დაიბადა თბილისში 1968 წლის 26 მაისს. 1990 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახ. სამხატვრო აკადემია, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, 1997 წელს დაიცვა დისერტაცია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული სკოლების შესახებ (ჯავახეთი). 1991 წლიდან კითხულობს ლექციებს სახ. სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ ინსტიტუტში, სასულიერო აკადემიაში, თავისუფალ უნივერსიტეტსა და ილიას სახ. უნივერსიტეტში. იყო რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი. 2004-2012 წლებში იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე და მინისტრი. 2013 წლიდან თავისუფალი და აგრარული უნივერისტეტების პროფესორია, 2014 წლიდან კი – ილიას სახ. უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ამავე უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის – „კულტურული მემკვიდრეობა და გარემო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დირექტორი და სამეცნიერო კონსულტანტი.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები
შუა საუკუნეების ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კულტურული ლანდშაფტის კვლევა, თანამედროვე ტექნოლოგიები კულტ. მემკვიდრეობის კვლევაში, რესტავრაციასა და კონსერვაციაში
- რჩეული პუბლიკაციები
- 2016 – ვარძიის კომპლექსური მონიტორინგი. ძველი ხელოვნება დღეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ISSN 1987-6351
- 2015 – Landslide hazard, monitoring and conservation strategy for the safeguard of Vardzia Byzantine monastery complex, Georgia, Springer, 2015, Volume 12, Issue 1, 193-204
- 2013 – „ბუნებისა და ადამიანის თანაშემოქმედება“ //წიგნი „უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა“ აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი, 2012;
- 2010 – „უფლისციხე – უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი საქართველოში“ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის 58-ე გამოცემისათვის; პარიზი, საფრანგეთი;
- 2009 – ნოქალაქევის არქეოპოლისი, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის 54-ე გამოცემისათვის; პარიზი, საფრანგეთი;
- 2004 – Die unbekannteAltertümerausdemhistorischenTrialeti, Surtaketi und Argweti. თბილისი,
- 2003 – ქართველთა სააღმშენებლო მოღვაწეობა წმინდა მიწაზე“ //„აკადემია“ N5;
- 2003 – მასალები „ნიმუშისა და ასლის“ საკითხის შესწავლისათვის ქართულ ხუროთმოძღვრებაში“//„საქართველოს სიძველენი“ 2;
- 2002 – ერთი უცნობი მოვლენის შესახებ ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში //„საქართველოს სიძველენი“ 1;
- 2000 – VIII-IX საუკუნეების სამცხის არქიტექტურა // „ასპინძა”, N1
- 1997 – მელქისედეკ კათოლიკოსის მიერ აგებული ტონთიოს ეკლესიია // „ძეგლის მეგობარი”, N4.
- 1997 – Some Peculiarities of the Artistic Rendering of the Inner Space in the Aisless Vaulted Churces, DzeglisMegobari (Friend of Monuments), 1997, II;
- 1996 – ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია // „საქართველოს საპატრიარქოს მაცნე”, N2-3;
- 1996 – ტონთიოს ეკლესიის დათარიღებისათვის // „ძეგლის მეგობარი”, N2;
- 1994 – არგვეთის IX – X საუკუნეების უცნობი სიძველეები // გ. ჩუბინაშვილის ისტორიისა და ხელოვნების ინსტიტუტის XXX სამეცნიერო სესია;
- 1993 – „არტოზანის წმ. შიოს ეკლესია“ // საქ. მეცნიერებათა აკადემიის „მაცნე”,N3-4;
- 1992 – „ქოროღოს ეკლესია და მისი მაშენებლები”//ჟურნალი „ლიტერატურა და ხელოვნება”, N2;
- 1992- „გარემო და შუა საუკუნეების ქართული ნაგებობა“ // ჟურნალი „ლიტერატურა და ხელოვნება”, N3.
წიგნები
2010 – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (თანაავტორი დ. თუმანიშვილთან ერთად);
2001 – გამოფენის კატალოგის „საქართველო და წმ. მიწა იერუსალიმი“ რედაქტორი (იერუსალიმი);
2000 – „ჯავახეთი“ – ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი (თანაავტორი და რედაქტორი);
1995 – კატალოგი: ტაო-კლარჯეთის არქიტექტურა და მხატვრობა (დ. ხოშტარია და მ. დიდებულიძესთან ერთად);