ასოცირებული პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით
ვახტანგ მენაბდემ 2008 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი, 2014 წელს კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრატურა სოციოლოგიის მიმართულებით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის დირექტორად; საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის (NPM) ექსპერტად; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2015 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფის წევრია. 2015 წლიდან, მოწვეული ლექტორის სტატუსით, ასწავლის კავკასიის უნივერსიტეტში, სხვადასხვა დროს კი აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. იყო ჰოლანდიის მრავალპარტიულობის ინსტიტუტის, ვესტმინსტერის ფონდის, ამერიკის იურისტთა ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდული ასოციაციის ტრენერი. ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტთან თანამშრომლობს 2010 წლიდან. მოწვეული ლექტორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით; ხოლო 2015 წლიდან სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია საჯარო სამართლის მიმართულებით.
წიგნი
სამეცნიერო სტატიები
კვლევები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
|
---|---|---|
|
ბაკალავრიატი:
მაგისტრატურა: კონსტიტუციონალიზმის პარადოქსები |