ზაალ ანდრონიკაშვილი

სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტში ისტორიას, არქეოლოგიასა და გერმანულ ლიტერატურას. 2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გეტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტში თემაზე „დრამის ტექსტის წარმოშობა. სიუჟეტის თეორიისათვის“ (წიგნად გამოვიდა 2008 წელს). 2005-2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ასისტენტ-პროფესორი. 2006 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ ასოცირებული, შემდეგ სრული პროფესორი. ასევე […]

ელენე ტატიშვილი

1992-1997 წწ. სწავლობდა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1997-2000 წწ. –ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურში; 2006 წელს ჩააბარა ილია უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. 2011 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „აღწერა როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული და მისი დროითი სემანტიკა მხატვრულ ნარატივში (ინგლისურენოვანი მცირე პროზის მასალაზე)“.

ნინო როდონაია

1998 – 2000 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტზე. 2000-2003 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ფილოსოფიის ისტორიის მიმართულებაზე. 2006-2011 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. 2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “გერმანული იდეალიზმის კრიზისი შელინგის “სამყაროს ეპოქებში””. 2008-2013 წლებში არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტირებული პროფესორი, ხოლო 2013 წლიდან – ასოცირებული პროფესორი. 2012 წლიდან არის სავლე წერეთლის ფილოსოფიის […]

დავით პაიჭაძე

დაიბადა 1968 წელს. აქვს მაგისტრის ხარისხი კლასიკურ კვლევებში. 1992-2008 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ-ასისტენტად, ასევე ს. ყაუხჩიშვილის სახელობის ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის გამგედ. 2005-2008 წლებში იყო ჟურნალისტიკის დეპარტამენტის უფროსი. კითხულობდა ლექციებს კლასიკური კვლევებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით. 2008 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასისტენტ-პროფესორად, ხოლო შემდგომ – სრულ პროფესორად, კითხულობდა ლექციებს ჟურნალისტიკაში. 1992 წლიდან […]

თინათინ ჭინჭარაული

ფსიქოლოგიის დოქტორი, ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი (BCBA), კლინიკური ნეიროფსიქოლოგი. 1998 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, 2000 წელს – ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხით ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით. 2009 წელს დაიცვა დისერტაცია სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულებით თემაზე “განმეორებით პრაიმინგის კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიური ანალიზი”. 2009-2012 წლებში […]

ლუკა ნახუცრიშვილი

ლუკა ნახუცრიშვილმა 2008 წელს ბაკალავრიატი დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მიმართულებით, 2008-2010 წლებში სწავლობდა ფილოსოფიას პრაღის, ტულუზისა და ვუპერტალის უნივერსიტეტების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაში, ხოლო 2010-2013 წლებში პერპინიანისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტებიდან მიიღო შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორის წოდება. 2013 წლიდან ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და არის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი და კოორდინატორი. 2015-2017 წლებში პოსტსადოქტორო კვლევის […]

თეიმურაზ ჯოჯუა

თეიმურაზ გივის ძე ჯოჯუა დაიბადა 1972 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1978-1989 წლებში სწავლობდა თბილისის 160-ე საშუალო სკოლაში, 1990-1993 წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (საღამოს სწავლება), 1993-1996 წლებში – იმავე უნივერსიტეტის ისტორიისა და მეორადი სწავლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე, 1996-1999 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის […]

ხათუნა ხაბულიანი

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კითხულობს სალექციო კურსებს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის ავტორი და თანამონაწილე. 2009 წელს იყო ქართული პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე. არის საერთაშორისო ორგანიზაციების – ICOM-ის, CIMAM-ისა და AICA-ს წევრი, აკადემიური გამოცემა ARTMARGINS-ის ბორდის წევრი (2011-2013). საერთაშორისო საგრანტო პროგრამების საფუძველზე კვლევით მივლინებაში იმყოფებოდა ფრიბურგის უნივერსიტეტში (შვეიცარია) […]

ბეჟან ჯავახია

ბეჟან ჯავახია-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.ისტორიის საბაკალავრო და სადოქტორო და შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. 1982-1986 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალობით, 1986 წელს დაიცვა დისერტაცია მსოფლიო ისტორიის სპეციალობით, 1986 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კათედრაზე ჯერ მეცნიერ-თანამშრმლის, შემდეგ კი – დოცენტის თანამდებობაზე.1992 წელს გაიარა პოსტდოქტორალის პროგრამა საარლანდის უნიერსიტეტში […]