ვახტანგ ჯღამაია
ლელა ხარტიშვილი

ლელა ხარტიშვილი პროფესიით არის გეოგრაფი. მიღებული აქვს გეოგრაფის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი პროფესიული კარიერა დაიწყო 1993 წელს, როდესაც მიიწვიეს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული უნივერსიტეტში ჯერ ლაბორანტის და შემდეგ მასწავლებლის პოზიციაზე. 1995 წლიდან კითხულობს ლექციებს ტურიზმის და მასპინძლობის თემაზე.1997-2006 წლებში, მუშაობდა ტუროპერატორულ კომპანიაში „კავკაზუს თრეველ“ პროდუქტის განვითარების სპეციალისტად. 2006-2012 წლებში ხელმძღვანელობდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ […]
ნიკა წითელაშვილი

კვლევით ინტერესს, წყლის რესურსების მართვა და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა წარმოადგენს. რაც მიმდინარე კლიმატის ცვლილების ფრონზე, უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს. განსაკურებით კი ისეთ მდინარეთა წყალშემკრებ აუზებში რომლებიც შეუსწავლელ მდინარეებად მიიჩნევა. ასეთი კი, დღეის მდგომარეობთ, საქართველოს მდინარეთა დაახლოებით 90% და ქვეყნის ჰიდროლოგიური რესურსის მნიშვნელოვან ნაწილის წარმოადგენს. მსგავსი აუზების ჰიდროლოგიური შეფასება, მოითხოვს მდინარის წყალშემკრები აუზის კომპლექსურ შესწავლას, ჩამონადენზე […]
მაია მრევლიშვილი

მაია მრევლიშვილი დაიბადა 1983 წლის 19 მარტს. 2000 წელს დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი (კომაროვი). 2004 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა მათემატიკის მიმართულებით, 2006 წელს ამავე უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა მათემატიკის მიმართულებით. 2012 წელს მიიღო მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. […]
ნინო ტაბატაძე

ნინო ტაბატაძემ 2007 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი, სპეციალობით: კომპიუტერული დაპროექტების სისტემები მშენებლობაში, ხოლო 2009 წელს ამავე უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურის კურსი (წარჩინებით), სპეციალობით: ინფორმაციული ტექნოლოგიები მშენებლობაში. 2017 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მშენებლობაში (სადისერტაციო ნაშრომის თემა: „საქართველოს ზოგიერთი ისტორიულ-კულტურული ძეგლის ტექნიკური მდგომარეობის კვლევა ექსპერიმენტული და რიცხვითი […]
ალექსანდრე წაქაძე

ალექსანდრე წაქაძე დაიბადა 1977 წლის 3 აგვისტოს ქ. სოხუმში. 1995 წ-ს დაამთავრა სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, სადაც მიიღო უმაღლესი განათლება, ბაკალავრის, მაგისტრის და 2012 წელს აკადემიური დოქტორის ხარისხით. 2009 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებაში, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეში, სამშენებლო ფაკულტეტზე, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. […]
ვახტანგ კასრელიშვილი

2001 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი სამოქალაქო არქიტექტურის მიმართულებით, 2007-2008 წლებში სწავლობდა ვენის გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტის, არქიტექტურის სკოლაში ურბანული სტრატეგიების სამაგისტრო პროგრამაზე, ხოლო 2013-2016 წელს მოსკოვში დაამთავრა ნაციონალური კვლევითი უნივერსიტეტის, უმაღლესი ეკონომიკის სკოლის, სამაგისტრო პროგრამა ქალაქგემარებითი მიმართულებით. 2019-2020 წლებში გაიარა ერთწლიანი პროფესიული გადამზადების სპეციალური პროგრამა (Special Program for Urban and Regional Studies) მასაჩუსეტსის […]
ქეთევან ლაკირბაია

ქეთევან ლაკირბაია ქეთევენ ლაკირბაიას მენეჯმენტის და ფინანსების მიმართულებით 20 წელზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება აქვს. 2024 წლიდან ის ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური ეფექტურობის ცენტრს. 2016-2024 წლებში ქეთევანს ეკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის პოზიცია. ილიაუნისთან თანამშრომლობამდე იყო სხვადასხვა კომპანიის და პროექტის მმართველი გუნდის წევრი და კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი გატარებული აქვს ისეთ საერთაშორისო კომპანიებში, როგორებიცაა PwC, KPMG, Deloitte და McDonald’s, მათ […]
ლაშა ტაბატაძე

ლაშა ტაბატაძემ 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატი მაკროეკონომიკის სპეციალობით. 2007 წელს – ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურა ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალობით. 2016 წელს კი დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2016 წლიდან NGO – განათლების საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია, […]
მაკა კორძაძე

მაკა კორძაძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით. 2006 წლიდან მუშაობს განათლების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში. 2015 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო PhD ხარისხი. სადოქტორო დისერტაციის თემა: „აკადემიური პერსონალის დატვირთვის სქემის შემუშავების ძირითადი პრინციპები.“ მაკა კორძაძის სამუშაო გამოცდილება განათლების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მოიცავს […]