ირაკლი ტოკლიკიშვილი

ირაკლი ტოკლიკიშვილი დაიბადა 1989 წელს, თბილისში. 2007-11 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, დაზგური გრაფიკის მიმართულებით (ბაკალავრიატი), 2011-13 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, დაზგური გრაფიკის მიმართულებით (მაგისტრატურა). სწავლის დასრულებისთანავე Erasmus +ის პროგრამის ფარგლებში (იმ წლებში EVS-European Volunteering Service) გაემგზავრა ესტონეთში, სადაც მუშაობდა მოხალისე პედაგოგად, ქალაქ ვალგის მუნიციპალიტეტის სოფელ […]
დარეჯანი კახიანი

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. 1978-98 წწ. – დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1990-99 წწ. – საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წამყვანი სპეციალისტი; 1996 წლიდან დღემდე – ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრის ფსიქოლოგი; 1999-2006 წწ. – თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის სახელმწიფო […]
ლიკა გორდეზიანი

ლიკა გორდეზიანმა 2009 წელს დაამთავრა ტულუზის ლე მირაის უნივერსიტეტის ფილოლოგიის, ფილოსოფიისა და მუსიკის განყოფილების ბაკალავრიატი (Licence), სპეციალობით – კლასიკური ფილოლოგია. 2012 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა ფილოლოგიის მიმართულებით, სპეციალობით – კლასიკური ფილოლოგია. 2013-2019 წლებში დოქტორანტურა გაიარა პარიზის სორბონ პარი სიტეს (ყოფილ პარი დიდროს) უნივერსიტეტში, ფილოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის და კინემატოგრაფიის განყოფილებაში, სადოქტორო პროგრამაზე „ტექსტისა და გამოსახულების ისტორია […]
მაია პატარიძე

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ისტორიის ფაკულტეტი. არქეოლოგია. კვალიფიკაცია: ისტორიკოსი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2017 წელს. თემა :“სვანეთში აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეთნოლოგიურ-კონფესიური ასპექტები. (ძვ.წ, V- ახ.წ. XVIIIსს), წიგნად გამოვიდა 2020 წელს. 2022 – დღემდე ის არის კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, 2012-2023 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოწვეული ლექტორი. მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე. […]
ნიკოლოზი წიქარიძე

სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით – ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ბაკალავრი; ერაზმუს მუნდუსის მეოთხეულისა და პრეისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული (ფერარის უნივერსიტეტი (იტალია), პარიზის ადამიანის პალეონტოლოგიის ინსტიტუტი (საფრანგეთი); ფლორენციის უნივერსიტეტის პრეისტორიისა და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი. სამაგისტრო ეხებოდა საკაჟიას შუა პალეოლითის მღვიმის კვლევას, ხოლო სადოქტორო – ჰომოს გვარის გავრცელების ბიოგეოგრაფიას, არქეოლოგიასა და პალეოანთროპოლოგიას. მისი […]
გურამ თევზაძე (გარდაცვლილი)

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, 1957 წელს კი – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა; 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (თემა „თავისუფლება და აუცილებლობა“), 1963 წელს კი –სადოქტორო დისერტაცია (თემა „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“). 1966-1970 წლებში პროფ. გურამ თევზაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე. 1970-2005 წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის […]
ვახტანგ (გურამ) ლებანიძე (გარდაცვლილი)

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის განყოფილება. 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ანთროპოცენტრიზმი და კომუნიკაციური ლინგვისტიკა”. იკვლევდა რომანულ ენებს, ასევე ლინგვისტიკისა და ენის ფილოსოფიის, კულტუროლოგიის უმნიშვნელოვანეს აქტუალურ საკითხებს; მუშაობდა ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობაზე; 2009 წელს ილიას უნივერსიტეტმა პროფესორ ემერიტუსის საპატიო წოდება მიანიჭა; 2017 წლიდან მულტიდისციპლინური მკვლევარი კავკასიური […]
შუქია აფრიდონიძე (გარდაცვლილი)

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; 1963-დან 1967 წლამდე იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი ახალი ქართული ენის განხრით. 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (თემა „სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში” (X1X-XX სს-ის პროზაული მასალის მიხედვით)); 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მიმართვის ფორმათა სტრუქტურა და ფუნქციონირება ახალ ქართულში“. შუქია აფრიდონიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი […]
იზაბელა ქობალავა (გარდაცვლილი)

თეორიული ენათმეცნიერების, ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკა-ფონოლოგიის, ქართველური ენების მკვლევარი; დაიბადა 1932 წლის 8 ნოემბერს თბილისში; სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიური ენების მიმართულებაზე. 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე აფრიკატიზაციისა და დეზაფრიკატიზაციის პროცესები იბერიულ-კავკასიურ ენებში, 1986 წელს – სადოქტორო დისერტაცია ფონემის ცნება ენათმეცნიერებაში. 1958-1996 წლებში მუშაობდა მკვლევრად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერებისა და ენციკლოპედიის […]
მზია ბაქრაძე (გარდაცვლილი)

მზია ბაქრაძე იყო თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის დოცენტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, ფრანგული ენის ფაკულტეტის დეკანი, ინსტიტუტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, შემდეგ – პრორექტორი სასწავლო დარგში. ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი სამაგისტრო თუ სადისერტაციო ნაშრომი. მზია ბაქრაძე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, 2009 წლის […]