მარინე მურცხვალაძე

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო კურსი სპეციალობით ზოოლოგია. 2012 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა და დაიცვა დისერტაცია თემაზე: ”ცხოველთა სახეობების წარმოშობა და პოპულაციის სტრუქტურირების კვლევა კავკასიაში”. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2007 წლიდან.

ბელა ჯაფოშვილი

ბელა ჯაფოშვილმა 2005 წელს ზოოლოგიის კვლევით ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ზოოლოგიაში თემაზე – ევროპული ჭაფალას (Coregonus albula Linnaeus) ბიო-ეკოლოგიური დახასიათება ფარავნის ტბის პირობებში. 2007, 2010, 2014 წლებში ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ტურკუს უნივერსიტეტში და ჰელსინკის უნივერსიტეტის ტვარმინეს ზოოლოგიურ სადგურზე (ფინეთი), ხოლო 2011 წელს – სულეიმან დემირელის უნივერსიტეტში (თურქეთი, ისპარტა) და კონსტანცას უნივერსიტეტის ლიმნოლოგიის ინსტიტუტში (გერმანია). ილიას […]

თამარ ბარბაქაძე

თამარ ბარბაქაძემ 1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. 2001 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია“ და ამავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში ბიოქიმიის მიმართულებით. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია და დაიწყო კვლევითი საქმიანობა  ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2006 წლიდან ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის […]

ნელი დათუკიშვილი

ნელი დათუკიშვილმა 1979 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბიოფიზიკის სპეციალიზაციით. 1997 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოლოგიაში თემაზე: “არქეა Sulfolobus acidocaldarius-ის დნმ–პოლიმერაზის გენის კლონირება და სექვენირება”. მუშაობდა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტში. ამჟამად მუშაობს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში. ატარებდა კვლევებს მოსკოვის […]

ოთარ აბდალაძე

ოთარ აბდალაძემ 1981 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1982-1984 წლებში სწავლობდა ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგის) სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კომაროვის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ცენტრალური კავკასიონის სუბალპური სარტყლის მცენარეთა CO2-გაზთა ცვლა“. 1988-1990 წლებში მაღალმთის მცენარეთა ეკოლოგიის დარგში გაიარა სტაჟირება ინსბრუკის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში. 1994 წ დაიცვა […]

ზურაბ ჯავახიშვილი

ზურაბ ჯავახიშვილმა 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით. 1995 წელს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა მიმართულებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ძლიერი მიწისძვრების მომზადების არის ფიზიკური პარამეტრების განსაზღვრა“. 1980 წლიდან მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტში ინჟინრის, მეცნიერ-თანამშრომლის, სეისმოლოგიის განყოფილების უფროსის, დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე. მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიიყო საქართველოს ერთიანი სეისმური დაცვის […]

დავით თარხნიშვილი

დავით თარხნიშვილმა 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1987 წელს სვერდლოვსკის (ამჟამად ეკატერინბურგი) ეკოლოგიის კვლევით ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ეკოლოგიაში თემაზე – ”ამფიბიების სახეობათაშორისი კონკურენცია”.  მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ბანგორის უნივერსიტეტსა (დიდი ბრიტანეთი; 1996-1997) და ბონის ზოოლოგიის ინსტიტუტში (გერმანია, 1999-2003). ძირითადი კვლევითი საკითხებია: ამფიბიების და ქვეწარმავლების ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, პოპულაციური გენეტიკა […]

ზაალ კიკვიძე

ზაალ კიკვიძემ 1978 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მემბრანების ბიოლოგიის განხრით თემაზე: „ნატრიუმ-კალიუმ-ატეფაზის ფუნქციური რეგულაცია“. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის, შემდეგ ბოტანიკის ინსტიტუტში, ასევე – საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტში. 1993-1994 წწ. გაიარა ეკოლოგიური განათლების კურსი გლაზგოს სტრათკლაიდის უნივერსიტეტის ჯორდანჰილის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი). […]

კორტ ანდერსონი

კორტ ანდერსონმა 1982 წელს დაამთავრა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და 1991 წელს მოიპოვა იელის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დოქტორის ხარისხი. 1991-1994 წლებში მუშაობდა იელის უნივერსიტეტის ჰოპვარდ ჰიუს სამედიცინო ინსტიტუტში მკვლევრად. 1995-1998 წლებში იყო ლონდონის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის იმპერიული კოლეჯის პოსტ-დოქტორანტი. 1998-2001 წლებში იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის ორგანიზმების ბიოლოგიის და ანატომიის დეპარტამენტის მკვლევარი. 2007-2012 წლებში – ინვაზიური სახეობების […]

დავით მიქელაძე

1971 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოქიმიის სპეციალობით, 1974 წელს – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სპეციალობით „ადამიანის და ცხოველთა ბიოქიმია“. 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1987 წელს – სადოქტორო დისერტაცია ბიოქიმიის სპეციალობით. 1974 წლიდან მუშაობს ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი) ბიოქიმიის განყოფილებაში, ჯერ – მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1983 წლიდან –განყოფილების ხელმძღვანელად. […]