ასოცირებული პროფესორი, ანგლისტიკის მიმართულება
ნინო თევდორაძემ 1995 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი (სპეციალობით – ინგლისური ენის პედაგოგიკა). 1996-1999 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი ( სპეციალობით – გერმანიკული ენები (ლინგვისტიკა). 2003 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო (სადოქტორო) დისერტაცია – ”ცნობიერების ნაკადი, როგორც ენობრივ-კულტურული ფენომენი და მისი ლინგვოსემიოტიკური სტრუქტურა.”1996-2004 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრაზე ინგლისური ენის მასწავლებლად. 2004-2006 წლებში ამავე კათედრაზე მუშაობდა დოცენტის თანამდებობაზე. 2006-2007 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრში ინგლისური ენის მასწავლებელი. 2008 წლიდან დღემდე იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი პუბლიკაცია (მათ შორის სტატიები ადგილობრივ და საზღვარგარეთის საერთაშორისო ჟურნალებში და ოთხი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო).
რჩეული პუბლიკაციები
პუბლიკაციების ვრცელი სია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
ანალიზური კითხვა; ინგლისური ენის სტილისტიკა ინგლისური ენის ლექსიკოლოგია; ტექსტის ინტერპრეტაცია |
სალექციო კურსი უნივერსიტეტი მხატვრული ტექსტის ანალიზის საფუძვლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი, 2015 |