მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულებით





რუსუდან მირცხულავამ დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი (ფსიქოლოგიის სპეციალობით). 1993-2008 წწ. მუშაობდა ლექტორად შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ეკავა ჰუმანიტარულ დისციპლინათა კათედრის გამგის თანამდებობა. 1980-2012 წწ. მუშაობდა დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მკვლევრად, იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი და ჟურნალ „მაცნეს“ რედკოლეგიის წევრი. 1999-2003 წწ. – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ბაზაზე არსებულ „იმიჯ-ცენტრში“ფსიქოლოგად. 2000-2001 წწ. – ტელეკომპანია „პირველი არხის“ (ახლანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის) გადაცემაში „კომუნიკატორი“ფსიქოლოგად. 2008 წლიდან დღემდე ილიას სახ. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2015 წლიდან არის ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
1999 წლიდან რ. მირცხულავა მუშაობს როგორც პრაქტიკოსი არტფსიქოლოგი და ატარებს ფსიქოთერაპიულ (არტთერაპია, ფსიქოდრამა) სასწავლო და თერაპიულ სესიებს. რ. მირცხულავა რამდენიმე, ორიგინალური არტთერაპიული სესიის მოდელის ავტორი და ტრენერია. დიდი ხნის მანძილზე ეწევა არტთერაპიისა და ფსიქოდრამის პოპულარიზებას საქართველოში და ამ მიზნით ატარებს საჯარო ლექციებსა და საჩვენებელ სესიებს.
რ. მირცხულავა 3 მონოგრაფიის, მრავალი სტატიისა და ესეს ავტორია.
სისტემატიურად ატარებს საჯარო ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, გამოდის ტელე და რადიოეთერით.
აქტიურად მონაწილეობს კონფერენციებში როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის გარეთ.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მოღვაწეობის სფეროები: 1. ხელოვნების და მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგია, 2. არტთერაპია, ფსიქოდრამა (არტთერაპიული და ფსიქოდრამატული მეთოდების თეორია და პრაქტიკა), 3. ემოციის ფსიქოლოგია, 4. სოციალური ფსიქოლოგია. 5. განწყობის ფსიქოლოგია და დ. უზნაძის ფსიქოლოგიური მემკვიდრეობა.

კვლევითი ინტერესები: 1. ემოციის გამომხატველი მოძრაობები, „სხეულის ენა“ და პრაიმინგი, 2.შფოთვის პარამეტრები და მათი გავლენა აკადემიურ მიღწევებზე. 3. კრეატულობისა და შფოთვის პარამეტრების კორელაციური კვლევა.

რჩეული პუბლიკაციები :

  • „ფსიქოლოგიური დრამიდან- ფსიქოდრამამდე“, 2012 (მონოგრაფია)
  • „ხელოვნების ფსიქოლოგია“, 2007 (სახელმძღვანელო)
  • „არტმეთოდები თანამედროვე ფსიქოთერაპიასა და ტრენინგში“, 2007 (სახელმძღვანელო)

სტატიები ჟურნალებში:

  • „შეფასების ემოციოგენური სიტუაციის ზემოქმედება ფიქსირებული განწყობის ეფექტზე“(სადისერტაციო ნაშრომი, ფრაგმენტულად არის დაბეჭდილი აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ „მაცნეში“)
  • Tiabashvili, Tinatin and Mirtskhulava, Rusudan and Japaridze, marine (2015) Increasing Emotional Intelligence Among Early Adolescents: Mythodrama Group Psychotherapy Approuch, Problems of Education in the 21th Century, 66 (66), pp.67-74, USSN 1822-7864, official URL: ICID: 1167874
  • „ფსიქეას მეტამორფოზები“ (2015) academia, edu, Divisions-Institute af Applied Psychology URL:http//eprints.iliauni.edu.ge
  • პოსტერი და რეზიუმე – ”Registration of Anxiety Reactions of Georgian Pupils to the Science Exams” – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და კრებულში: Science Learnong & Citizenship, 9th International Conference ESERA 2011, Lyon, France
  • პოსტერი და რეზიუმე –”Adaptation of Psychodrama (J.L. Moreno) for Georgian Population and it’s Usage for IDPs” –საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და კრებულში: IUPsys Capasity Building Workshop „Bereavement; Research and Practice” November 1-7, 2009, Jena, Germany.
  • სტატია „განწყობის ფსიქოლოგიის ექსპლიკაციური პოტენციალი ფსიქოდრამის თერაპიული ეფექტის ანალიზის საფუძველზე“ საერთაშორისო ალმანახში ”Journal of Psychology”, International Edition, Tbilisi, 2013
  • სტატია „ფიროსმანის შავ-თეთრი მითოლოგემა“ საერთაშორისო კრებულში „ფიროსმანი და ქართული კულტურა“ ”Pirosmani and Georgian Culture”, თბილისი, 2014
  • სტატია „წინააღმდეგობათა გადალახვის რაობის გაგებისთვის თანამედროვე ხელოვნებაში“ სამეცნიერო კრებულში „ახალი პარადიგმები“, თბილისი, 1999
  • სტატია „ფუნქციონალური ტენდენციის მნიშვნელობა არტ-თერაპიული პრატიკისთვის“ კრებულში „საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე“, Journal of Georgian Psychology, 2007, N1
  • სტატია „აქტივობის მოთხოვნილების“ ცნება – საერთაშორისო კრებულში „ფსიქოლოგია“ XXII, თბილისი, 2010
  • სტატია „ფარდობითობის პრინციპის შესახებ ფსიქოლოგიაში“ კრებულში „მაცნე“, თბილისი, 2005
  • სტატია „მარად ინგმარ ბერგმანი!“ ჟურნალში „კინო“, თბილისი, 2007, N6
  • სტატია „მეინსტრიმი ქართულად“ ჟურნალში „კინო“, თბილისი, 2006, N2
  • სტატია „არტთერაპია – ფსიქოლოგიისა და ხელოვნების თანხვედრა“ ჟურნალში „თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი“, 2004, N1
  • სტატია „არქეტიპული ვარიაციები ქართულ კინოში“ (ი. კუჭუხიძესთან თანაავტორობით) სამეცნიერო ჟურნალში „თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი“, 2005, N4
  • სტატია „ტელე-ვიზია; შორით ხედვა თუ შორიდან ხედვა“ სამეცნიერო ჟურნალში „თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი“, თბილისი,2005, N5
  • სტატია „გარდასახვის ფსიქოლოგიური შესაძლებლობის შესახებ“ სამეცნიერო ჟურნალში „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“, 2007, N3
  • სტატია „მეინსტრიმი ქართულად“ ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კრებულში „ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესები მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე“ , თბილისი, 2007
  • სტატია „საანბანე სწავლება და ფორმა-შინაარსის მიმართება თანამედროვე ქართულ სკოლაში“ იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ კონფერენციის კრებულში, თბილისი, 2008
  • სტატია „სიმბოლოს ნამდვილობა“ ელექტრონულ ჟურნალში „სემიოტიკა“ X, თბილისი, 2011
  • სტატია „გზა, როგორც არტთერაპიული სიმბოლო“ ელექტრონულ ჟურნალში „სემიოტიკა“, თბილისი, 2013
  • სტატია „ფსიქოთერაპია, როგორც მეტაფორა“ ელექტრონულ ჟურნალში „სემიოტიკა“ XIV, 2014
  • მას გარდა: პუბლიკაციები ბლოგსაითზე „ბურუსი“:word.com.press/com/psycho/rusiko-mir/(2) p.1-10 URL:http//eprints.iliauni.edu.ge —–
  • „ინგმარ ბერგმანის „შემოდგომის სონატა“ „მარად ინგმარ ბერგმანი!“
  • „კონტრაპუნქტი; თომას მანი – კარლ იუნგი“
  • „ფსიქეას მეტამორფოზები“
  • სტატიები სახელოვნებო ჟურნალებსა და კრებულებში:„ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესები მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე“, „ახალი პარადიგმები“, „ხელოვნება“, „კინო“.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ხელოვნების ფსიქოლოგია; ჯგუფური არტ-თერაპიული ტექნიკები

ემოციების ფსიქოლოგია; სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები; ქცევისა და ურთიერთობის მიღმა; ხელოვნების ფსიქოლოგია; სოციალიზაციის პროცესი და ადამიანის „მე“

პიროვნების ფსიქოლოგიური თეორიები 2. ზოგადი ფსიქოლოგია 3. განწყობის ფსიქოლოგია 8. ფსიქოანალიზი და ხელოვნება 4. ფსიქოლოგიის საფუძვლები 5. თვითიდენტობა და არტთერაპია 6. სოციალური ფსიქოლოგია 7. ემოციის ფსიქოლოგია, 8. ხელოვნების ფსიქოლოგია, 9. თანამედროვე არტთერაპიული ტექნიკები, 10. სოციალიზაცია და ადამიანის „მე“.