერტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო და საჯარო სექტორში, ევროკავშირის პროექტებსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციაში.
აკადემიურ საქმიანობას ეწევა 2010 წლიდან, კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იყო საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. 2016 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, 2024 წლიდან არის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და სამართლის სკოლის ხარისხის სამსახურის უფროსი.
არის რამდენიმე სახელმძღვანელოს, კვლევის და არაერთი სტატიის ავტორი.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ესპანურ ენებს.
სისხლის სამართალი, საერთაშორისო სამართალი, გენდერი, ქალის უფლებები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
ქალის მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სამართლებრივი ასპექტები ( 2016 წლიდან , საბაკალავრო პროგრამა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სამართლებრივი ასპექტები (2017 წლიდან, საბაკალავრო პროგრამა) |