ლევან ტიელიძე


ასოცირებული პროფესორი, გლაციოლოგიაში

ლევან ტიელიძე არის გეოგრაფიის დოქტორი გლაციოლოგია-გეომორფოლოგიის მიმართულებით და გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრის დირექტორი. 2016 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა პირველი სადოქტორო დისერტაცია, ხოლო 2023 წელს მეორე სადოქტორო დისერტაცია ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევით ცენტრში.

2006-2018 წლებში მუშაობდა თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 2018-2020 წლებში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2019-2023 წლებში სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევით ცენტრში, ხოლო 2023 წლიდან არის ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი.

2014-2015 წლებში სტაჟირება გაიარა აშშ-ში, მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში; 2015-2017 წლებში – კანადაში, ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში; ხოლო 2018 წელს – შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში.

არის მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრის (WGMS) ოფიციალური კორესპონდენტი საქართველოში, კრიოსფერული მეცნიერებების საერთაშორისო ასოციაციის (IACS) ეროვნული კორესპონდენტი საქართველოში, საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოების (IGS) მმართველი საბჭოს წევრი, გლობალური ხმელეთის ყინულის გაზომვების ინიციატივის (GLIMS) წარმომადგენელი კავკასიაში, ასევე ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების თანადამფუძნებელი და წევრი.

2014 წელს დაჯილდოვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით. 2016 წელს მიენიჭა წინანდლის პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში. 2017 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დასახელდა საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად. იმავე წელს მიიღო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხუთწლიანი სტიპენდია. 2023 წელს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პასკალის პრემია, ხოლო იმავე წელს გადაეცა ახალი ზელანდიის გეოგრაფიული საზოგადოების ჯილდო წლის საუკეთესო სადოქტორო დისერტაციის ნომინაციაში. 2025 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის.

ლევან ტიელიძე არის პირველი ქართველი მეცნიერი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა ანტარქტიკაში. იგი ასევე არის ერთადერთი ქართველი, რომელმაც ზედიზედ ორ ანტარქტიკულ სამეცნიერო ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა: 2023-2024 წლებში – უილქსის მიწასა და დედოფალ მერის მიწაზე, ხოლო 2024-2025 წლებში – დედოფალ მოდის მიწაზე.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები
  • მთის მყინვარების და ანტარქტიკის მყინვარული საფარის გლაციო-გეომორფოლოგიური შესწავლა;
  • ძველი გამყინვარების რეკონსტრუქცია კოსმოგენური ნაფენების დათარიღებით;
  • მყინვარების კარტოგრაფირება გეოსაინფორმაციო სისტემების და დისტანციური ზონდირების გამოყენებით.
  • რჩეული პუბლიკაციები
  1. Tielidze, L. , Jomelli, V., and Nosenko, G. A. (2022). Analysis of Regional Changes in Geodetic Mass Balance for All Caucasus Glaciers over the Past Two Decades. Atmosphere, 13, 256. doi.org/10.3390/atmos13020256.
  2. Tielidze, L. G., Nosenko, G. A., Khromova, T. E., and Paul, F. (2022). Strong acceleration of glacier area loss in the Greater Caucasus between 2000 and 2020, The Cryosphere, org/10.5194/tc-16-489-2022.
  3. Tielidze, L., Eaves, S., Norton, K., and Mackintosh, A. (2021). Glacial geomorphology of the Ahuriri River valley, central Southern Alps, New Zealand. Journal of Maps. org/10.1080/17445647.2021.1876777.
  4. Khedim, N., Cécillon, L., Poulenard, J., Barré, P., Baudin, F., Marta, S., Rabatel, A., Dentant, C., Cauvy‐Fraunié, S., Anthelme, F., Gielly, L., Ambrosini, R., Franzetti, A., Azzoni, R. S., Caccianiga, M. S., Compostella, C., Clague, J., Tielidze, L., Messager, E., Choler, P., and Ficetola, G. F. (2021). Topsoil organic matter build‐up in glacier forelands around the world. Global Change Biology. org/10.1111/gcb.15496.
  5. Holobâcă, I., Tielidze, L., Ivan, K., Elizbarashvili, M., Alexe, M., Germain, D., Petrescu, S., Pop, O., and Gaprindashvili, G. (2021). Multi-sensor remote sensing to map glacier debris cover in the Greater Caucasus, Georgia. Journal of Glaciology. org/10.1017/jog.2021.47.
  6. Marta, S.; Azzoni, R. S., Fugazza, D., Tielidze, L., Chand, P., Sieron, K., Almond, P., Ambrosini, R., Anthelme, F., Alviz Gazitúa, P., Bhambri, R., Bonin, A., Caccianiga, M., Cauvy-Fraunié, S., Ceballos Lievano, J. L., Clague, J., Cochachín Rapre, J. A., Dangles, O., Deline, P., Eger, A., Cruz Encarnación, R., Erokhin, S., Franzetti, A., Gielly, L., Gili, F., Gobbi, M., Guerrieri, A., Hågvar, S., Khedim, N., Kinyanjui, R., Messager, E., Morales-Martínez, M. A., Peyre, G., Pittino, F., Poulenard, J., Seppi, R., Chand Sharma, M., Urseitova, N., Weissling, B., Yang, Y., Zaginaev, V., Zimmer, A., Diolaiuti, G. A., Rabatel, A., and Ficetola, G. F. (2021). The Retreat of Mountain Glaciers since the Little Ice Age: A Spatially Explicit Database. Data. 6, 107. org/10.3390/data6100107.
  7. Tielidze, L., Bolch, T., Wheate, R., Kutuzov, S., Lavrentiev, I., and Zemp, M. (2020). Supra-glacial debris cover changes in the Greater Caucasus from 1986 to 2014. The Cryosphere. org/10.5194/tc-14-585-2020, 2020.
  8. Tielidze, L., Svanadze, D., Gadrani, L., Asanidze, L., Wheate, R., and Hamilton, G. (2020). A 54-year record of changes at Chalaati and Zopkhito glaciers, Georgian Caucasus, observed from archival maps, satellite imagery, drone survey and ground-based investigation. Hungarian Geographical Bulletin. org/10.15201/hungeobull.69.2.6.
  9. Tielidze, L., Solomina, O., Jomelli, V., Dolgova, E., Bushueva, I., Mikhalenko, V., Braucher, R., and ASTER Team (2020). Change of Chalaati Glacier (Georgian Caucasus) since the Little Ice Age based on dendrochronological and Beryllium-10 data. Ice and Snow. org/10.31857/S2076673420030052.
  10. Tielidze, L., Kumladze R., Wheate, R., and Gamkrelidze, M. (2019). The Devdoraki Glacier Catastrophes, Georgian Caucasus. Hungarian Geographical Bulletin. org/10.15201/hungeobull.68.1.2.
  11. Zemp, M., Sajood, A. , Pitte, P., van Ommen, T., Fischer, A., Soruco, A., Thomson, L., Schaefer, M., Li, Z., Ceballos Lievano, J. L., Cáceres Correa, B. E., Vincent, C., Tielidze, L., Braun, L.N., Ahlstrøm, A. P., Hannesdóttir, H., Dobhal, D. P., Karimi, N., Baroni, C., Fujita, K., Severskiy, I., Prinz, R., Usubaliev, R., Delgado-Granados, H., Demberel, O., Joshi, S. P., Anderson, B., Ove Hagen, J., Dávila Roller, L. R., Gadek, B., Popovnin, V. V., Cobos, G., Holmlund, P., Huss, M., Kayumov, A., Lea, J. M., Pelto, M., and Yakovlev, A. (2019). Glacier monitoring tracks progress in limiting climate change. Nature 576: 39. doi:10.1038/d41586-019-03700-3.
  12. Tielidze, L., and Wheate, R. (2018). The Greater Caucasus Glacier Inventory (Russia, Georgia and Azerbaijan). The Cryosphere. org/10.5194/tc-12-81-2018, 2018.
  13. Tielidze, L. (2016). Glacier change over the last century, Caucasus Mountains, Georgia, observed from old topographical maps, Landsat and ASTER satellite imagery. The Cryosphere. doi:10.5194 / tc-10-713-2016, 2016.
  14. Kutuzov, S., Mikhalenko, V., Grachev, A., Ginot, P., Lavrentiev, I. Kozachek, A., Krupskaya, V., Ekaykin, A., Tielidze, L., and Toropov, P. (2016). First geophysical and shallow ice core investigation of the Kazbek plateau glacier, Caucasus Mountains. Environ Earth Sciences. doi:10.5194 / tc-10-713-2016, 2016.
  15. Popovnin, V., Rezepkin, A., and Tielidze, L. (2015). Superficial moraine expansion on the Djankuat Glacier snout over the direct glaciological monitoring period. Earth Cryosphere. XIX, No. 1, p. 89-98.
  16. Gobejishvili, R., Lomidze, N., and Tielidze, L. (2011).Late Pleistocene (Wurm) Glaciations of the Caucasus. Quaternary glaciations-extend and chronology. Developments in Quaternary Science. org/10.1016/B978-0-444-53447-7.00012-X.

 

  • წიგნები
  1. საქართველოს გეოგრაფიული ატლასი. (2018). გამომცემლობა ,,პალიტრა L”. ISBN 978-9941-24-984-6. თბილისი, 183 გვ. (რედაქტორი).
  2. National Atlas of Georgia. (2018). Franz Steiner Verlag. Stuttgart, Germany. ISBN 978-3-515-12057-9. 138 pp. (co-author).
  3. Glaciers of Georgia. (2017). Geography of the Physical Environment. doi:10.1007/978-3-319-50571-8. 167 pp. (Author).
  4. საქართველოს მყინვარების კატალოგი/Glaciers catalog of Georgia (ქართულ-ინგლისური). (2016). გამომცემლობა ,,სამშობლო”. ISBN 978-9941-08532-1. თბილისი, 116 გვ. (ავტორი).
  5. Modern and old glaciers of Georgia. (2016). Publishing House "Samshoblo". ISBN 978-9941-0-8531-4. Tbilisi, 216 pp. (Author).
  6. საქარველოს მყინვარები. (2014). გამომცემლობა ,,კოლორი’’, ISBN 978-9941-0-6809-6. თბილისი, 254 გვ. (ავტორი).
  7. მყინვარების მონიტორინგი კლიმატის ცვლილების ფონზე. (2012). გამომცემლობა „უნივერსალი’’, ISBN: 978-9941-17-533-6. თბილისი, 176 გვ. (თანაავტორი).
  8. საქართველოს ეროვნული ატლასი. (2012). გამომცემლობა ,,კარტოგრაფია“. თბილისი, 140 გვ. (თანაავტორი).

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსი გლაციოლოგიაში. გაზაფხულის სემესტრი. საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხური.

სალექციო კურსების კატალოგი

სალექციო კურსი გლაციოლოგიაში. 2018-2019 წწ შემოდგომის სემესტრი. სამაგისტრო საფეხური.