ასოცირებული პროფესორი, ანთროპოლოგიის მიმართულებით
მარიამ დარჩიაშვილმა 2008 წელს დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, სამაგისტრო საფეხურზე. დოქტორის აკადემიური ხარისხი მიიღო 2018 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციოლოგიის მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომი შეისწავლის ნასაკირალში მცხოვრები მუსლიმი მესხების ეკონომიკურ და ყოველდღიურ პრაქტიკებს ყოველდღიურობაში. მარიამ დარჩიაშვილი ჩართული იყო სამეცნიერო კვლევით პროექტში „რელიგიურობა ქართველ ახალგაზრდებში“ (2015-2018). პროექტის ფარგლებში მან მონაწილეობა მიიღო ორ საერთაშორისო კონფერენციაში: ESCAS-CESS ერთობლივი კონფერენცია, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ბიშკეკი, 2017 წელი, მოხსენების სათაური: “Religiosity and Capital: Religious Practices Among Young Georgians from Nasakirali” და ASN-ის და ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის კონფერენცია, ლიეტუვა, კაუნასი, 2016 წელი, მოხსენების სათაური: “Informal Economic Practices and Their Applications: Muslim Meskhetians from Nasakirali”. მარიამ დარჩიაშვილი 2018 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ამჟამად იგი მუშაობს სოციოკულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
რჩეული პუბლიკაციები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
არაფორმალობის კვლევები; მობილობის კვლევები; უსაფრთხოების კვლევები (ENG); შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II; მიგრაციის კვლევები შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I |
|