კობა შანავა

სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ 2003 წლიდან ხუთი წლის განმავლობაში კობა შანავა მუშაობდა ლექტორად ნორმალური ანატომიის (თბილისის სამედიცინო აკადემია) და კლინიკური ანატომიის კათედრებზე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). 2008 – 2010 წლებში მან მუშაობა გააგრძელა პეჩის უნივერსიტეტის ქირურგიული კვლევების და ტექნიკის დეპარტამენტში (უნგრეთი) როგორც დოქტორანტი. 2012-2015 წლებში ბატონი კობა შანავა მუშაობდა ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში […]
ბიძინა შერგელაშვილი

ბიძინა შერგელაშვილი დაიბადა 1972 წლის 28 აპრილს. 1989 წელს დაამთავრა ანდრია რაზმაძის სახელობის თბილისის 25-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა (ამჟამად მე-7 ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზია). იმავე წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1994 წელს თეორიული ფიზიკის, ასტროფიზიკის სპეციალობით. 1996 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტურაში, ხოლო 1999 წლის ბოლოდან დაიწყო […]
რევაზ სოლომონია

რევაზ სოლომონიამ (დაბადების თარიღი – 28.05.1956) 1978 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალიზაციით ბიოქიმია. 1978-1982 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1983 წელს ქ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1982 წლიდან დღემდე არის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (მაშინდელი ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი) თანამშრომელი სხვა პოზიციების პარალელურად. რ. […]
მიხელ ოკუჯავა

მიხეილ ოკუჯავამ უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომლის სამკურნალო ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა 1994 წელს. 1994-1996 წლებში გადიოდა კლინიკურ ორდინატურას ნევროლოგიაში, თსსუ ნერვულ სნეულებათა კათედრაზე პროფ. ა. ლაჭყეპიანის ხელმძღვანელობით. ამავე დროს მ. ოკუჯავა დაინტერესდა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებით და 1995 წელს დაასრულა თბილისის სახლემწიფო სამედიცინო აკადემიის რენტგენორადიოლოგიის კურსი. 1995-1996 წლებში გადიოდა სტაჟირებას ნევროლოგიასა და ნეირორადიოლოგიაში […]
ჯუანშერ ჯეჯელავა

2000 წელს, ჯუანშერ ჯეჯელავამ ჩააბარა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა როგორც ბაკალავრის, ისევე მაგისტრის ხარისხი ველის კვანტური თეორიის სპეციალობით. 2006წ ჩაბაარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ნაწილაკების ფიზიკის სპეციალობით. 2011 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი რომელშიც გამოიკვლია ლორენც დარღვევის შესაძლებლობა გაწრფივებულ გრავიტაციასა და არააბელურ ველებში. ამის შემდეგ მალევე გადავიდა თეორიიდან ფენომენოლოგიაში. 2012 წელს შეუერთდა ATLAS/CERN ექსპერიმენტის Tile […]
მიხეილ მაზიაშვილი

საბასიზო და შემდგომი განათლება, თეორიული ფიზიკის სპეციალობით, მიიღო ჯავახიშვილის სახელმწიფო უნიში ,1992 – 2001 წლებში; საკანდიდატო დისერტაცია (PhD) დაიცვა 2004 წელს. პროფესიული გამოცდილება/მოღვაწეობა (საქართველოში): ჯავახიშვილის უნის თეორიული ფიზიკის კათედრის ასისტენტი 2001 – 2005; ამავე უნივერსიტეთან არსებული, მაღალიე ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნ თანამშრომელი 2005 – 2006; ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნ თანამშრომელი 2006 – 2011; […]
ირმა გვილია

ირმა ჯიმის ასული გვილია დაიბადა ქ. ზუგდიდში, იურისტისა და მედდის ოჯახში, 1968 წლის 28 მაისს. 1985 წელს ირმამ წარჩინებით დაამთავრა ზუგდიდის მე-4 საშ. სკოლა. 1991-ში კი წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა – ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია). 1991-94წწ სწავლობდა ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაზე, ხოლო 1995 წელს მას მიენიჭა ბიოლოგიის […]
ეკატერინე თევდორაძე

ეკატერინე თევდორაძემ 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ეკოლოგიური გენეტიკის ფაკულტეტი ბიოლოგის კვალიფიკაციით. 1998-2002 წლებში სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში მიკრობიოლოგიის მიმართულებით. 2001-2015 წლებში ეწეოდა კვლევით საქმიანობას გ. ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. 2013 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მოლეკულური […]
გიორგი ჯავახიშვილი

გიორგი ჯავახიშვილი დაიბადა 1958 წლის 5 აპრილს, ქალაქ თბილისში. 1975 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 68-ე საშუალო სკოლა.1975-1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტზე, ასტრონომიის სპეციალობაზე. მიღებული აქვს ასტრონომიის მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი. 1980 წლის სექტემბერში მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ვარსკვლავთ და გარეგალაქტიკური ასტრონომიის განყოფილებაში. მონაწილეობდა დაკვირვებით სამუშაოებში. 1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ტრაპეციის […]
თამარ ბასიშვილი

თამარ ბასიშვილმა 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით. 2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში. 2010 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ძილ-ღვიძილის შემსწავლელ თენგიზ ონიანის ლაბორატორიაში. მას გავლილი აქვს სტაჟირება ძილის მედიცინაში ჟენევის უნივერსიტეტის ჰოსპიტლის ძილის ლაბორატორიაში (ჟენევა, შვეიცარია) და ნაიმეხენის რადბოუდ უნივერსიტეტის ბიოლოგიური […]