სტივენ ფრენსის ჯონსი
ფლორიან მულფრიდი

ფლორიან მულფრიდი სოციალური ანთროპოლოგია, რომელიც უკვე ოცი წელია, რაც კავკასიასთან, კერძოდ კი, საქართველოსთნ დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის თანამდებობის დაკავებამდე ის იყო იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის (გერმანია) ასისტენტ პროფესორი, UNICAMP-ის (ბრაზილია) მოწვეული პროფესორი, მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის (გერმანია) მკვლევარი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფიები Mistrust: A Global […]
ცირა კილანავა

ცირა კილანავამ (დაიბადა 1983 წელს ქ. სოხუმში) 2004-2006 წ.წ. წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, 2012 წელს კი _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის დოქტორანტურა; 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ქართული ნაციონალური დისკურსის ფორმირება: საქართველოსა და რუსეთის იმპერიის მარკირების მოდელები და ქართული ნაციონალური თვითიდენტიფიკაცია […]
რუსუდან გერსამია

2004 – მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით. 2000-2006 – ქართული ენის კათედრის მასწავლებელი, სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. 2006-2019 – მოწვეული ხელმძღვანელი და მკვლევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ სამეცნიერო პროექტებში. 2012-2018 – ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი 2016-2019 – ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017-2019 – მოწვეული ლექტორი; ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის […]
ელენე ლადარია

ფერწერის სპეციალობით იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 2003 წელს ელენე ლადარიამ სწავლა განაგრძო ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების განხრით და 2007 წელს ფილოსოფიის ბაკალავრის დიპლომი მოიპოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009-2010 წლებში მან გერმანული იდეალიზმისა და მეოცე საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის სპეციალობით განაგრძო სწავლა და ბოხუმის რურის უნივერსიტეტის, პრაღის კარლის უნივერსიტეტისა და ტულუზის ჟან ჟორესის უნივერსიტეტის […]
ქეთევან შენგელია

ქეთევან შენგელია დაიბადა ქალაქ თბილისში. პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო სპეციალიზებულ მუსიკალურ სკოლაში – ნიჭიერთა ათწლედში, ფორტეპიანოს კლასით. სწავლა გააგრძელა კონსერვატორიაში, იმავე მიმართულებით. ამ პერიოდში სფერო სოლო საშემსრულებლო რეპერტუარის გარდა დაინტერესდა საანსამბლო ხელოვნებითა და მუსიკალური ესთეტიკით. აგრძელებს სწავლას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დოქტორანტურაში, კამერული ანსამბლის მიმართულებით. ამავდროულად დაკავებულია პედაგოგიური მოღვაწეობით. მეგობრებთან ერთად ქმნის მუსიკალურ ჯგუფს, […]
ირმა კირთაძე

ირმა კირთაძე – ექიმი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი – 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია და მიიღო ფსიქიატრის კვალიფიკაცია. 2005-2008 წლებში ერაზმუსის (Erasmus MC, როტერდამი) და ამსტერდამის უნივერსიტეტებში სწავლობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, წამალდამოკიდებულების რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევებს. მიღებული აქვს ევროპული (Global Addiction) და ამერიკული (CPDD) სამეცნიერო საზოგადოების პრიზი, საუკეთესო, საერთაშორისო, სამეცნიერო აბსტრაქტისთვის/პოსტერისთვის. 2014 წელს მიიღო გამორჩეული […]
თათია კეკელია

თათია კეკელიამ უმაღლესი განათლება მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის მიმართულებით, დისერტაცია დაიცვა 2018 წლის მაისში თემაზე „საჯაროობის შოკი: პრივატული და საჯარო სფეროების კონფლიქტი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში“. როგორც მკვლევარს, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში, მათ შორის „პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერება საქართველოში“ (2016), „რელიგია, დემოკრატია და ნაცია სამხრეთ კავკასიაში. ძირითადი ცნებების შედარებითი ანალიზი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში“ […]
ნინო სხირტლაძე

ნინო სხირტლაძე ფსიქოლოგიის დოქტორი. 2015 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „პიროვნული იდენტობის ჩამოყალიბება ქართულ კონტექსტში -რაოდენობრივი და თვისებრივი მიდგომა“. სხვადასხვა დროს სადოქტორო თემაზე მუშაობისას და კლევითი პროექტების ფარგლებში მუშაობდა ლუვენის კათოლიკურ და მაიამის უნივერსიტეტებში. 2015-2017 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა მკვლევრისა და მოწვეული მასწავლებლის პოზიციაზე, 2017 წლიდან მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორია ფსიქოლოგიის მიმართულებით. […]
ელენე გავაშელიშვილი

ელენე გავაშელიშვილმა 2007 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. დოქტორის აკადემიური ხარისხი მიიღო 2018 წელს, ამავე უნივერსიტეტში, სოციოლოგიის მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომი „უშვილო ქალები საქართველოში: რელიგიურ აკრძალვებსა და სამედიცინო შესაძლებლობებს შორის“ ცდილობს ყოველდღიურ რელიგიურობას შეხედოს ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან. ძირითადი სამეცნიერო კვლევები, რომლებშიც ელენე გავაშელიშვილი იყო ჩართული: „რელიგიურობა ქართველ ახალგაზრდებში“ (2016-2018), „ქართული ნაციონალური […]