ლევან ცაგარელი

ლევან ცაგარელი სწავლობდა გერმანულ ფილოლოგიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1998-2004), ასევე შედარებით ლიტერატურათმცოდნეობასა და სკანდინავისტიკას ჰამბურგის (2001), ვენისა (2002, 2009) და სტოკჰოლმის (2005) უნივერსიტეტებში. მონაწილეობდა შილერის საერთაშორისო დღეებში (ვაიმარი, 1999), ინსბრუკის უნივერსიტეტის საზაფხულო კურსში (2000), ლიტერატურათმცოდნეობის საზაფხულო სკოლაში (მარბახი, 2003), ღია სამყაროს ლიდერობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროგრამასა (ჩიკაგო, 2010) და რობერტ ბოშის […]
თამარ ცოფურაშვილი

თამარ ცოფურაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი. 2005-2009 წლებში იგი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთობლივი სტიპენდიით (DAAD-OSI joint scholarship) სწავლობდა და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია). ქართულ, გერმანულ და ინგლისურენოვან სტატიებთან ერთად არის ავტორი გერმანულენოვანი მონოგრაფიისა “ენა და მეტაფიზიკა. მაისტერ ეკჰარტის პრედიკაციის […]
მაია თევზაძე

მაია თევზაძემ 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგულ განყოფილება; პარალელურად წარმატებით დაამთავრა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის თბილისის მე-3 სამუსიკო სასწავლებელი. 1980 წელს ჩაირიცხა მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1987 წელს მოსკოვში საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო […]
თამარ მახარობლიძე

თამარ მახარობლიძემ 1981 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იგი საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული 30-ზე მეტი წიგნის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს, ასევე ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, საბავშვო წიგნისა და ორასამდე უცხოური ტელე- და რადიო პროექტის, დოკუმენტური ფილმების, სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და ანიმაციური ფილმების ავტორია. თ. მახარობლიძე გახლავთ ქართული ჟესტური ენის კვლევების […]
ქეთევან მაყაშვილი

ქეთევან მაყაშვილმა 1980 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი ნეირო და კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით. 1981 წლიდან მუშაობდა უზნაძის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ფიქსირებული განწყობის თავისებურებები პერვაზიული დარღვევის მქონე ბავშვებში“. 1987-99 წლებში ხელმძღვანელობდა ბავშვებში ფსიქიკური განვითარების დარღვევების კვლევით ლაბორატორიას ინსტიტუტში და სკოლისა და პოლიკლინიკის ფსიქოლოგიურ სამსახურებს. 1997-2007 წლებში მუშაობდა საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელ […]
გიორგი ბუღაძე

დაიბადა 1956 წლის 24 სექტემბერს, ქ. თბილისში. 1971-1975 წლებში სწავლობდა ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში, 1975-1981 წლებში – თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. 1982-1985 წლებში სწავლობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ასპირანტურაში. 1980 წლიდან აქტიურად იფინებოდა საქართველოსა და საზღვარგარეთის საგამოფენო დარბაზებში. მონაწილეობდა როგორც ჯგუფურ გამოფენებში, ასევე აწყობდა პერსონალურ გამოფენებს. 1986-1996 წლებში იყო საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი […]
ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი (გარდაცვლილი)

დაიბადა 09.01.1958 წელს თბილისში. 1974 წ. დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩააბარა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტზე. იგი ბავშვობიდანვე ყოველ წელს მშობლებს დაჰყავდათ ექსპედიციებში, რამაც დაუგროვა საკმაოდ დიდი გამოცდილება არქეოლოგიის მიმართულებით. ნ.თუშაბრამიშვილი 1975 წელს გადავიდა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქვეყანათმცოდნეობის განყოფილებაზე არაბული ქვეყნების ისტორიისა და ენის მიმართულებით. 1979 წელს წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო […]
გურამ ყიფიანი

1972 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1973 წლიდან მონაწილეობს არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 1992 წლიდან მუშაობს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო საკითხებში. 1997 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო მიმართულებით. 2000 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორია. 2007 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 1982 წელს დაიცვა […]
დიმიტრი ახვლედიანი

დიმიტრი ახვლედიანმა 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1977-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მოიპოვა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, 2004 წელს კი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2004-2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის გამგე. 2006 […]
მამუკა ნადარეიშვილი

მამუკა ნადარეიშვილმა 1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1979-1983 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1983 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „რეგრესიის ფუნქციისა და განაწილების სიმკვრივის არაპარამეტრული შეფასებების შესახებ“. 1983-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო 2005-2007 წლებში – სოციალური დახმარების სააგენტოს […]