ლალი გულედანი

ლალი გულედანმა უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სემიტოლოგიის სპეციალობით. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 2006  წლიდან დღემდე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორიენტალისტიკის მიმართულების პროფესორია. 1994 წლიდან დღემდე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ებრაულ-არამეული ფილოლოგიის მიმართულებაზე როგორც მიწვეული პედაგოგი კითხულობს ებრაული ენის კურსს. […]

მაია არავიაშვილი

მაია არავიაშვილმა, 2004 წელს დაამთავრა თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციოლოგიის სპეციალობით, 2006 წელს კი   სოციალური მეცნიერებათა მაგისტრის წოდება მიიღო სოციალურ მეცნიერებებში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში (CSS).  2015 წელს მიენიჭა სოციოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2008-2016 წლებში იყო კვლევების კოორდინატორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. 2017 წლიდან კი ამავე ცენტრში სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიზის […]

ნატა მეფარიშვილი

ნატა მეფარიშვილმა 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბავშვის კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით. მას აქვს 20-წლიანი გამოცდილება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-კონსულტირების კუთხით. პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა გაიღრმავა შემდეგ უნივერსიტეტებში: ვაიკატო, ახალი ზელანდია (2000); ომაჰა, აშშ (2003); კანზასი, აშშ (2003); ვილნიუსი, ლიტვა (2005), პრაღა, ჩეხეთი (2012); ჰამბურგი, […]

დარეჯან (ჯანა) ჯავახიშვილი

ჯანა (დარეჯან) ჯავახიშვილი არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მუშაობს ადიქციის, ფსიქოტრავმატოლოგიისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე.  2019 წლის იანვრიდან, ორი წლის ვადით, იგი არჩეულ იქნა ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოების (ESTSS: European Society for Traumatic Stress Studies) პრეზიდენტად. ასევე, ის არის ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტ ცენტრის (კოლუმბიის უნივერსიტეტი) საკონტაქტო პირი სამხრეთ კავკასიაში. ჯანა საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების თანადამფუძნებელი და […]

სოფიკო ზვიადაძე

სოფო ზვიადაძემ საერთაშორისო ურთიერთობის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მიუნსტერის ვესთფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებაში, სოციოლოგიასა და რელიგიის კვლევებში (2007). მან სწავლა გააგრძელა დოქტურანტურაში მიუნსტერის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიის მიმართულებით; 2014 წელს დაიცვა დისერტაცია საქართველოში პოლიტიკისა და რელიგიის ურთიერთობის თემაზე. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში […]

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი

დაიბადა თბილისში 1968 წლის 26 მაისს. 1990 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახ. სამხატვრო აკადემია, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, 1997 წელს დაიცვა დისერტაცია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული სკოლების შესახებ (ჯავახეთი). 1991 წლიდან კითხულობს ლექციებს სახ. სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ ინსტიტუტში, სასულიერო აკადემიაში, თავისუფალ უნივერსიტეტსა და ილიას სახ. უნივერსიტეტში. იყო რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების […]

გიორგი ნოდია

1976 წელს გია ნოდიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, ამავე სპეციალობით 1982 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1980-დან 2001 წლამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, სწავლულ მდივნად, განყოფილების გამგედ. პარალელურად, 1992 წლიდან დღემდე (გარდა 2008 წლისა), ხელმძღვანელობს დამოუკიდებელ კვლევით ორგანიზაციას – მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ […]

გიგი თევზაძე

დაიბადა 1967 წლის 22 ივნისს.1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის მასწავლებლის დიპლომით. 1992 და 1997 წლებში, შესაბამისად, დაიცვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატისა და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მისი სამუშაო ისტორია მოიცავს სხვადასხვა გამოცდილებას, როგორებიცაა: საველე სამუშაო იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენის ცენტრში (1985-1995), რეგიონული გაზეთის გამომცემელი (1987-1988), ლექტორი (1985-დან დღემდე), სამთავრობო […]

დავით აფრასიძე

დავით აფრასიძემ 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა ჰამბურგის უნივერსიტეტში 2003 წელს. სხვადასხვა დროს იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის დეკანი. საუნივერსიტეტო საქმიანობის გარდა, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, […]

ნოდარ ლადარია

ნოდარ ლადარიამ 1981 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ბირთვულ კვლევათა გაერთიანებულ ინსტიტუტში (დუბნა, რუსეთი) და მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (თბილისი). 1989 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც გარიცხეს 1992 წელს ურჩობისათვის. 1992 წლიდან სწავლობდა პონტიფიკალურ აღმოსავლურ ინსტიტუტში (ვატიკანი), სადაც 1994 წელს მიიღო ლიცენციატის, ხოლო 1996 წელს – დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. […]