მაია თოდუა

მაია თოდუამ 1989 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რუსეთი, სსრკ) მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტი ასტრონომიის სპეციალობით. 1989 წლის ოქტომბერში მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ვარსკვლავთ და გარეგალაქტიკური ასტრონომიის განყოფილებაში. მონაწილეობდა დაკვირვებით სამუშაოებში ობსერვატორიის 125-სმ და 70-სმ ტელესკოპებზე. 2001-2003 წლებში სწავლობდა მაგისტრატურაში და მასწავლებლად მუშაობდა რატგერსის უნივერსიტეტის (ნიუ ჯერსი, აშშ) ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტში ფიზიკის სპეციალობით. 2003 წელს […]
ზურაბ გურიელიძე

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის სპეციალობით, ზოოლოგიის პეციალიზაციით. 1997 წელში სწავლობდა ჯერსის ველური ბუნების დაცვის ცენტრში (ნორმანდიის კუნძულები, დიდი ბრიტანეთი), სადაც მიიღო იშვიათი სახეობების მენეჯმენტის და გამრავლების სპეციალისტის სერტიფიკატი და კენტის უნივერსიტეტის (კენტერბერი, დიდი ბრიტანეთი) დიპლომი კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით. 1999 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ირმის (Cervus elaphus) რიცხოვნობის დინამიკა მგლის (Canis lupus) რიცხოვნობის […]
არჩილ მაღალაშვილი

1981 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც 1984 წელს დაამთავრა. 1987 წელს დაიცვა დისერტაცია აჭარის ოქრო-სპილენძ-პოლიმეტალური საბადოების კომპლექსური შესწავლის თემაზე. გეოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა 2002 წლამდე (1992 წლიდან – შეთავსებით). იყო ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიისა და გეოქიმიის […]
ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი

ეკატერინე ბერიშვილმა-ბერნიმ 1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემიის მედიცინის ფაკულტეტი. 2003 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი, 2005 წელს – ზოგადი ქირურგის კვალიფიკაცია. 2006-2007 წლებში ეწეოდა პოსტსადოქტორო სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობას ალბერტ აინშტეინის სამედიცინო კოლეჯის ღვიძლის კვლევით ცენტრში (იეშივას უნივერსიტეტი, ნიუ იორკი, აშშ). 2008-2010 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). 2008-2014 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო […]
ირინე დათიკაშვილი-დავიდი

2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასპირანტურაში სპეციალობით ჰემატოლოგია. 2005 წელს მიენიჭა დოქტორის წოდება ნაშრომსთვის „აპოპტოზის როლი ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებათა პროგნოზსა და ქიმიოთერაპიისადმი მგრძნობელობის შეფასებაში“. 2009 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ამჟამად მუშაობს „შპს მ.ზოდელავას ჰემატოლოგიურ ცენტრში ექიმი ჰემატოლოგისა და კლინიკური კვლევის დეპარტამენტის პოზიციაზე და „შპს ავერსის“ […]
მარინე მოსულიშვილი

მარინე მოსულიშვილმა 1978 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალიზაცია ბოტანიკა). 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: მარცვლოვანთა (Poaceae) ოჯახის ქვეტრიბა Koeleriinae-ს (გვარების: Trisetum, Trisetaria, Rostaria, Koeleria) კავკასიის სახეობების ტაქსონომიური რევიზია. სამუშაო გამოცდილება – თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტი (ამჟამად ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტი); საქართველოს ეროვნული მუზეუმი (TGM ჰერბარიუმი). ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს მისურის ბოტანიკურ ბაღში, […]
ნატო დარჩია

ნატო დარჩიამ 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში სწავლობდა ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით, 2006 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია სპეციალობით ფუნდამენტური ნეირომეცნიერებანი. 1995-2009 წლებში მუშაობდა ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. 2001 წელს გავლილი აქვს 5-თვიანი სტაჟირება საფრანგეთში (გი […]
ნუნუ მეტრეველი

ნუნუ მეტრეველმა 1987 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ფიზიკის სპეციალობით. 1988-1996 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრის მეცნიერ-თანამშრომლად. 1997 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „სითბოტევადობის დენატურაციული ინკრემენტი კოლაგენის განზავებულ წყალხსნარებში” ბიოფიზიკის მიმართულებით. 1998-2005 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. ეწეოდა როგორც სამეცნიერო, ისე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. 2006 […]
ალექსანდრე გავაშელიშვილი

1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: «სახეობათა გავრცელების პროგნოზი ანუ ჰაბიტატთა მოდელირება კავკასიაში». 1991-2002 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბიოფიზიკის კათედრაზე მკვლევრად. 1994-2006 წლებში – საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრში «ბუდე» ბიოლოგ-კონსერვაციონისტად და გის-ანალიტიკოსად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში […]
ეკა ლეფსვერიძე

ეკა ლეფსვერიძემ 1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით, 2001 წელს კი – მაგისტრატურა ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე. 2003 წლიდან მოღვაწეობა განაგრძო ჰამბურგში, მოლეკულური ნეირობილოგიის ცენტრში და 2006 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი ჰამბურგის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტზე, მათემატიკის, ინფორმატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს […]