მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი ანთროპოლოგიის მიმართულებით





თამთა ხალვაშმა დოქტორის წოდება კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში მიიღო 2015 წელს. 2009-2010 წლებში, ის ჩივნინგის სტიპენდიანტი იყო და ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ინსტიტუტში სწავლობდა. 2016-2017 წლებში, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, თამთა ხალვაში ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში პოსტდოქტორანტად მუშაობდა. პარალელურად, ის იკავებდა ასისტენტ პროფესორის პოზიციას თავისუფალ უნივერსიტეტში 2015 წლიდან 2018 წლამდე. 2018 წელს, თამთა ხალვაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახდა და აკადემიური საქმიანობის პარალელურად, ის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის განვითარებაზე მუშაობდა. 2020 წლიდან, თამთა ხალვაში პროფესორი და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია. ამასთან ერთად, ის კოლუმბიის უნივერსიტეტის კოლაბორაციული ინიციატივის, „შავი ზღვის ქსელების“ კვლევითი და სასწავლო პროგრამის კოლექტივის წევრია.

თამთა ხალვაშის კვლევა დღემდე მოიცავს აფექტისა და ემოციის შესწავლას ქალაქის, პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში. მისი ახლანდელი კვლევითი ინტერესები ასევე მოიცავს ექსპერიმენტულ ეთნოგრაფიულ და ინტერდისციპლინურ მიდგომებს აფექტისა და ემოციისადმი, რაც ანთროპოლოგიას მულტიმოდალურ ეთნოგრაფიასა და დოკუმენტურ ფილმთან აკავშირებს. მისი პუბლიკაციები ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სირცხვილი და პერიფერიულობა, გამოსახლება და აფექტი, ინფრასტრუქტურის რღვევა, ფოტოგრაფია და ურბანული ცვლილება. 2018 წელს, თამთა ხალვაშის სტატია, „მედეას ჰორიზონტები: ძარცვის ეკონომიკები და კოსმოლოგიები საქართველოში“, პოსტსოციალისტური კულტურული კვლევების გაერთიანება Soyuz-მა, საპატიო აღნიშვნით დააჯილდოვა.

ამჟამად, თამთა ხალვაში მუშაობს მონოგრაფიის, „პერიფერიული აფექტი: ქალაქი, სირცხვილი და მარგინალობა საქართველოში“ დასრულებაზე, რომელიც ეფუძნება მის სადოქტორო დისერტაციას ბათუმის ურბანული ტრანსფორმაციის შესახებ. პარალელურად, ის აგრძელებს მუშაობას დოკუმენტურ ფილმზე, „ტალღების ნებაზე“, რომელიც საოჯახო ვიზუალური არქივებისა და ახალი დოკუმენტური მასალების საფუძველზე, გვთავაზობს ავტობიოგრაფიულ ექსპერიმენტს და რეფლექსიას შავი ზღვის სივრცული და დროითი ცვლილების შესახებ.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ქალაქი, ინფრასტრუტურა; აფექტი; პერიფერიულობა; სირცხვილი; ექსპერიმენტული ეთნოგრაფიული მეთოდები; ინტერდისციპლინური თანამშრომლობა ანთროპოლოგიურ თეორიას, მულტიმედია ეთნოგრაფიასა და დოკუმენტურ ფილმს შორის; საქართველო, კავკასია, შავი ზღვის რეგიონი, პოსტსოციალისტური სამყარო.

 (2019). „A Ride on the Elevator: Infrastructures of Brokenness and Repair in Georgia,“ in Repair, Brokenness, Breakthrough: Ethnographic Responses, edited by Francisco Martinez and Patrick Laviolette. London, Berghahn Books.

(2019). “Ascending Order”, in The Architectural Review. February, Issue 1454.

(2018). “The Horizons of Medea: Economies and Cosmologies of Dispossession in Georgia”, in Journal of the Royal Anthropological Institute. 24(4).

(2018). “Ruinen der Einheit: Sympathien in der post-kosmopolitischen Stadt,” in Georgien, Neu Buchstabiert: Politik and Kultur Eines Landes Auf Dem Weg Nach Europa, edited by Luka Nakhutstrishvili. Bielefeld, Transcript Verlag.

(2018). წინასიტყვაობა თომას ჰილანდ ერიქსენის წიგნის, „მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები: შესავალი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში“ ქართული გამოცემისთვის. თბილისი: საქართველოს მაცნე.

(2016). “სირცხვილის პერიფერია,” კრებულში, „ჩაგვრის სოციალური და პოლიტიკური ასპექტები: თეორია და პრაქტიკა.“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, თბილისი.

(2015). Peripheral Affects: Shame, Publics and Performance on the Margins of the Republic of Georgia. PhD dissertation. University of Copenhagen, Department of Anthropology.

(2014). Capturing Marginality: Social Role of Photography in the Wake of Rapid Urban Development of Batumi, Georgia. Caucasus Analytical Digest, No. 62.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

საბაკალავრო

რობოტები, ცხოველები, ადამიანები: შესავალი ურბანულ ანთროპოლოგიაში

სამაგისტრო

სივრცე, მატერიალურობა და აფექტი

სადოქტორო

აფექტი: სხეულისა და განსხეულების ანთროპოლოგია

ფიქრისა და კვლევის ანთროპოლოგიური მეთოდები

ანთროპოლოგიური მეთოდები
შესავალი სოციალურ თეორიაში
საზღვრების და ზღვრების ანთროპოლოგია
ვალის ანთროპოლოგია