ასოცირებული პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით
კონსტანტინე ჩოკორაიამ 2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა. 2012 წელს ჩააბარა ამავე უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე და მუშაობს თემაზე: „პოლიტიკური პარტია – ხელისუფლებისათვის ბრძოლისა და ხელისუფლების განხორციელების საშუალება“. 2009-2010 და 2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელ საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე პრიმა თავს. 2010-2014 წლებში მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და მონაწილეობდა სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში.
საქართველოს კონსტიტუციური სამართალი
საქართველოს კონსტიტუციური სამართალი (სახელმწიფო მოწყობა); შესავალი საჯარო სამართალში
საქართველოს კონსტიტუციური სამართალი (სახელმწიფო მოწყობა); სამაგისტრო ნაშრომი
ბაკალავრიატი