თეა რიჟამაძე

დაიბადა 1981 წლის 24 თებერვალს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. ცხოვრობს ქ. თბილისში, შ. ნუცუბიძის ქ. N179; აქვს უმაღლესი განათლება. მაგისტრის აკადემიური ხარისხი სოციოლოგიის მიმართულებით მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2005 – 2010 წლებში მუშაობდა მარკეტინგული, სოციალური და პოლიტიკური კვლევებისა და კონსულტაციის მიმართულებით კომპანია „ეისითიში“. 2010 წელს პროფესიული განვითარება განაგრძო მარკეტინგისა და გაყიდვების […]
მარინე მჭედლიძე

მარინეს აქვს 8-წლიანი აკადემიური საქმიანობის გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამავდროულად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან როგორც ტრენერი, ქოუჩი, კონსულტანტი და მენტორი. შექმნილი აქვს საავტორო სალექციო და სატრენინგო კურსები პერსონალურ ბრენდინგსა და პერსონალურ პროდუქტიულობაში, ასევე მდგრადობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. 20-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს საბანკო სექტორში საოპერაციო, გაყიდვების, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და ბრენდინგის მიმართულებით. […]
შალვა ბერიაშვილი

შალვა ბერიაშვილი დაიბადა 1989 წელს თბილისში; 2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა, 2013 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სამაგისტრო პროგრამა და 2020 წელს წარმატებით დაიცვა დოქტორის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2019 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში. 2022 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო […]
ლევან ნავროზაშვილი

დაიბადა ქალაქ თბილისში 1980 წლის 1 ნოემბერს, 1998 წელს დაამთავრა თბილისის N10 საჯარო სკოლა. 1999 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ფიზიკური გეოგრაფიის მიმართულებით, რომელიც 2003 წელს დაამთავრა. 2004-2007 წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მომავალი იწყება დღეს“ გეოგრაფიის პედაგოგად. 2007-2009 წლებში სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკური გეოგრაფიისა […]
კახა ქარჩხაძე

კახა ქარჩხაძეს დამთავრებული აქვს 1981 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიისა და ქიმიის, ხოლო 1990 წელს ინგლისური ენის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროპისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის კორნელის, ჩრდილოეთ ტეხასის, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. მისი სამუშაო და საკვლევი თემები იყო: აგრობიზნესის მენეჯმენტი და ეკონომიკური განვითარება, ტექნოლოგიების ტრანსფერი, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, ალტერნატიული, განახლებადი ენერგიები. ილიას […]
მარიამ მიქელაშვილი
მარიამ მანჯიკაშვილი

მარიამ მანჯიკაშვილმა 2014 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი (საბაკალავრო საფეხური). 2016 წელს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2014 წელს მოიპოვა ბელგიის მთავრობის სტიპენდია და სწავლობდა გენტის უნივერსიტეტში. 2018 წელს მოიპოვა ჩეხეთის მთავრობის სტიპენდია და სწავლა გააგრძელა ბრნოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2021 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის […]
ელინა ბაქრაძე

ელინა ბაქრაძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე; ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. 2014 წელს მოიპოვა დოქტორის აკადემიური ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში; მიღებული აქვს მონაწილეობა 20-მდე საერთაშორისო კონფერენციაში; არის თანაავტორი წიგნისა „ეკოლოგიური პრობლემები“, თბილისი, 2014; ‘’მძიმე მეტალები საქართველოს ნიადაგებში’’ 2018წ. […]
გიორგი კირკიტაძე

გიორგი კირკიტაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია გეომატიკის ინჟინერიის მიმართულებით. მას აქვს მაგისტრის ხარისხი გეოგრაფიაში სპეციალიზაციით დისტანციური ზონდირება და გეოინფორმაციული სისტემები. ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე „ახლო დისტანციური ციფრული აეროფოტოგრამმეტრიის ტექნოლოგიის გამოყენება არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში“. მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს გეომატიკის ტექნოლოგიების გამოყენებას გარემოს, ურბანული სივრცისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევისთვის. გიორგის აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აეროფოტოგრამმეტრიის სფეროში. მის სასწავლო […]
გიგა ხოსიტაშვილი

გიგა ხოსიტაშვილი არის განათლების დოქტორი (PhD) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტზე. მის კვლევით ინტერესებს წარმოადგენს განათლების პოლიტიკა, აკადემიური კეთილსინდისიერება და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლება. მას აქვს ინფორმაციის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ასევე სწავლობდა ტალინის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – ახალი მედია და ცოდნის მართვა. გიგა ხოსიტაშვილი 2011 წლიდან ასწავლის […]