პროფესორი, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით
პაატა ჩხეიძემ 1977 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად სოფლის სკოლაში, სალიტერატურო ნაწილის გამგედ გორის გიორგი ერისთავის თეატრში, კითხულობდა ლექციებს გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად (1987-92); იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხოლო მოგვიანებით – საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-2005). მუშაობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ; უცხო ენების ფაკულტეტის დეკანად (1997-2006), ქალაქ გორის მერად (2002-2004). აშშ-ის კათოლიკური უნივერსიტეტის მიწვეულ პროფესორად, 2005-2006 წლებში, ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამით, იყო აშშ-ის National Humanities Institute-ის წევრ-კორესპონდენტი საქართველოში.
ანგლო-ამერიკული ლიტერატურა. მხატვრული თარგმანი. კონსერვატიზმის ისტორია და თეორია.
წიგნები
რას ეუბნება ჰამლეტი ჰორაციოს და სხვა ესეები, თბ., 2014
კონსტიტუციისათვის, თბ., 2011
კონსერვატიზმის ისტორია, თბ., 2011
ივანე მაჩაბლის ტრადიცია, თბ., 2005
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|