ირინე ებრალიძე

1980 წელს დაამთავრა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სასწავლებლის თეორიული განყოფილება, 1986 წელს – ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მუსმცოდნეობა-საკომპოზიტორო ფაკულტეტი მუსიკის მაგისტრისა და მასწავლებლის კვალიფიკაციით, ხოლო 2016 წლის დეკემბერში–ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა. არის სამუსიკო ხელოვნების დოქტორი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი. 1986-2009 წლებში მუშაობდა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სასწავლებელში ჯაზისა და საესტრადო ხელოვნების განყოფილების […]