მზია ჟვანია

მზია ჟვანიამ 1972 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით – „ციტოლოგია და ჰისტოლოგია“, 1975 წელს – თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობით – “ფრანგული ენა“,  1978 წელს კი – სსრკ სამედიცინო აკადემიის ტვინის ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტურა სპეციალობით „ნეიროანატომია. თავის ტვინის ულტრასტრქტურა“. 1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „თავის ტვინის […]

გიორგი ჯაფარიძე

გიორგი ჯაფარიძემ 1975 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1978 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა ასპირანტიდან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემდე. 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ერთგანზო-მილებიანი ფერმიონული სისტემების მაგნიტური თვისებები. ზუსტად ამოხსნადი მოდელები“, ხოლო 1998 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „დაბალგანზომილებიანი მაგნეტიზმისა და ზეგამტარობის უჩვეულო მოდელები“. […]

თინათინ კახნიაშვილი

თინათინ კახნიაშვილმა 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, მოსკოვი, რუსეთი) თემაზე „გრავიტაციული არამდგრადობის თეორია მრავალკომპონენტიან სამყაროში”. 1988 წლიდან მუშაობდა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მკვლევრად, 2020 წლიდან ამავე ობსერვატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. 1999 წელს რუსეთის ფიზიკის ინსტიტუტის […]

მიხეილ ელაშვილი

დაიბადა ქალაქ თბილისში 1976 წლის 18 ოქტომბერს. 1993 წელს დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1997 წელს, ხოლო 1999 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი (წარჩინებით) ინფორმატიკასა და გამოთვლით მათემატიკაში. სწავლის პარალელურად 1997 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის, რეგიონული სეისმოლოგიის განყოფილების ლაბორანტი, ხოლო 2004 წლიდან ამავე განყოფილების […]

ზურაბ თავართქილაძე

ზურაბ თავართქილაძემ 1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1999 წელს ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (PhD) ელ. ნაწილაკების მიმართულებით. აქვს მუშაობის გამოცდილება შემდეგ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში: INFN-ისფერარას სექცია, იტალია (1996-1998); ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი (2001-2004); ჟენევის საერთაშორისო ბირთვული კვლევების ლაბორატორიის (CERN) თეორიული განყოფილება (2004-2006); ოკლაჰომას (აშშ) […]

ანდრია როგავა

ანდრია როგავამ 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალიზაციით თეორიული ფიზიკა და 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ფიზიკური პროცესები შავი ხვრელის აკრეციული დისკის შიდა ზონაში”. ამავე წლიდან 2010 წლამდე იყო აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი.  1991-1997 წლებში ასწავლიდა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე (მოწვეული ლექტორი, შემდეგ დოცენტი). 1995-1996 წლებში იყო თეორიული ფიზიკის […]

გოდერძი დიდებულიძე

1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით ფიზიკური ჰიდროდინამიკა. 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „წრფივი და არაწრფივი შინაგანი გრავიტაციული ტალღები დედამიწის ატმოსფეროში და მათი გავლენა ატმოსფეროს საკუთარ ნათებაზე“. 1979 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დამხმარე მკვლევრად (1979-1982 წწ.), უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1983-1992 წწ.), უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1992-2007 წწ.), მკვლევრად (2007 წლიდან […]

ვასილ კუხიანიძე

ვასილ კუხიანიძემ 1988 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასტრონომიის სპეციალობით, 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში თემაზე: „ქრომოსფერული სპიკულების სტრუქტურა და დინამიკა“. 1988 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ობსერვატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2010 წლიდან დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა და სამეცნიერო ვიზიტით იყო მიწვეული შემდეგ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო […]

ლალი შანშიაშვილი

ლალი შანშიაშვილმა 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მან სწავლა განაგრძო საქარველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ბერიტაშვილის ინსტიტუტის ასპირანტურაში ბიოქიმიის სპეციალობით. 1991 წელს ლალი შანშიაშვილმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2004 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2000-2008 წლებში იგი თანამშრომლობდა ბაზელის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ზედაპირების ბიოქიმიის  ლაბორატორიასთან და მოლეკულური შეცნობის ცენტრთან – […]

ქეთევან ბაცაცაშვილი

ქეთევან ბაცაცაშვილმა 1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2005 წელს ამავე უნივერსიტეტში ბოტანიკაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ლიქენები – თბილისის ატმოსფეროს დაბინძურების ბიოინდიკატორები. 2001-2005 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრაზე, ხოლო 2003-2012 წლებში – თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი). ძირითადი კვლევითი საკითხებია: […]