თამარ გრძელიძე

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა ძველი ქართული ლიტერატურის განხრით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ‘ქართული აგიოგრაფიის სიმბოლიკისთვის’. გახლდათ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და მეექვსე საავტორო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. განაგრძო სწავლა წმ. ვლადიმერის სასულიერო სემინარიაში (ნიუ-იორკი, აშშ), ანგლიკანურ სემინარიაში (რიპონის კოლეჯი, ქადსდონი, ინგლისი), გაიარა დოქტორანტურის […]

რევაზ კიკნაძე

დაიბადა 1960 წელს თბილისში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით. 1981 – 90 წლებში კერძოდ სწავლობდა კომპოზიციას  მიხეილ შუღლიაშვილთან (1941-1996), მაშინდელი ქართული მუსიკალური საზოგადოების პროგრესული ნაწილის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელთან. 1986 – 90 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის ფაკულტეტზე ჯერ ოთარ თაქთაქიშვილის, მერე კი ნოდარ მამისაშვილის კლასში. ამავე ხანებში დაინტერესდა ქართული ტრადიციული […]

ნინო დოლიძე

ნინო დოლიძე 2004-2018 წლების პერიოდში მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, როგორც საჯარო მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი და კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს ჩატარებული აქვს საჯარო მმართველობისა და ორგანიზაციული მართვის კურსები და არის სამაგისტრო, სადოქტორო და საბაკალავრო კვლევითი ნაშრომების ხელმძღვანელი. 2016 წელს, აშშ-ს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯ. მალერის ხელმძღვანელობით, მან დაიცვა სადოქტორო […]

ნინო რჩეულიშვილი

ნინო რჩეულიშვილი არის სოციოლოგიის დოქტორი და ასწავლის სოციალურ თეორიებსა და კვლევის მეთოდებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე. 2007 წლიდან მას მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც სამეცნიერო, ისე გამოყენებითი ხასიათის ოცდაათამდე კვლევით პროექტში. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისას ნინო ძირითადად თვისებრივ მიდგომას იყენებს (დისკურს ანალიზი, ნარატიული ანალიზი და სხვ.). ნინოს სადოქტორო კვლევა ქართული კულინარიის სფეროში მიმდინარე იდეოლოგიურ დებატებზე […]

ივანე კეჭაყმაძე

დავამთავრე ოზურეთის რაიონის სოფ. ნატანების N2 საშუალო სკოლა, 1982 – 1989 წლებში ვსწავლობდი და დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობა თეორიული ფიზიკა. 1989-1992 წლებში ვსწავლობი და დავამთავრე მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა, სპეციალობით ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. 1994 – წლიდან დღემდემდე მოვღვაწეობ პრაქტიკულ სოციოლოგიაში სტატისტიკოსად. ვარ შერჩევების სპეციალისტი – სტატისტიკის დეპარტამენტში.

ნინო აბაკელია

1973 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენა და ლიტერატურა). 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია – მითი და რიტუალი დასავლეთ საქართველოში – ერევნის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან თანაარსებულ სამეცნიერო საბჭოზე. 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია – სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის […]

მარინე ჯაფარიძე

დაიბადა 1947 წლის 15 სექტემბერს ქ. ონში, 1965 წელს დაამთავრა ონის საშუალო სკოლა, 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის სპეციალობით. 1976-79 წ.წ. სწავლობდა ასპირანტურაში. საკანდიდატო დისერტავია დაიცვა 1982 წელს ასაკობრივ და პადაგოგიური ფსიქოლოგიის განხრით, თემაზე: „დიდაქტიკური თამაშის ფსიქოლოგიური მექანიზმის შესახებ“ 1970 წლიდან დღემდე მუშაობს ( ა.ს. პუშკინის სახ. თბილისის სახელმწიფო […]

ბექა კობახიძე

ბექა კობახიძემ დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წელს. ის გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი. ის ლექციებს კითხულობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. 2022 წელს იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსეთისა და ევრაზიის შესწავლის დევისის სახელობის ცენტრის მიწვეული მკვლევარი. 2018-2019 […]