თამარ ჯაფარიძე

თამარ ჯაფარიძემ 1985 წელს დაამთავრა ტორონტოს უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი, 1988 წელს კი ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის წოდება. 1989 წელს სწავლა გააგრძელა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიან უნივერსიტეტში (გერმანია),  ექოლ ნორმალ სუპერიორში. 1995 წელს მიენიჭა დოქტორის წოდება ტორონტოს უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტში განაგრძო მუშაობა. 1993 წლიდან იყო რაირსონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორი. ასევე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. […]

ნინო დანელია

ნინო დანელია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის მოწვეული პროფესორი. ამჟამად მუშაობს სადოქტორო თემაზე და იკვლევს საბჭოთა პერიოდში ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების არაოფიციალურ არხებს. მისი კვლევის ინტერესია კომუნიკაციისა და მედიის როლი პოლიტიკურ და სამოქალაქო ჩართულობაში, სამოქალაქო სივრცის შექმნაში. სხვადასხვა მედიაში მუშაობის რვაწლიანი გამოცდილების შემდეგ მან აკადემიურ სფეროში გადაინაცვლა. იგი […]

ნინო კირვალიძე

ნინო კირვალიძემ 1970 წელს წარჩინებით დააამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი ინგლისური და ესპანური ენების სპეციალობით. 1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (Ph.D Thesis) ინგლისურ ენაში მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში. 1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (Habilitation Thesis) მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტურ უნივერსიტეტში, რის საფუძველზეც მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი გერმანიკული ენების […]

გიორგი გვალია

2021–დღემდე რექტორის მოადგილე სწავლების დარგში სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიორგი გვალია 2000-2004 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაციით. 2007 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურა. 2013 წელს მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2012-2013 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო […]

თეო ხატიაშვილი

თეო ხატიაშვილმა 1990 წელს დაამთავრა თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობა. 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სერგო ფარაჯანოვის მითოლოგიურ-მეტაფორული სამყარო“. 1998-2014 წწ. –  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, 2014 წლიდან დღემდე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. სხვადასხვა წლებში ასწავლიდა კინოს ისტორიას სასწავლო-სატელევიზიო ცენტრში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, თსუ-ის ხელოვნების თეორიისა და ისტორიის […]

ქეთევან გურჩიანი

ქეთევან გურჩიანმა უმაღლესი განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (საქართველო) და ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის უნივერსიტეტში (გერმანია) კლასიკური ფილოლოგიის და სიძველეთა კვლევების მიმართულებით. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ანტიკური თეატრისა და რელიგიის ურთიერთმიმართების თემაზე. მოგვიანებით, რელიგიის კვლევებმა მისი ინტერესი თანამედროვეობას დაუკავშირა და ამჟამად იგი იკვლევს/ასწავლის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით. ანთროპოლოგიაში სპეციალიზება მისთვის შესაძლებელი გახდა […]

ათინათი მამაცაშვილი – კობახიძე

ათინათ მამაცაშვილმა 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2001 წელს მიიღო ექსი-მარსელის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მაგისტრის წოდება, ხოლო 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ექსი-მარსელის უნივერსიტეტში (საფრანგეთი). 2008 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2016 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 2010-2011 წლებში მიიღო დიდროს სახელობის სტიპენდია […]

ანა კორძაია-სამადაშვილი

ანა კორძაია-სამადაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსულ ენასა და ლიტერატურას, თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში – ჩინურ ენასა და კულტურას, 1995 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ტექსტის ლინგვო-სტილისტური ანალიზი“. მუშაობდა გამომცემლობებში: „ბბტ“ (შვედეთსა და ლიტვაში) და „სომა პრეს“. იყო ბერლინის საერთაშორისო წიგნის სააგენტოს („შმიტ-ბრაული და პარტნიორები“) თანამშრომელი (ფრანკფურტი, ბერლინი), გაზეთ „24 საათის“ და ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“, […]

ნინო თევდორაძე

ნინო თევდორაძემ 1995 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი (სპეციალობით – ინგლისური ენის პედაგოგიკა). 1996-1999 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი ( სპეციალობით – გერმანიკული ენები (ლინგვისტიკა). 2003 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  დაიცვა საკანდიდატო (სადოქტორო) დისერტაცია  – ”ცნობიერების ნაკადი, როგორც ენობრივ-კულტურული ფენომენი და მისი ლინგვოსემიოტიკური სტრუქტურა.”1996-2004 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის ენისა […]

ირინა ლორთქიფანიძე

ირინა ლორთქიფანიძემ 1986 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (რუსული ენა და ლიტერატურა). 1986-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1999 -2006 წლებში კი – ილია ჭავჭვაძის სახელობის თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სიკეთისა და ბოროტების კონცეპტების ენობრივი ასახვა რუსული ენის ფრაზეოლოგიზმებში“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია 2011 წლიდან. მუშაობდა ილიას […]