მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და დემოგრაფიის მიმართულებით





ანა კირვალიძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის მიმართულებით. ამავე  მიმართულებით სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად  მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტში. პოსტსადოქტორო კვლევაზე სამეცნიერო მუშაობა გააგრძელა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (გერმანია). სოციალური კვლევის მეთოდებს სხვადსხვა მიმართულებით სწავლობდა პოლიტიკური კვლევების ევროპული კონსორციუმის სკოლებში (ავსტრია, სლოვენია). გავლილი აქვს არიზონას უნივერსიტეტის სოციალური კვლევის მეთოდების პროგრამა.

კვლევის ინტერესები მოიცავს პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციებს, განსაკუთრებით მის სოციოკულტურულ ასპექტებს. იკვლევს მეხსიერებისა და იდენტობის ფორმირების პროცესს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნიერო ჟურნალებშიNationalities Papers, The Journal of Nationalism and Ethnicity, და Identity studies; არის ნაციონალობის კვლევების ასოციაციის წევრი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ყოველწლიურ  „სოციოლოგთა კონფერენციას“, რომელიც ეთმობა აქტუალურ სოციალურ თემატიკას, ასევე  სოციოლოგიის თანამედროვე გამოწვევებს; არის ევროპის სოციოლოგთა ასოციაციის წევრი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

სოციოკულტურული ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში, მეხსიერება, იდენტობა, ნაციონალიზმი, რელიგია, ეთნიკური იდენტობები, ღირებულებები, სოციალური სტრატიფიკაცია.

  • Collective memory and reputational politics of national heroes and villains, Alexi Gugushvili, Peter Kabachnik & Ana Kirvalidze (2017): Nationalities Papers, The Journal of Nationalism and Ethnicity, DOI: 10.1080/00905992.2016.1261821
  • Collective Memory, National Identity, and Contemporary Georgian Perspectives on Stalin and the Soviet Past, Alexi Gugushvili, Peter Kabachnik & Ana Kirvalidze (2016)

Soviet memory in the national Identity formation process: the case of Georgia”, Identity Studies” Vol. 5. (2014)

წიგნები

  • Stalin Today: Contending  with the Soviet Past in Georgia, Kabachnik, Peter, Kirvalidze, Ana, and Gugushvili, Alexi. 2016. Tbilisi: Ilia State University Press.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები; კლასიკური სოციოლოგიური თეორიები; პოსტმოდერნული და უახლესი სოციალური თეორიები

 

  • ევროპული იდენტობის თეორიები (2010-2011, ზაფხულის სემესტრი, სამაგისტრო კურსი)
  • ეკონომიკის სოციოლოგია (გერმანულ ენაზე, 2009-2010, საბაკალავრო კურსი)
  • სოციოლოგიური კვლევის მეთოდები (2009-2010, სამაგისტრო კურსი)
  • სოციალური თეორიის საფუძვლები  (შემოდგომის სემესტრი, სამაგისტრო კურსი)
  • სოციალური კვლევის თვისებრივი მეთოდები (შემოდგომის სემესტრი, საბაკალავრო კურსი)