თამარ ხუბულავა

2011 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საბაკალავრო საფეხურის დამთავრების შემდეგ, თამარ ხუბულავამ სწავლა განაგრძო გერმანიის ფედერაციაში, იენასა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ფილოსოფიაში. 2016-2021 წლებში კი მუშაობდა სადოქტორო ნაშრომზე, გვიანანტიკური ფილოსოფიის მიმართულებით, გერმანიის ფრაიბურგისა და შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტებში. 2021 წლის 6 სექტემბერს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი, სახელწოდებით: „გზად ერთისკენ ჩვენში პროკლესა […]

თამარ ხოშტარია

თამარ ხოშტარია 2009 წლიდან CRRC-საქართველოში მუშაობს, სადაც იგი უფროსი მკვლევარია. თამარი ხელმძღვანელობს თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევით პროექტებს, წერს ანგარიშებს და მუშაობს პუბლიკაციებზე. თამარს მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი სოციოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც ასწავლიდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდებს. მან ამავე უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში. მაგისტრატურის დროს, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, […]

ჯაბა მესხიშვილი

ჯაბა მესხიშვილმა 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთის ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტიზის სპეციალობით და მიიღო ბაკალავრის ხარისხი.  2010 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ისტორიის მაგისტრის ხარისხი. 2010 წელს მოიპოვა იაპონიის მთავრობის 2 წლიანი სტიპენდია (MEXT), რომლის საშუალებითაც კობეს უნივერსიტეტში იმყოფებოდა მკვლევარი სტუდენტის სტატუსით. 2012 წელს მეორედ მოიპოვა იაპონიის […]

სალომე პატარიძე

სალომე პატარიძე  სწავლობდა გერმანულ ფილოლოგიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2003-2011), 2020 წელს დაიცვა დისერტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით შემდეგ თემაზე: „ქალური ნარატივის თავისებურებანი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის გერმანულენოვან და ქართულ პოეზიაში“. სალომე პატარიძეს მოპოვებული აქვს  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ავსტრიის გაცვლის სამსახურის (ÖAD), Erasmus+  და შოთა რუსთაველის […]

სალომე ცოფურაშვილი

სალომე ცოფურაშვილმა დოქტორის ხარისხი დაიცვა 2017 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული გენდერის კვლევების საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე. მისი სადისერტაციო ნაშრომი, იკვლევს ქალთა როლების ტრანსფორმაციას 1920-იანი წლების საბჭოთა ქართულ ფილმებში. 2018 წელს ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ფინანსური მხარდაჭერთ იყო საერთაშორისო გენდერის კვლევის ცენტრის (IGS) პოსტ-სადოქტორო მკვლევარი ოქსფორდის უნივერსიტეტში. 2019-2020 წელს მიწვეული იყო მკვლევრად ახალი ევროპის კოლეჯში (NEC) […]

ნინო გულიაშვილი

ნინო გულიაშვილმა 2004 წელს წარჩინებით დაამთავრა ილია ჭავჭავაძის  სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით – ინგლისური ენის პედაგოგიკა. 2006 წელს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ მიენიჭა ინგლისური ენის სწავლების თეორიისა და პრაქტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2011 წელს  TEMPUS-ის პროექტის ფარგლებში მიწვეული იყო გლაზგოს უნივერსიტეტში (შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი), სადაც […]

მარიეტა ჩიხლაძე

მარიეტა ჩიხლაძემ 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი რომანისტიკის მიმართულებით, სპეციალობა – იტალიური ფილოლოგია. 2012 წელს ბოლონიის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თანამედროვე, შედარებითი და პოსტკოლონიურ ლიტერატურაში პროფესორ გაბრიელა ელინა იმპოსტის ხელმძღვანელობის ქვეშ. სხვადასხვა წლებში, კვლევითი პროგრამებით, მუშაობდა უკრაინაში (ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი, 2012), პოლონეთსა […]

ზარინა ბურკაძე

2018 წელს ციურიხის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: “საგარეო გავლენების შეჯიბრებითობა და შიდა კოორდინაცია დემოკრატიზაციის პროცესში მყოფ საქართველოში: ევროკავშირი, ნატო, აშშ და რუსეთი,“ და მიენიჭა პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორის ხარისხი (შვეიცარია). 2019-2020 წლებში ფულბრაიტის პროგრამით იყო პოსტდოქტორი მკვლევარი ელიოტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ.

ელგუჯა დადუნაშვილი

სამეცნიერო კარიერა დაიწყო უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის რანგში ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში 1988 წელს, 1988-1991 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში, 1991 წელს დაიცვა საკნდიდატო დისერტაცია ფოლკლორისტიკაში, 1991-2008 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ფოლკლორის არქივის ხელმძღვანელი. 2008 წლიდან არის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ამავე წლის ზამთრის სემესტრიდან […]

თინათინ მარგალიტაძე

თინათინ მარგალიტაძემ დაამთავრა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე და 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „მრავალმნიშვნელობიანი ზედსართავი სახელების, როგორც სანომინაციო ერთეულების, სტრუქტურულ-სემანტიკური დახასიათება თანამედროვე ინგლისურ ენაში“. 1989 წელს მონაწილეობდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სამთვიან კურსებში სარეის უნივერსიტეტში, ქ. გილფორდი, დიდი ბრიტანეთი. მოწვეული მეცნიერის სტატუსით […]