მაია ბიწაძე

მაია ბიწაძე ამჟამად მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. გასულ წლებში მუშაობდა „ათასწლეულის გამოწვევის – ფონდი საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტში ლიდერობის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. ასევე, მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ში (სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში)პროექტების კოორდინატორად. მუშაობდა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამების […]

თორნიკე შავიშვილი

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მიღებული აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები კომპიუტერულ მეცნიერებებში. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად იყენებდა C++, C# და java ენებს როგორც სასწავლო პროცესში, ასევე მცირე ზომის პირად პროექტებში. იმავე მიმართულებით დაიცვა დოქტორის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში შეიმუშავა ბიბლიოთეკა, შეასრულა რამდენიმე პროექტი, დაწერა რამდენიმე პუბლიკაცია და მონაწილეობა მიიღო კონფერენციებში. […]

ეკატერინე სლოვინსკი

ეკატერინე სლოვინსკი ზოგადი განათლების სფეროში მუშაობს 1996 წლიდან, ხოლო საუნივერსიტეტო განათლების სფეროში ჩართულია 2014 წლიდან. მისი კვლევის ინტერესი ფოკუსირებულია საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ განათლებასა და მასწავლებელთა მომზადების პროგრამების განვითარებაზე. საუნივერსიტეტო საქმიანობამდე მუშაობდა ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარებაზე და ხელმძღვანელობდა მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და ტექნოლოგიების მიმართულებას. აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო საგანმანათლებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება. უნივერსიტეტში, როგორც მკვლევარი, ჩართული […]

პაატა გოგიშვილი

პაატა გოგიშვილი არის ფიზიკის მაგისტრი და ინფორმატიკის დოქტორი. დისერტაცია დაიცვა თემაზე „წონათა ოპტიმიზაციის მეთოდების შედარებითი ანალიზი და განზოგადება ნეირონულ ქსელებში“. ნეირონული ქსელები და, ზოგადად, ხელოვნური ინტელექტი, მისი სამეცნიერო ინტერესის მთავარი ობიექტია. აქვს ლექტორობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, SANGU – ქართული უნივერსიტეტი, ჯიპა – საზოგადოებრივ […]

ეკა ტყავაშვილი

ეკა ტყავაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით და მიენიჭა ინგლისური ენის მასწავლებლის კვალიფიკაცია, ხოლო 1996 წელს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტის ასპირანტურა ინგლისური ენის დიდაქტიკის სპეციალობით. 2022 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია განათლების მიმართულებით და მიენიჭა განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი თემაზე: […]

გიორგი კიღურაძე

გიორგი კიღურაძემ 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტუეის ფაკულტეტი.2006 – 2015 წლებში მუშაობდა „სტუდია არსი“-ში. 2009 – 2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.  2015 დან დღემდე მუშაობს „სტუდია 21“-ში.

ნანა ზაზანაშვილი

ნანა (ნანო) ზაზანაშვილი (*1984 თბილისი, საქართველო), არქიტექტურის მაგისტრი, მკვლევარი. 2010-2017 წლებში თანამშრომლობდა არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ეკავა მკვლევრის, ადგილობრივი ექსპერტისა და პროექტების ხელმძღვანელის პოზიციები. 2018-2020 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის ასრულებდა პოლიტიკისა და დაგეგმარების განყოფილების უფროსის მოვალეობას. 2020-2024 […]

გიორგი მოდებაძე

დაბადების თარიღი 1979 წლის 18 თებერვალი, რუსეთში ქალაქი ულან-უდე. 1985 წელს სწავლა დაიწყო ლაგოდეხის რაიონის სოფელი ლელიანის საშვალო სკოლაში, 1996 წელს 11 კლასი დაასრულა რუსთავის 17 სკოლაში, იმავე წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ფიზიკის ფაკულტეტზე, 2000 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და მიენიჭა ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი, იმავე წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის […]