ემზარ ჯგერენაია

ემზარ ჯგერენაიამ 1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 2003 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „უტოპია და უტოპიური ელემენტი სოციოლოგიურ თეორიებში“. 2000-2003 წლებში მონაწილეობდა ბოხუმის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ ორგანიზებულ კვლევით სემინარებში, რომლის მიზანი იყო დოქტორანტებისათვის კვლევაში დახმარების აღმოჩენა და დოქტორანტებს შორის სამეცნიერო იდეების გაცვლა. 2002 წელს იყო ბაიროიტის უნივერსიტეტის (გერმანია) […]

გიორგი გვახარია

დაიბადა 1957 წლის 7 მარტს თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით (კინოფილმის სახვითი გადაწყვეტა). 1987 წელს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ქართული ფილმების სახვითი გადაწყვეტა“. 1993-94 წლებში ჰქონდა დიდროს სტიპენდია პარიზის „ადამიანის ინსტიტუტში“, მუშაობდა თემაზე „კინოს ენა და ფილმის აღქმის თავისებურებები“. 1981 წლიდან მუშაობს პედაგოგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, […]

დავით დარჩიაშვილი

დაიბადა 1960 წელს. 1991 წელს, თსუ ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. ასწავლიდა რუსეთის საგარეო პოლიტიკას 19-20 საუკუნეებში. პარალელურად, 1993-2004 წლებში მუშაობდა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში მკვლევარად. ამავე დროს დაინტერესდა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიით, უსაფრთხოების კვლევებით და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების თეორიით. მონაწილებდა ამ საკითებისადმი მიძღვნილ არაერთ საერთაშორისო პროექტსა და […]

სერგო რატიანი

დაიბადა 1967 წლის 27 ნოემბერს. 1984 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა. 1984-1991 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ფილოსოფიის სპეციალობით. 1991-1995 წლებში დაამთავრა ასპირანტურა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე. 1993.05-დან 1993.07 წლამდე მუშაობდა მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტის რელიგიის კათედრის მეცნიერ-მუშაკად. 1993-1956 წლებში […]

გიორგი ანჩაბაძე

დაიბადა თბილისში (1949). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1971), საქართველოს მეცნ. აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1975). 1975-2010 წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტში (უკანასკნელი თანამდებობა: მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი). დაიცვა საკანდიდატო (1975) და სადოქტორო (1990) დისერტაციები. შეთავსებით მუშაობდა: აფხაზეთის სახ. უნივერსიტეტში (დოცენტი, პროფესორი) (1984-1992), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში – კათედრის გამგედ (1995-1999), საქართველოს სამხედრო-საინჟინრო […]

მზაღო დოხტურიშვილი

მზაღო დოხტურიშვილმა 1971 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1978 წელს გაიარა მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული ორწლიანი უმაღლესი პედაგოგიური კურსი. 1982 წელს ამავე ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1982-1993 წლებში მიჰყავდა ფრანგული ენის გაკვეთილები საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე. 1994-2006 წლებში ხელმძღვანელობდა ფრანგული ენის კათედრას ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა […]

თამაზ კოჭლამაზიშვილი

დაიბადა სოფ. ქვემო ბოდბეში (სიღნაღის რაიონი) 1950 წ. 22 თებერვალს. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა (1967 წ.). შემდეგ დაამთავრა რამდენიმე სასწავლებელი: საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრონულ-ციფრული მანქანების სპეციალობით (1973), სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1994), თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი (1973), მცხეთის სასულიერო სემინარია (1976), ებრაული ენის სამწლიანი კურსი სოხნუთთან არსებულ ულფანში (1998). 2002 […]

გიორგი სანიკიძე

გიორგი სანიკიძემ 1984 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობდა გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1996-2002 წლებში იყო თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი და პროფესორი. 2006-2010 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო […]

მარინა ადამია

მარინა ადამიამ მუსიკის წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. მისი პირველი მასწავლებელი ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი იყო. სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მარინამ სწავლა მოსკოვის სახელმწიფო კონერვატორიაში განაგრძო, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ იმ თაობის წამყვანი კომპოზიტორები – ნიკალაი სიდელნიკოვი და ედისონ დენისოვი. 1991 წელს მარინა საცხოვრებლად შოტლანდიაში გადავიდა, სადაც სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში, ცნობილ კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწესთან, […]

პაატა ბუხრაშვილი

პაატა ბუხრაშვილმა 1983 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ეთნოგრაფიის სპეციალობით, 1989 კი – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ეთნოლოგიის სპეციალობით. 1989 დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,საცხოვრისი ეთნიკურ ყოფაში“. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან (არქეოლოგიური კვლევის ცენტრი, 1983-2006), საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან (საქართველოს ისტორიის კათედრა, 1989-1996) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ეთნოლოგიის კათედრა, 1990-2006); სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტთან (კავკასიის ხალხთა ისტორიის […]