მარინე კიკვიძე

მარინე კიკვიძემ 1988 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2006 წელს ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მცენარე – მიკრობის ეფექტური ასოციაციების შერჩევა აზოტფიქსაციისა და 2,4,6-ტრინიტროტოლუოლით დაბინძურებული ნიადაგების ბიორემედიაციის ინტენსიფიკაციისათვის“. 1990-2006 წლებში მუშაობდა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 2004-2012 წლებში მუშაობდა შპს „ქართუ-უნივერსალის“ ქარხანაში „თოლია“, საკვები პროდუქტების ხარისხის […]
ქეთევან კუპატაძე დემირტაშ

ქეთევან კუპატაძემ 1993 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმია-ბიოლოგიის მიმართულებით. 1997 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს სადოქტორო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი, მონოგრაფია, სახელმძღვანელო. სამი სასწავლო-ვირტუალური პროგრამის ავტორია ქიმიასა და ბიოქიმიაში. ასევე, ორასზე მეტი სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ავტორია ქიმიის მიმართულებით. ქიმიის პოპულარიზაციისთვის […]
ივანე აბიათარი

ივანე აბიათარმა 2003 წელს თბილისში დაასრულა სამედიცინო განათლება, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ევროპის პანკრეასის ცენტრის (გერმანია) სადოქტორო საფეხურზე. 2007 წლიდან დოქტორანტურაში, ისევე როგორც კლინიკური რეზიდენტურაში, სწავლა განაგრძო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში (გერმანია). 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „პანკრეასის კიბოს პერინერვული ინვაზიის თავისებურებანი“ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნხენის ტექნიკური […]
ირაკლი სიმონია

ირაკლი სიმონია 1988-2008 წლწბში მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მკვლევარად. 1998 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კომეტების ასტროფიზიკის მიმართულებით. 2009-2014 წლებში მუშაობდა ედჯანკტ-პროფესორის პოზიციაზე ჯეიმს კუკის უნივერსიტეტში (ავსტრალია). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია 2008 წლიდან. ძირითადი კვლევითი საკითხებია: კომეტების ასტროფიზიკა, ვარსკვლავთგარემომცველი მატერიის ფიზიკა და ქიმია, ძველი ასტრონომია. ხელმძღვანელობს სადოქტორო პროგრამებს: მოლეკულური ასტროფიზიკა და არქეოასტრონომია. არის აშშ-ის […]
ბესიკ კანკია

ბესიკ კანკიამ 1985 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით ბიოფიზიკა; 1989 წელს ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ნუკლეინის მჟავეების ჰიდრატაცია. აკუსტიკური და დენსიმეტრული კვლევა”; სხვადასხვა დროს მუშაობდა შემდეგ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში: თბილისის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (საქართველო, 1998-1991); ცუკუბას ბიომეცნიერებისა და ადამიანური ტექნოლოგიების ინსტიტუტში (იაპონია, 1992-1993); გეტინგენის მაქს პლანკის ბიოფიზიკის […]
თეიმურაზ ზაქარაშვილი

თეიმურაზ ზაქარაშვილმა 1991 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1997 წელს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მზის მაგნიტური ველის თავისებურებანი”, 2004 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მაგნიტოჰიდროდინამიკური ტალღების პარამეტრული ურთიერთქმედება და მისი ასტროფიზიკური გამოყენება“. 1995 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. სხვადასხვა […]
ნატო ჯორჯიაშვილი

ნატო ჯორჯიაშვილი დაიბადა 1977 წლის 14 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1993 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1998 წელს და მიენიჭა გამოყენებითი მათემატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. იმავე წელს ჩააბარა იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 2000 წელს. 1999 წელს დაიწყო უნივერსიტეტში შემთხვევით პროცესთა თეორიის კათედრაზე […]
გიორგი დალაქიშვილი

1999-2003 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და 2003 წელს მიენიჭა ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი. 2003-2005 სწავლა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში და 2005 წელს მიენიჭა ფიზიკის მაგისტრის ხარისხი. 2007-2010 წლებში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობდა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტისა (Katholieke Universiteit Leuven) და რურის ბოხუმის უნივერსიტეტის(Ruhr-Universit¨at Bochum) დოქტორანტურებში, SOLAIRE–ს კვლევისა და სწავლების პროგრამის […]
ზურაბ ჯანელიძე

ზურაბ ჯანელიძემ 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1996 წელს დაიცვა დისეტრაცია თემაზე: ”კოლხეთის დაბლობის სანაპირო ზონის საინჟინრო გეომორფოლოგია და გეოეკოლოგია”. 1991-2007 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად და კითხულობდა სალექციო კურსს გემორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრაზე. 2007-2011 წლებში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს […]
დარეჯან ჯაფარიძე

დარეჯან ჯაფარიძემ 1982 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მას შემდეგ მუშაობს სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 1998 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მზის დიფერენციალური ბრუნვის გამოკვლევა წყალბადის ბოჭკოების სიჩქარეთა ანალიზის საფუძველზე“ და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. დარეჯან ჯაფარიძე 2010-2014 წლებში იყო ილიას სახელმწიფო […]