ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მიმართულებით (რუსული ენა და ლიტერატურა)
ირინა ლორთქიფანიძემ 1986 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (რუსული ენა და ლიტერატურა). 1986-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1999 -2006 წლებში კი – ილია ჭავჭვაძის სახელობის თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სიკეთისა და ბოროტების კონცეპტების ენობრივი ასახვა რუსული ენის ფრაზეოლოგიზმებში“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია 2011 წლიდან. მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრსა და ინგლისური ენის ცენტრში დირექტორის თანაშემწედ. არის რუსული ენის ლინგვოკულტუროლოგიური მიმართულებით კვლევითი პუბლიკაციებისა და რუსულის, როგორც უცხო ენის, სწავლების მიმართულებით რამდენიმე წიგნის ავტორი.
რუსული ენის კვლევა ლინგვოკულტუროლოგიური მიმართულებით
რუსული და ქართული ენის შედარებითი ანალიზი ლინგვოკულტუროლოგიური მიმართულებით
რუსულის როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკა
წიგნები
სტატიები ჟურნალებში
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
რუსულის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდები ისტორიულ ჭრილში; რუსულის, როგორც უცხო ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები (კითხვა, მოსმენა); რუსულის, როგორც უცხო ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები (ლაპარაკი, წერა); სასკოლო პრაქტიკა (რუსული ენა); რუსისტიკის შესავალი; რუსული ენის პრაქტიკული სტილისტიკა; რუსული ენის ფონეტიკა რუსულის, როგორც უცხო ენის სწავლების ასპექტები; რუსული ენის მორფოლოგია; რუსული კულტურის კონცეპტები |
რუსული კულტურის კონცეპტები (2011-დან დღემდე) |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში.
2012 – გრძელვადიანი სასწავლო კურსის ტრენინგ-მოდულის – „კითხვა“ – ავტორი.
2012-2014 – სასწავლო კურსის ტრენინგ-მოდულების „მოსმენა“ და „კითხვა“ ტრენერებისა და სკოლის მასწავლებელთა ტრენერი.
თარგმანმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ამზადებს შემდეგ კურსებს:
ქვეყანათმცოდნეობა. რუსეთი.
რუსულ-ქართული დარგობრივი თარგმანი – პოლიტიკა. ეკონომიკა. სამართალი.
რუსულ-ქართული სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის თარგმანი (1) – ეკოლოგია. ფსიქოლოგია.
რუსულ-ქართული სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის თარგმანი (2) – ფილოსოფია. კულტურა.