ასისტენტ- პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით
ონისიმე ცხომელიძეს მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მიერ, სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (წარჩინებით) – ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ, საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი (წარჩინებით) და სამართლის ბაკალავრის ხარისხი – თსუ-ის მიერ.
2020 წლიდან ონისიმე მუშაობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) საქართველოს დელეგაციის მრჩევლად სამართლებრივ საკითხებში, ხოლო 2019-2020 წლებში მუშაობდა თავისუფლების აღკვეთის საკითხებში ამავე ორგანიზაციის საველე ოფიცრის პოზიციაზე. 2016-2018 წლებში იყო საქართველოს გაეროს ასოციაციის ლტოლვილთა და მიგრაციის პროგრამის დირექტორი, ხოლო 2014-2015 წლებში – ამავე პროგრამის იურისტი.
აკადემიური საქმიანობის კუთხით აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან ონისიმე ცხომელიძე მოწვეული ლექტორის რანგში უძღვებოდა საერთაშორისო სამართლის მიმართულების სხვადასხვა კურსს საქართველოს უნივერსიტეტში, ხოლო 2019-2022 წლებში იყო თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები საერთაშორისო ჰუმანიტარული და საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით, ჩატარებული აქვს არაერთი საჯარო ლექცია სტუდენტების, პრაქტიკოსი იურისტებისა და საჯარო მოხელეებისთვის.
ონისიმე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (საერთო სპეციალიზაცია), სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რეგისტრირებული ასისტენტ-ადვოკატი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადვოკატთა ასოციაციის ასოცირებული წევრი.
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|