გიორგი რამიშვილი

გიორგი რამიშვილმა 1988 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი სპეციალობით – ასტრონომია, 1992 წელს კი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტურა. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „შესაძლო კავშირები ასტრონომიულ მოვლენებსა და მიწისძვრებს შორის“. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა შემდეგ უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ინსტიტუტებთან: მალაგის უნივერსიტეტი (ესპანეთი, 1998-2001) მოსკოვის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტი (რუსეთი, 1998-2001) შემახის ასტროფიზიკური […]

ბიძინა კაპანაძე

დაიბადა 1976 წლის 27 აპრილს; 2000 წელს დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ასტრონომიის სპეციალობით; 2000-2006 წლებში მუშაობდა მესხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2001 წლიდან ეწევა კვლევით საქმიანობას აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში და ამჟამად კვლევითი პროექტის „გალაქტიკათა აქტიური გულების კვლევა მაღალ ენერგიებზე” ხელმძღვანელია; 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ილიას სახელმწიფო უნივესიტეტში; სადისერტაციო თემაა:„რენტგენული ბლაზარების ოპტიკური ფოტომეტრია“; […]

ლევან მუმლაძე

დოქტ. ლევან მუმლაძემ 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს ხმელეთის მოლუსკების მრავალფეროვნება და გეოგრაფიული განაწილება“. 2003-2008 წლებში მუშაობდა ზოოლოგიის ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ – მეცნიერ-თანამშრომლად. 2007-2010 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე. 2011-2015 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ზოოლოგიის ინსტიტუტებში ასოცირებულ მკვლევრად. 2015 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

ელენე ჟურავლიოვა

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით, 2001 წელს – ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით „მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგია“. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოქიმიის (ნეიროქიმიის) მიმართულებით. 2005 წლიდან მუშაობს ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი) ბიოქიმიის განყოფილებაში, 2008 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად ბიოქიმიის დარგში. 2013 წლიდან  ილიას […]

შალვა ბარჯაძე

შალვა ბარჯაძემ 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით. 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა ეკოლოგიის სპეციალობით. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მდინარეების ძამას, ტანასა და თეძმის ხეობების ბუგრების (Hemiptera: Aphidoidea) ფაუნა და ეკოლოგია“. 2001 წლიდან დღემდე მუშაობს ზოოლოგიის ინსტიტუტში და […]