ნინო მატარაძე

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, სპეციალობით — ანგლისტიკა, ხოლო 1998 წელს მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი ანგლისტიკის სპეციალობით. 1997 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრატურა. 2005 წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის […]
მალხაზ მაყაშვილი

მალხაზ მაყაშვილი დაიბადა 1953 წლის 13 ოქტომბერს, სწავლობდა თბილისის პირველ საშუალო სკოლაში, შემდეგ – ივანე ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაქულტეტზე, 1975-დან 2000 წლამდე მუSაობდა ივანე ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში; 1991 წელს მიენიჭა მეცნიერებაში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება, 1998 წელს – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 2005 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰყავს მეუღლე და 6 შვილი.
რუსუდან მირცხულავა

რუსუდან მირცხულავამ დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი (ფსიქოლოგიის სპეციალობით). 1993-2008 წწ. მუშაობდა ლექტორად შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ეკავა ჰუმანიტარულ დისციპლინათა კათედრის გამგის თანამდებობა. 1980-2012 წწ. მუშაობდა დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მკვლევრად, იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი და ჟურნალ „მაცნეს“ რედკოლეგიის წევრი. 1999-2003 წწ. – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ბაზაზე არსებულ „იმიჯ-ცენტრში“ფსიქოლოგად. […]
ნინო ჭიჭინაძე

1984 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი; 1984 წლიდან გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნებისა ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელია; 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (სეტის კარედი, ქართული ხატწერის ისტორიიდან), 2004 წელს – სადოქტორო დისერტაცია (XI-XIII სს. ქართული ხატწერა: მხატვრულ–ისტორიული ასპექტები); არის რამდენიმე მონოგრაფიისა და 50-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი; სხვადასხვა დროს იყო […]
ტიმოთი კევინ ბლაუველთი

ტიმოთი ბლაუველტი 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორია, ხუთი წლით ადრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა პოლიტიკურ ისტორიას ასწავლიდა. საქართველოში პირველად 1999 წელს სადოქტორო დისერტაციის კვლევისთვის (რომელიც მან დაიცვა ბუფალოს ნიუ-ორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2001 წელს) ჩამოვიდა და 2002-03 წლებში დაბრუნდა როგორც ფულბრაიტის მოწვეული პროფესორი. 2003 წლიდან იგი ამერიკული საბჭოების საერთაშორისო განათლებისთვის: […]
სალომე ცისკარიშვილი

1989 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის განყოფილება. სადიპლომო ნაშრომი პოლონური სამგანზომილებიანი მხატვრული ტექსტილის შესახებ მოამზადა ქ. ლოძის უნივერსიტეტში, პოლონეთში. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქართული გობელენის შესახებ. 1992 წლიდან ასწავლიდა თსუ, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, მცირე აკადემიაში, სადაც პირველმა დაიწყო ჩინეთის, იაპონიის და ინდოეთის ხელოვნების კურსების წაკითხვა. 2002 წლიდან აქტიურად […]
თამარ სუხიშვილი

1996 წ. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება, 1998 წ. – უცხო ენების ინსტიტუტის სინქრონული თარგმანის განყოფილება (ინგლისური ენა). 2002-2003 წწ. სწავლობდა იოანინის უნივერსიტეტში (საბერძნეთი), არის IKY-ის პროგრამის სტიპენდიატი. 2005-2006 წწ. სწავლობდა და მუშაობდა სადისერტაციო თემაზე ოქსფორდის უნივერსიტეტში (OSI/FCO Chevening პროგრამის სტიპენდიატი). 2010 წელს დაიცვა დისერტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე „სომატური სახელები ნათესაობის აღნიშვნის […]
მაკა ლაშხია

მაკა ლაშხია 1994–2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ფილოსოფიაში. 2005 წელს ნანტის მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტში (IUFM, Nantes, France) გაიარა ფილოსოფიის მასწავლებლის გადამზადების სრული კურსი. 2005–2008 წლებში ფოლკსვაგენის ფონდის (Volkswagenstiftung) და კათოლიკური აკადემიური გაცვლითი სამსახურის (KAAD) გრანტების ფარგლებში იყო ბოხუმის რურის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი, ხოლო 2010 […]
გრიგოლ ჯოხაძე

გრიგოლ ჯოხაძემ 1993 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1996 წელს კი – ასპირანტურა. 2002 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,საქართველოს ეკლესიის ისტორია მე-13-14 სს“. ძირითადი კვლევითი საკითხებია: შუა საუკუნეთა ისტორიისა და ფილოსოფიის, რელიგიურ, შედარებითი ლიტერატურისა და სემიოტიკის პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ილიას […]
ლევან თარხნიშვილი

ლევან თარხნიშვილი დაიბადა 1971 წლის 1-ლ სექტემბერს ქ. თბილისში. დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი სატყეო ინჟინრის სპეციალობით და სწავლა განაგრძო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პრაღის ფილიალში სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე. აღნიშნული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1995 წელს, მიენიჭა ლანკასტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სოციალური მეცნიერების მაგისტრის წოდება. 2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ღირებულებები – კონცეფცია, […]