მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებით
თამარ კალხიტაშვილი არის ციფრული ჰუმანიტარიის მკვლევარი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი (ციფრული გამოცემა http://epigraphy.iliauni.edu.ge )”, რომელიც დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. სადოქტორო კვლევის ფარგლებში იგი მუშაობდა მრავალენოვანი წარწერების EpiDoc სტანდარტების შესაბამისად XML-ფორმატში კოდირებასა და კორპუსის EFES პლატფორმაზე განთავსებაზე.
თამარ კალხიტაშვილი მონაწილეობდა რამდენიმე სამეცნიერო პროექტში, მათ შორის — „გიორგი მთაწმინდლის მათეს სახარების რედაქციის ანოტირებული პარალელური კორპუსის ციფრული გამოცემა” (ogb.iliauni.edu.ge), სადაც პასუხისმგებელი იყო ტექნიკური გუნდის კოორდინაციაზე, ასევე უნივერსიტეტის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებში: „პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფია (1918–1921)” https://prosopography.iliauni.edu.ge/, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” http://society.iliauni.edu.ge , „გერმანიაში ქართველთა კულტურული კვალი” https://qakuna.iliauni.edu.ge/ka და „ბავშვის მეტყველების კორპუსი” http://talkbank.iliauni.edu.ge.
ციფრული ეპიგრაფიკა (MA 2016-2026)
ციფრული გამოცემები და მონაცემთა ბაზები:
პირადი ვებგვერდი