ზურაბ კიკნაძე (გარდაცვლილი)

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სემიტოლოგიის განხრით, 1956-1960 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში სწავლობდა შუმეროლოგიას. საკანდიდატო დისერტაციის თემა – „გილგამეშის ეპოსი”, 1965 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა”. ზურაბ კიკნაძე 1977 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე და უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრი. 1963 წელს გამოაქვეყნა პირველი თარგმანი, „გილგამეში” (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებით), […]
სოფიო კილასონია
კონსტანტინე ლადარია

კონსტანტინე ლადარიამ 2008 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხური სოციოლოგიის სპეციალობით. 2010 წელს ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა კულტურის კვლევების მაგისტრის წოდება, ხოლო 2023 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „პოსტსაბჭოთა ქართული სტალინისტური ლიტერატურა: ტრავმის კონსტრუირება” და მოიპოვა სოციოლოგის დოქტორის წოდება.აკადემიური კარიერის მანძილზე კონსტანტინე ლადარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ესწავლა და ჩაეტარებინა კვლევები ისეთ საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და ფონდებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა: […]
აკაკი დანელია

აკაკი დანელიამ 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მიენიჭა მათემატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2000 წელს დაამთავრა ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა მათემატიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2000-2003 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტურაში. 2004 წელს ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე […]
ჯაფარიძე დიმიტრი

დიმიტრი ჯაფარიძემ 1983 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 1999 წელს – იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობთ. სწავლის დროს დაკავებული იყო სპორტით, არის პირველი თანრიგის მფლობელი ცურვასა და კალათბურთში, საქართველოს ორგზის და საბჭოთა კავშირის საკლუბო გათამაშების ჩემპიონი კალათბურთში. 1991-1992 წლებში სწავლობდა შვეიცარიაში, ნეშატელის უნივერსიტეტის ბიზნესის პროგრამაზე, გაიარა […]
ანა ჭკუასელი

ანა ჭკუასელმა დაამათვარა თბილსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა (2000-2006წწ.) 2010 წელს სწავლა გააგრძელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურზე ფილოლოგიის მიმართულებით. 2021 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია : „ქართული ფილოლოგიის ისტორიიდან: კათოლიკური ინკულტურაცია და XVIII-XIX საუკუნეების უცნობი ლექსიკონები.“ 2012 წლიდან იყო მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულის, როგორც მეორე ენისა და […]
თამარ ლომიძე

თამარ ლომიძემ 1971 წელს დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მხატვრული ინდივიდუალობის პრობლემა ლიტერატურაში“, ხოლო 2006 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მხატვრული აზროვნების თავისებურებები ქართულ რომანტიზმში“ . 1973 -2010 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 2004-2012 წლებში – შეფასებისა და გამოცდების ცენტრში […]
სვეტლანა ბერიკაშვილი

სვეტლანა ბერიკაშვილმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, სპეციალობით ქართული ენა და ლიტერატურა; ახალი ბერძნული ენა და ლიტერატურა, ხოლო 2002 წელს – მაგისტრატურა, სპეციალობით კლასიკური ფილოლოგია. 2006 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი ენათმეცნიერების მიმართულებით თემაზე: ბრუნების სისტემის კლასიფიკაციის პრინციპები ძველსა და ახალ ბერძნულში. 2013-2016 წლებში ეკავა პოსტდოქტორანტის პოზიცია […]
თამაზ თოხაძე

თამაზ თოხაძე არის სასექსის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი. მაგისტრატურა დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტში, ხოლო ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ძირითადი კვლევითი მიმართულებებია ეპისტემოლოგია (სოციალური ეპისტემოლოგია, ტრადიციული და ფორმალური ეპისტემოლოგია და მათი გადაკვეთა) და მეცნიერების ფილოსოფია. მას ასევე აქვს კვლევითი ინტერესები ცხოველთა ეთიკაში, რელიგიის ფილოსოფიაში და სტატისტიკის ფილოსოფიაში. მისი ამჟამინდელი კვლევა რაციონალური რწმენისა (belief) და მტკიცებულების […]
თამარ ჭეიშვილი

2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, სპეციალობით — ქართული ენა და ლიტერატურა; კლასიკური ფილოლოგია, ხოლო 2003 წელს – ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით კლასიკური ფილოლოგია. 2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (აკადემიური დოქტორის ხარისხი).