ნინო ჯავახიშვილი

პროფესორი ნინო ჯავახიშვილი არის პროფესიონალი ფსიქოლოგი სოციალურ მეცნიერებებში კვლევის ოცდახუთწლიანი გამოცდილებით. მან სწავლებისა და კვლევის გამოცდილება მიიღო შემდეგ უნივერსიტეტებში: ოქსფორდის (1996-1997), ჰეთფილდის (1999) – დიდი ბრიტანეთი; ზაარლანდის (2002, 2009, 2011) – გერმანია; ვასედას (2010) – იაპონია; ასევე რატგერსის (2009), კალიფორნიის ლოს ანჯელესისა (2005-2009) და მაიამის (2017-2018) – შეერთებული შტატები – უნივერსიტეტებში. სამაგისტრო კურსებისა და მოხსნებებისათვის […]

ანა კირვალიძე

ანა კირვალიძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის მიმართულებით. ამავე  მიმართულებით სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად  მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტში. პოსტსადოქტორო კვლევაზე სამეცნიერო მუშაობა გააგრძელა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (გერმანია). სოციალური კვლევის მეთოდებს სხვადსხვა მიმართულებით სწავლობდა პოლიტიკური კვლევების ევროპული კონსორციუმის სკოლებში (ავსტრია, სლოვენია). გავლილი აქვს არიზონას უნივერსიტეტის სოციალური კვლევის მეთოდების […]

რევაზ კორინთელი

რევაზ კორინთელი დაიბადა ქ. თბილისში 1951 წლის 18 ივლისს. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1970 წელს, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1976-1977 წწ. გაიარა ინტერნატურა ფსიქიატრიაში ქ.თბილისის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 1978-1982 წწ. მუშაობდა აჭარის რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში ექიმ-ფსიქიატრად Bდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში – გემის ექიმად. 1982-2001 წწ. მუშაობდა მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტში […]

ირმა ყარაულაშვილი

ირმა ყარაულაშვილმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არმენოლოგიის განხრით. სწავლა განაგრძო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მედიევისტიკის ფაკულტეტზე, სადაც  1996 წელს მიენიჭა მაგისტრის წოდება, ხოლო 2004 წელს – დოქტორის ხარისხი (summa cum laude, best dissertation award, 2nd place (2004/5)). 2004-2005 აკადემიურ წლებში იყო პრინსტონის უნივერსიტეტის ელინურ კვლევათა ცენტრის პოსტდოქტორანტი, 2005-2006 წ.წ – პარიზის ადამიანის შემსწავლელ […]

ოლივერ რაისნერი

2016 წლის სექტემბრიდან ოლივერ რაისნერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს პროგრამის ევროპის კვლევებისა და კავკასიის კვლევების პროფესორია. იგი ევროპის კვლევებისა და  კავკასიის კვლევების მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ასწავლის. 2000 წელს მიიღო გოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში, სლავისტიკასა და შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ისტორიაში. 2000-2003 წლებში ბერლინში ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის […]

ტარიელ სიხარულიძე

ტარიელი არის ESSEC IRENE-ს – საფრანგეთში დაფუძნებული მოლაპარაკებების კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის ასოცირებული წევრი. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მან არაერთი მოლაპარაკების ტრენინგი ჩაატარა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი საჯარო მოსამსახურეებისათვის. ESSEC IRENÉ- სთან თანამშრომლობის ფარგლებში დღემდე აწარმოებს მოლაპარაკებების სპეცკურსებს Ecole de Guerre- ს, ENA- ს მსმენელებისათვის.

შალვა მატუაშვილი

შალვა მატუაშვილმა (დაბ. 1958) 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს სურათების ეროვნული გალერეაში შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელად, სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში – მოწვეულ პედაგოგად. 2005-2010 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პეადგოგი. 2007 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პედაგოგად (ხატვა, ფერწერა, დაზგური ფერწერისა და ნახატის […]

ნინო ცინცაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი. 2006 წელს დააფუძნა საქართველოში პირველი ადრეული ჩარევის პროგრამა, ხოლო 2017 წელს, ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, განავითარა და ხელმძღვანელობს ენისა და მეტყველების თერაპიის პირველ სამაგისტრო პროგრამას. მონაწილეობდა ქართულენოვანი ბავშვის ენის ათვისების კორპუსის შექმნაში და აგრძელებს კვლევით საქმიანობას ენის ათვისების ამ მიმართულებით. მუშაობს ადრეული ინკლუზიური განათლების საკითხებზე და […]

ბიძინა ლებანიძე

ბიძინა ლებანიძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ასევე – ბრემენის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი და ლექტორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი ანალიტიკოსი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფრაიბურგისა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტებში, ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლაში და კონრად ადენაუერის ფონდში. ბიძინა ლებანიძეს მოპოვებული აქვს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, […]

თამარ კინწურაშვილი

თამარ კინწურაშვილი ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 2015 წლიდან მუშაობს. მანამდე ის ლექციებს, როგორც მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტებში კითხულობდა. თამარ კინწურაშვილი 2013 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორია. 2010 წლიდან ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო, ხოლო 2005 წლიდან 2009 წლამდე – საზოგადოებრივი მაუწყებლის გგენერალური დირექტორი. 2002-2005 […]