თამარ კალხიტაშვილი

თამარ კალხიტაშვილი არის ციფრული ჰუმანიტარიის მკვლევარი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი (ციფრული გამოცემა http://epigraphy.iliauni.edu.ge )”, რომელიც დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. სადოქტორო კვლევის ფარგლებში იგი მუშაობდა მრავალენოვანი წარწერების EpiDoc სტანდარტების შესაბამისად XML-ფორმატში კოდირებასა და კორპუსის EFES პლატფორმაზე განთავსებაზე. თამარ კალხიტაშვილი მონაწილეობდა რამდენიმე სამეცნიერო […]

ულრიხ ვან ლოიენი

21 სექტემბერი, 1978, დრეზდენი 1997 წლის ივლისი: A-levels სენტ-ბენოს გიმნაზია 2005 წლის თებერვალი: ფილოსოფიის მაგისტრი, მიუნხენის უნივერსიტეტი 2009 წლის ივნისი: დოქტორი თანამედროვე გერმანულ ლიტერატურაში, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი 2018 წლის თებერვალი: სოციალურ ანთროპოლოგიაში დოქტორის ხარისხი, ბერნის უნივერსიტეტი 2025 წლის ნოემბერი: ჰაბილიტაცია შედარებითი ლიტერატურის განხრით, ევროპული უნივერსიტეტი ვიადრინა, ფრანკფურტი (ოდერი) დასაქმება 2010 – 2012 სიგენის უნივერსიტეტი, მედიის […]

რიჩარდ სვინბერნი

რიჩარდ სვინბერნის აკადემიური ცხოვრება დაკავშირებულია ოქსფორდის უნივერსიტეტთან, სადაც სწავლობდაფილოსოფიასა და თეოლოგიას. განსაკუთრებით აინტერესებდა საკითხი – გამართლებულია თუ არა რწმენაქრისტიანული რელიგიის სწავლებისა. რიჩარდ სვინბერნი აღიზარდა ქრისტიანული ტრადიციით. 1995 წელს დატოვა ანგლიკანური ეკლესია და მიიღომართლმადიდებლობა. სვინბერნმა წლები მიუძღვნა ფიზიკური და ბიოლოგიური მეცნიერებების ისტორიას, რაც მისი ფილოსოფიურირეფლექსიის წყარო იყო. 1963 წლიდან ჰალის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიაში. 1972 წლიდან […]

მიხაელ კვანტე

მიხაელ კვანტე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი და პრორექტორია. მას ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები ჰეგელის, მარქსის, ადამიანის უფლებების, სოციალური სახელმწიფოსა და თანამედროვე ეთიკური პრობლემატიკის შესახებ. მიხაელ კვანტე დაიბადა 1962 წელს ზენდენში (გერმანია). 1992 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (დისერტაციის თემა „ჰეგელის მოქმედების კონცეფცია“) მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტში, 2001 წელს იმავე უნივერსიტეტში მოამზადა […]

ივანე ლომიძე

ივანე ლომიძემ სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მოგვიანებით სწავლობდა ლუნდის უნივერსიტეტში, სადაც ასევე წარჩინებით დაასრულა განვითარების კვლევების სამაგისტრო პროგრამა. სადოქტორო ნაშრომი დაწერა მიუნსტერის უნივერსიტეტსა და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ ფარგლებში. სადოქტორო დისერტაცია „ლიბერალური რეალიზმი: განსხვავებების პოლიტიკა უნივერსალისტურ-კონტექსტუალისტურ დებატს მიღმა“ დაიცვა უმაღლესი შეფასებით (Summa cum laude). ივანე […]

მზია გვენცაძე (გარდაცვლილი)

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1966 წელს სპეციალობა: გერმანული და ფრანგული ენები. 1978 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სპეციალობა : გერმანული ენები. 1986 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი სპეციალობა: ზოგადი ენათმეცნიერება, სოციოლონგვისტიკა, ფსიქოლინგვისტიკა. 1968 წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნა ქ. თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში გერმანული ენის კათედრის უფროს მასწავლებლად. 1979 წლის 1 […]

ნინო ბუწაშვილი

ნინო ბუწაშვილი არის მკვლევარი სოციალურ ფსიქოლოგიაში. მან 2024 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია („სოციალური დომინანტობის ორიენტაცია და კოგნიტური სიცხადის მოთხოვნილება, როგორც BIAS map-ის მოდერატორები“). როგორც დოქტორანტს მიღებული აქვს ერაზმუს პლიუსის გრანტი რომის საპიენცას, გრანადას და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტებში. ის 9 წელია მუშაობს დ. უზნაძის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე და ჩართულია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კვლევებში.

თეონა დამენია

თეონა დამენია დაიბადა 1976 წელს. 1998 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი  თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-ბერძნული ფილოლოგის კვალიფიკაციით, 2015 წელს – მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულებით. 2023 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებით. 2012 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი და მოწვეული პედაგოგია.