ეკა ჭყოიძე

ეკა ჭყოიძემ 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ახალი ბერძნული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1999 წელს სწავლა განაგრძო ქ. იოანინას უნივერსიტეტში (საბერძნეთი), ფილოსოფიის ფაკულტეტზე, შუასაუკუნეების შემსწავლელ მეცნიერებათა კათედრაზე, ბიზანტიის ისტორიის განყოფილებაში, სადაც 2001 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2006 წელს, იმავე განყოფილებაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ბიზანტია ქართული წყაროების მიხედვით […]
ირინა ლობჟანიძე

2018 წლიდან ირინა ლობჟანიძეილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათმეცნიერების მიმართულების პროფესორია და ასწავლის ციფრული ჰუმანიტარიის, ქართველოლოგიისა და გამოყენებითი ენათმეცნიერების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს. მისი 20-წლიანი კვლევითი გამოცდილება მოიცავს ციფრულ ჰუმანიტარიასა და ბუნებრივი ენის დამუშავებას, განსაკუთრებით, ქართველური ენების უნივერსალურ დამოკიდებულებათა კვლევას, ნეირულ მოდელირებას ქართული და მეგრული ენების კორპუსების შექმნას და იდიომური გამოთქმების ონლაინლექსიკონის შედგენას.
მაია წერეთელი

მაია წერეთელი დაიბადა 1967წელს ქალაქ თბილისში, 1985 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა, 1986-91 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც დაამთავრა ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალობით. 1990 წელს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ქ.ინსბრუკის(ავსტრია)პოლიტიკური უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში. 1991-94 წლებში სწავლობდა მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში იურიდიული ფსიქოლოგიის სპეციალობით, ხოლო 2001 წელს დაამთავრა დ.უზნაძის სახელობის […]
მანანა ჯავახიშვილი

მანანა ჯავახიშვილი – ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ევროპისა და საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიას, ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს, კათოლიკური ეკლესიისა და პაპობის ისტორიას, ყოველდღიურობის, გენდერის კვლევებს, განათლების ისტორიასა და სხვ. იგი არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის – 3 მონოგრაფიის („ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში“, […]
შორენა საძაგლიშვილი

1994 წელს დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალიბით; 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ზოგად ფსიქოლოგიაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. სადისერტაციო თემა – მშობლების აგრესიულობის როლი ოჯახური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. 2003 წელს დაამთავრა აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტი სოციალურ მუშაობაში სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით. 2014-15 წელს იყო ამერიკის მთავრობის ფულბრაიტის საერთაშორისო პროგრამის […]
თამაზ გაბისონია

თამაზ გაბისონიამ 1986 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნეობის სპეციალობით და 2009 წელს მიენიჭა მუსიკოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1995-2011 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად და მეცნიერ-თანამშრომლად. სხვადასხვა წლებში ასწავლიდა თბილისის კულტურის ინსტიტუტში, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში, ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2011 წლიდან.
ნინო მხეიძე

ნინო მხეიძემ დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კინომცოდნეობის სპეციალობით. 20 წლის განმავლობაში ამავე ინსტიტუტში ასწავლიდა და ატარებდა კვლევებს ქართულსა და მსოფლიო კინემატოგრაფში არსებულ ტენდენციებსა და მიმდინარეობებზე. 207-2010 წლებში იყო წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „გმირის პრობლემა პოსტსაბჭოთა ქართულ კინემატოგრაფში“ და მიენიჭა ხელობნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა: ბოლშევოს, ლვოვის, რიგის, […]
ნოდარ ბახტაძე

დაიბადა 1953 წ. ქ.თბილისში. 1970 წელს დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა. 1976 წელს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი (სპეციალობა – არქიტექტურის თეორია და ისტორია). 1978-1980 წწ. საქართველოს მეცნ. აკადემიის ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურის დაუსწრებელი კურსი ქართული ხელოვნების ისტორიასა და არქეოლოგიაში. 1980-2004 წწ. მუშაობდა ს.ჯანაშიას […]
მანანა ითონიშვილი

მანანა ითონიშვილი 1989-დან 2010 წლამდე მუშაობდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საავტორო ტელევიზიის კათედრის გამგის მოადგილედ, იყო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მიჰყავდა სალექციო კურსები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. ასევე იყო ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტყველების კათედრის გამგე, ამავე დროს 1995-2003 წლებში მუშაობდა აჭარის ტელევიზიის კონსულტანტად. 2008 წლიდან 2012 წლამდე იყო ტელეკომპანია „საქართველოს“ კონსულტანტი, 2003-დან 2009 წლამდე – […]
ნინო ფავლენიშვილი

ნინო ფავლენიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ფიზიკის მიმართულებით და მიენიჭა დოქტორის ხარისხი. შემდგომ დაამთავრა საქართველოს საზოგადობრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის სკოლის მაგისტრატურა (Cum Laude). სადოქტორო კურსი გაიარა ილინოისის უნივერსიტეტში (აშშ). 2011 წლიდან ილიას უნივერსიტეტში მუშაობს ასისტენტ-პროფესორის პოზიციაზე, 2014 წლიდან უკავია ასოცირებული პროფესორის თანამდებობა. ნინო ფავლენიშვილს აქვს პედაგოგიური საქმიანობის […]