დავითი მამრიკიშვილი

დავითი არის საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia Georgia -ს მმართველი პარტნიორი, წარსულში, იგი მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. დავითი 2015  წლიდან კითხულობს  ფინანსებთან და გადასახადებთან დაკავშირებულ კურსებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. დავითი არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, მან წარმატებით დაიცვა ხარისხი   საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა სადოქტორო ნაშრომზე სახელწიდებით “ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა, […]

სოფიო მალაშხია

სოფიო მალაშხია ბიზნესის მართვის, მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი, ლექტორი, ტრენერი და ფასილიტატორია. მას აქვს ოცდახუთ წლამდე მუშაობის გამოცდილება  სხვადასხვა საერთაშორისო  და სახელმწიფო ორგანიზაციაში: ქეა საერთაშორისო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქემონიქსი? საერთაშორისო, გაეროს განვითარების ფონდი და ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო. 2019 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიების და განათლების ფაკულტეტზე კითხულობს ლექციებს. მას აქვს სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის […]

გვანცა მჭედლიძე

გვანცა მჭედლიძე 2004-2008 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულებაზე. 2008 წელს ფიზიკის ბაკალავრის ხარისხით სწავლა განაგრძო თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაზე ნაწილაკების ფიზიკის (ექსპერიმენტი) მიმართულებით. მისი კვლევის საგანი იყო არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით გამოწვეული ტოპკვარკის იშვიათი დაშლების შესწავლა ATLAS (CERN, LHC) დეტექტორზე. 2010 წელს […]

გიორგი მაჭავარიანი

გიორგი მაჭავარიანი დაიბადა 1986 წელს ქალაქ თბილისში. 2003 წელს წარმატებით დაასრულა 115-ე საჯარო სკოლა და იმავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. 2007 წელს გიორგი მაჭავარიანმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის საფეხური საერთაშორისო ბიზნესის მართვის სპეციალობით. 2007-2009 წლებში სწავლობდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრატურის 2-წლიან კურსზე და მიიღო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. […]

თამარი ჩილაჩავა

თამარ ჩილაჩავა პრაქტიკოსი ლექტორია. მას აქვს აკადემიური საქმიანობის 7 წელზე მეტი გამოცდილება.  ასწავლის/ასწავლიდა მარკეტინგთან დაკავშირებულ ხუთ საგანს. სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელია, მისი ხელმძღვანელობით 19 სამაგისტრო ნაშრომი იქნა დაცული. თამარის მიმდინარე სრულგანაკვეთიანი საქმიანობა თიბისი ბანკს უკავშირდება, სადაც ბიზნესის ანალიტიკოსთა კომპეტენციის ლიდერია. ჩართულია მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებულ ანალიტიკურ ტრანსფორმაციულ პროექტებში. აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის […]

ქეთევან გოგოჭური

ქეთევან გოგოჭურმა 2023 წელს მიიღო ეკონომიკის დოქტორის წოდება კავკასიის უნივერსიტეტში. იგი ასევე ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. ქეთევანი 2015-2024 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  მოწვეული მასწავლებლი,  ასწავლიდა ეკონომიკის პრინციპებისა I (მიკროეკონომიკა) და ეკონომიკის პრინციპების II (მაკროეკონომიკა) კურსებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების […]

ირაკლი ლაითაძე

ირაკლი ლაითაძეს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საკვანძო პოზიციებზე დიპლომატიურ სამსახურსა და კორპორაციულ ფინანსებში. მუშაობდა საქართველოში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში. ირაკლიმ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მადრიდის დიპლომატიური სკოლა და კემბრიჯის უნივერსიტეტი. არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

ქეთი ცოტნიაშვილი

ქეთი ცოტნიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორია (2024 წლიდან). მისი აკადემიური და სამეცნიერო ინტერესია პოსტსოციალისტურ სივრცეში განათლების პოლიტიკის, ინსტიტუციებისა და აქტორების ტრანსფორმაცია. კვლევის მთავარი ფოკუსია ისტორიული და გეოპოლიტიკური განზომილებების გათვალისწინებით აკადემიური იდენტობებისა და აკადემიური ცხოვრების, ასევე ცოდნის წარმოების სივრცის ცვლილების შესწავლა. ქეთი ცოტნიაშვილმა 2023 წელს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი განათლების […]

სალომე დანელია

სალომე დანელიას მინიჭებული აქვს ეკონომიკის დოქტორის აკადემიურ ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  მოპოვებული  აქვს ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრის და  მაგისტრის   ხარისხი. 2020 წელს გავლილი აქვს სამაგისტრო აღმასრულებელი პროგრამა რიგის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ( Riga Graduate School of Law and Economy), 2016 წელს პროფესიული პროგრამა – CPPA (Certified Public Policy […]