თამარ ცხადაძე

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით და აქვე გააგრძელა სწავლა ასპირანტურაში. საკანდიდატო დისრეტაცია 2006 წელს. მუშაობდა ფილოსოფიის ლექტორად (2001-2006) და შემდეგ ასისტენტ-პროფესორად (2006-2008) თსუ-ის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 2009-2012 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გენდერის კვლევაში და გენდერის კვლევის აკადემიური პროგრამების ხელმძღვანელი. 2012 წლის სექტემბრიდან მუშაობს ფილოსოფიის ასოცირებულ პროფესორად […]
ია შეყრილაძე

ფსიქოლოგიის დოქტორი, ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ქცევითი მეცნიერებების საბჭოს მიერ ლიცენზირებული კლინიკური სოციალური მუშაკი (LCSW). 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1998 წელს –ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა. 2000-2002 წლებში გახდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის სტიპენდიანტი და სწავლობდა აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი სოციალურ მუშაობაში. 2011 წელს მოიპოვა კალიფორნიის შტატის კლინიკური […]
ნინო დობორჯგინიძე

ნინო დობორჯგინიძე, ლინგვისტიკის დოქტორი (1998) 1976-1981 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით. 1982-2006 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრასთან არსებულ ხელნაწერების შემსწავლელ ლაბორატორიაში “ორიონი”. 1996-2000 წლებში იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიაში, ქალაქ გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაში (პატრისტიკის კვლევების ინსტიტუტი), როგორც სხვადასხვა გერმანული ფონდის (EKD, KAAD, DAAD) სტიპენდიატი. 2000-2001, 2006, […]
ქეთევან ჭანტურია

ქეთევან ჭანტურია არის ლონდონის სამეფო კოლეჯის კლინიკური ფსიქოლოგიის სრული პროფესორი, ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, ინგლისის უმაღლესი სწავლების აკადემიის საპატიო წევრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. ქეთევან ჭანტურია ხელმძღვანელობს კლინიკურ- ექსპერიმენტულ ლაბირატორიას 15 მკვლევარის შემადგენლობით და კლინიკური ფსიქოლოგიის სამსახურს 35 კლინიცისტის შემადგენლობით ლონდონში, მოცლის საუნივერსიტეტო კლინიკაში. პროფესორ ჭანტურიას გამოქვეყნებული აქვს 230 შრომა ინგლისურ ენაზე, […]
გუტბროდი ჰანს

ჰანს ფრიდრიხ გუტბროდს აქვს პოლიტიკის კვლევებისა და ანალიტიკურ ჯგუფებთან მრავალფეროვან კონტექსტში მუშაობის გამოცდილება. 2014 წლიდან მუშაობს (Transparify-ის საშუალებით) მსოფლიოში პოლიტიკის კვლევის გამჭვირვალობის ამაღლებაზე. 2006-დან 2012 წლამდე მუშაობდა კავკასიის კვლევითი რესურს-ცენტრების (CRRC) რეგიონულ დირექტორად, ასევე ატარებდა კვლევებსა და კონსულტაციებს აღმოსავლეთ ევროპასა და ტიმორ-ლესტში. რეგულარულად წერს სტატიებს სხვადასხვა გამოცემისთვის, რომელთა შორის არის ჯგუფი On Think Tanks. 1999 […]
ბრისკუ ადრიან
ნინო მამრაძე

ნინო მამრაძემ 1977 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი (ხელმძღვანელი: პროფ. იაკობ ზაკი, სსრკ სახალხო არტისტი), ხოლო 1981 წელს – ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა წითელ დიპლომზე სსრკ სახალხო არტისტ, პროფესორ ლევ ვლასენკოს ხელმძღვანელობით. 1979-1993 წლებში ნინო აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა როგორც საქართველოს ფილარმონიის სოლისტი. 1993-2003 წლებში ის ქაიროს ხელოვნების აკადემიის მოწვევით იწყებს […]
ტილმან კულკე

ტილმან კულკე ისლამური და გლობალური ისტორიის ასოცირებული პროფესორია და ძირითადად დაინტერესებულია პრემოდერნული ისლამური ტექსტების ნარატოლოგიური ანალიზითა და სხვადასხვაგვარი გლობალიზაციის ისტორიით. ის ყურადღებას ამახვილებს მოგოლთა იმპერიასა და ადრეულ თანამედროვე საქართველოზე, რათა კვალდაკვალ მიყვეს ამ მომხიბვლელ კულტურებს შორის არსებულ კავშირებს (დაახლოებით 1300-1800 წლებში) და საქართველო და კავკასიის რეგიონები უფრო გლობალური და შედარებითი პერსპექტივით წარმოაჩინოს. მისი მიმდინარე კვლევითი […]
მალხაზ სონღულაშვილი

დაიბადა თბილისში, 1963 წელს. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1988-2007 წლებში ასწავლიდა თბისლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეოლოგიისა და ადრინდელი ეკლესიის ისტორიას, ძველებრაულ ენას. 2007-2012 წელს ცხოვრობდა და სადოქტორო დისტერტაციაზე მუშაობდა ოქსფორდში. 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და დაბრუნდა საქართველოში. 2014 წლიდან ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბელა წიფურია

ბელა წიფურიამ (დ. 1967) დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ასპირანტურა (წარჩინებით), დაიცვა დისერტაცია თემაზე ცისფერყანწელთა ლიტერატურული სკოლა (1993). იყო ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მკვლევარი. იყო მიწვეული მკვლევარი ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთი (1994); პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შედარებითი ლიტერატურის დეპარტამენტში, აშშ (2002-2003); კრაკოვის საერთაშორისო კულტურის ცენტრში, […]