მალხაზ თორია

მალხაზ თორია დაიბადა 1978 წლის 30 აგვისტოს სოხუმში.  დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიისა და კულტურის კვლევების მიმართულებით. 2009 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო  (PhD) დისერტაცია თემაზე „დროის აღქმა და ისტორიის კონცეფცია შუა საუკუნეების ქართულ კულტურაში“ („ქართლის ცხოვრების“ ისტორიოგრაფიული ტრადიციის მიხედვით). 2006-2008 წლებში იგი ასწავლიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების […]

ნინო ცერცვაძე

ნინო ცერცვაძემ 1983 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული და იტალიური ენების მასწავლებლის კვალიფიკაციით. 1983-1994 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებულ უცხო ენების შემსწავლელ ორწლიან კურსებზე იტალიური ენის მასწავლებლად. 1994- 2000 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენებისა და თარგმანის კათედრაზე იტალიური ენის […]

მაია ჩარკვიანი

მაია ჩარკვიანმა 1987  წელს  დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ისტორიის  ფაკულტეტი. 1979-1984 და 1990-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, 1984-1990 წლებში კი – საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის სამეცნიერო და სასწავლო-პოპულარული პროგრამების რედაქციაში. 2004 წელს დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 2005 წლიდან დღემდე არის საქართველოს ეროვნული […]

ირინე დემეტრაძე – რენცი

ირინე დემეტრაძე-რენცმა დოქტორის კადემიური ხარისხი არქეოლოგიაში მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წელს. მისი კვლევის სფერო ინტერდისციპლინურია და მოიცავს ლანდშაფტის კვლევებს, ნამოსახლართა მოდელების შესწავლას, რომაული პერიოდის არქეოლოგიას და გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების გამოყენებას არქეოლოგიაში. ამჟამად, მის განსაკუთრებულ ინტერესს რომის აღმოსავლეთი იმპერია და კავკასია წარმოადგენს. ეს თემები ირინე დემეტრაძე-რენცის სალექციო კურსებს შეადგენენ. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლიდან […]

თამარ ჭანუყვაძე

თამარ ჭანუყვაძე დაბადებულია ქალაქ თბილისში. წარჩინებით აქვს დამთავრებული ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი და მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო-ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. დაცული აქვს დისერტაცია თემაზე „ფრაზეოლოგიურ ერთეულთა სტილისტური გამოყენება მოგზაურთა ჩანაწერების მიხედვით“  იგი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ახდენს ინგლისური ენის სწავლების კოორდინირებას ანგლისტიკის მიმართულების […]

მარინე გეგელაშვილი

მარინა გეგელაშვილმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და იმავე წელს რეზიდენტურა გააგრძელა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1997 წელს დაამთავრა მოსკოვის დიპლომის შემდგომი სწავლების აკადემია ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის სპეციალიზაციით, ხოლო 2005-2007 წლებში ვილნიუსის უნივერსიტეტში გაიარა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ბავშვთა ადრეული რეაბილიტაციის კურსები. 2014-2015 წლებში იყო […]

პაატა ჩხეიძე

პაატა ჩხეიძემ 1977 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად სოფლის სკოლაში, სალიტერატურო ნაწილის გამგედ გორის გიორგი ერისთავის თეატრში, კითხულობდა ლექციებს გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად (1987-92); იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი […]

ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი 1970-1972 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1977 წელს კი დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება და 1991 წელს დაიცვა დისერტაცია მეცნიერებათა კანდიდატის წოდების მოსაპოვებლად. 1978-1994 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობამდე, იყო ფონდ „ქართუს“ დირექტორი (1997-1998), ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი […]

არჩილ აბაშიძე

არჩილ აბაშიძემ 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხური სპეციალობით პოლიტიკის მეცნიერება, ხოლო 2000 წელს მიიღო მაგისტრის წოდება საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში სპეციალობით საჯარო ადმინისტრირება. ასევე, არის შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრი (2004). აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება; 10-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას.

თამარ მოსიაშვილი

თამარ მოსიაშვილმა 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2004 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში არაბული ფილოლოგიის მიმართულებით (ნაშრომი – „იუსუფ იდრისის ნოველები“).  ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლისას რამდენიმე მოკლე თუ გრძელვადიანი სტაჟირება გაიარა ეგვიპტში (კაიროს უნივერსიტეტის არაბული ენის ცენტრი, არაბული კულტურის ცენტრი, არაბული ენის ცენტრი უცხოელთათვის). […]