პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულებით
მამუკა ნადარეიშვილმა 1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1979-1983 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1983 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „რეგრესიის ფუნქციისა და განაწილების სიმკვრივის არაპარამეტრული შეფასებების შესახებ“. 1983-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო 2005-2007 წლებში – სოციალური დახმარების სააგენტოს სტატისტიკური დეპარტამენტის უფროსად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია 2008 წლიდან. 2012-2015 წლებში იყო საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის პრეზიდენტი.
მათემატიკური და გამოყენებითი სტატისტიკა, შერჩევითი სოციოლოგიური კვლევები
რჩეული პუბლიკაციები
წიგნები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
აღწერითი სტატისტიკა; სტატისტიკა; სტატისტიკური მოდელირება; გამოყენებითი სოციალური სტატისტიკა |
|