პროფესორი
დოქტორმა ბერნიმ 1981 წელს დაამთავრა შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი (მაგისტრის ხარისხი) და 1987 წელს – ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა. მომზადება გაიარა ზოგად და ვისცერულ ქირურგიაში შვეიცარიაში და ტრანსპლანტაციურ ქირურგიაში ბრიუსელსა (ბელგია) და მაიამიში (ფლორიდა). 2002-2022 წლებში იყო ჟენევის უნივერსიტეტის საავადმყოფოების უჯრედების იზოლაციისა და ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელი / პანკრეასის კუნძულების უჯრედებისა და პანკრეასის ტრანსპლანტაციის პროგრამების დირექტორი. […]
თეა გოდოლაძე, არის სრული პროფესორი გეოფიზიკის მიმართულებით. ამჟამად, სამეცნიერო საქმიანობას ეწევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე. ასევე, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 2013 წლიდან დღემდე. თეა გოდოლაძეს აქვს დოქტორის ხარისხი ფიზიკა-მათემატიკაში. ასევე, 2012-2013 წლებში გაიარა პოსტ-სადოქტორო კვლევა სეისმოლოგიაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. […]
დაბადებულია 1964 წ 26 ოქტომბერს. 1981 წ. დაამთავრა თბილისის 101-ე საშუალო სკოლა. 1986 წ. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით. 1990 წ-ს მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სამედიცინო ბიოფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის დარგში, 1999 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიკრობიოლოგიისა და კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის დარგში. აქვს დიდი გამოცდილება ჯანდაცვის მართვის სფეროში. 1997-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს […]
დაბადებულია 1964 წ 15 სექტემბერს. 1987 წ დაამთავრა თბილისის 101-ე საშუალო სკოლა. 1981წ-დან 1987 წ-მდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1987-1989 წ-ში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კარდიოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორია. 1989-1994 წ-ში მუშაობდა თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური ბლოკის ექიმად. 1991 წ-ს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1994-1997 წლებში #2 საავადმყოფოს დიაგნოსტიკური განყოფილების გამგეა. 1997 წ-ს […]
ოლვინ ვესთვუდმა 1980 წელს დაამთავრა სურეის უნივერსიტეტი (ბაკალავრის დიპლომი წარჩინებით). მუშაობდა რუტინულ დიაგნოსტიკურ პათოლოგიაში და გაიარა სადოქტორო პროგრამა იმუნოლოგიასა და უჯრედული ბიოლოგიის (1989 წელს ლონდონის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „პლაცენტური პროტეინი 14 (PP14): კვლევა ცილის იზოლაციის, გაწმენდის, ფიზიკური მახასიათებლებისა და მოლეკულური ბიოლოგიის კვლევა“) კვლევაში, რის შემდეგაც წარმატებით გადაინაცვლა პედაგოგიურ პრაქტიკასა და კვლევით საქმიანობაში. 1999 წლიდან […]
გიორგი გამყრელიძემ 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულეტეტი ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით. 1989 წელს დაიწყო მოღვაწეობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1993 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიოლოგიის დეპარტმენტზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1993 წლიდან 2007 წლამდე მოღვაწეობდა აშშ-ში სადაც სხვადასხვა დროს მონაწილებდა სამ აშშ ჯამრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროგრამაში. […]
1988 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ბიოლოგია. 1988 წელს ჩააბარა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 2002 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „თამაშის ქცევის ონტოგენეზი მგლის (Canis lupus) მაგალითზე“ სპეციალობით ეკოლოგია. 1988 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოოლოგიის კათედრაზე, სადაც ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს და კითხულობდა ლექციებს ზოოლოგიაში, ცხოველთა ქცევაში, თერიოლოგიასა […]
რევაზ სოლომონიამ (დაბადების თარიღი – 28.05.1956) 1978 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალიზაციით ბიოქიმია. 1978-1982 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1983 წელს ქ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1982 წლიდან დღემდე არის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (მაშინდელი ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი) თანამშრომელი სხვა პოზიციების პარალელურად. რ. […]
მიხეილ ოკუჯავამ უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომლის სამკურნალო ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა 1994 წელს. 1994-1996 წლებში გადიოდა კლინიკურ ორდინატურას ნევროლოგიაში, თსსუ ნერვულ სნეულებათა კათედრაზე პროფ. ა. ლაჭყეპიანის ხელმძღვანელობით. ამავე დროს მ. ოკუჯავა დაინტერესდა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებით და 1995 წელს დაასრულა თბილისის სახლემწიფო სამედიცინო აკადემიის რენტგენორადიოლოგიის კურსი. 1995-1996 წლებში გადიოდა სტაჟირებას ნევროლოგიასა და ნეირორადიოლოგიაში […]
ირმა ჯიმის ასული გვილია დაიბადა ქ. ზუგდიდში, იურისტისა და მედდის ოჯახში, 1968 წლის 28 მაისს. 1985 წელს ირმამ წარჩინებით დაამთავრა ზუგდიდის მე-4 საშ. სკოლა. 1991-ში კი წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა – ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია). 1991-94წწ სწავლობდა ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაზე, ხოლო 1995 წელს მას მიენიჭა ბიოლოგიის […]
1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის სპეციალობით, ზოოლოგიის პეციალიზაციით. 1997 წელში სწავლობდა ჯერსის ველური ბუნების დაცვის ცენტრში (ნორმანდიის კუნძულები, დიდი ბრიტანეთი), სადაც მიიღო იშვიათი სახეობების მენეჯმენტის და გამრავლების სპეციალისტის სერტიფიკატი და კენტის უნივერსიტეტის (კენტერბერი, დიდი ბრიტანეთი) დიპლომი კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით. 1999 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ირმის (Cervus elaphus) რიცხოვნობის დინამიკა მგლის (Canis lupus) რიცხოვნობის […]
1981 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც 1984 წელს დაამთავრა. 1987 წელს დაიცვა დისერტაცია აჭარის ოქრო-სპილენძ-პოლიმეტალური საბადოების კომპლექსური შესწავლის თემაზე. გეოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა 2002 წლამდე (1992 წლიდან – შეთავსებით). იყო ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიისა და გეოქიმიის […]
ნატო დარჩიამ 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში სწავლობდა ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით, 2006 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია სპეციალობით ფუნდამენტური ნეირომეცნიერებანი. 1995-2009 წლებში მუშაობდა ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. 2001 წელს გავლილი აქვს 5-თვიანი სტაჟირება საფრანგეთში (გი […]
ნუნუ მეტრეველმა 1987 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ფიზიკის სპეციალობით. 1988-1996 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრის მეცნიერ-თანამშრომლად. 1997 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „სითბოტევადობის დენატურაციული ინკრემენტი კოლაგენის განზავებულ წყალხსნარებში” ბიოფიზიკის მიმართულებით. 1998-2005 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. ეწეოდა როგორც სამეცნიერო, ისე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. 2006 […]
1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: «სახეობათა გავრცელების პროგნოზი ანუ ჰაბიტატთა მოდელირება კავკასიაში». 1991-2002 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბიოფიზიკის კათედრაზე მკვლევრად. 1994-2006 წლებში – საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრში «ბუდე» ბიოლოგ-კონსერვაციონისტად და გის-ანალიტიკოსად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში […]
ეკა ლეფსვერიძემ 1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით, 2001 წელს კი – მაგისტრატურა ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე. 2003 წლიდან მოღვაწეობა განაგრძო ჰამბურგში, მოლეკულური ნეირობილოგიის ცენტრში და 2006 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი ჰამბურგის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტზე, მათემატიკის, ინფორმატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს […]
გიორგი ჯაფარიძემ 1975 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1978 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა ასპირანტიდან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემდე. 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ერთგანზო-მილებიანი ფერმიონული სისტემების მაგნიტური თვისებები. ზუსტად ამოხსნადი მოდელები“, ხოლო 1998 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „დაბალგანზომილებიანი მაგნეტიზმისა და ზეგამტარობის უჩვეულო მოდელები“. […]
თინათინ კახნიაშვილმა 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, მოსკოვი, რუსეთი) თემაზე „გრავიტაციული არამდგრადობის თეორია მრავალკომპონენტიან სამყაროში”. 1988 წლიდან მუშაობდა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მკვლევრად, 2020 წლიდან ამავე ობსერვატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. 1999 წელს რუსეთის ფიზიკის ინსტიტუტის […]
დაიბადა ქალაქ თბილისში 1976 წლის 18 ოქტომბერს. 1993 წელს დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1997 წელს, ხოლო 1999 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი (წარჩინებით) ინფორმატიკასა და გამოთვლით მათემატიკაში. სწავლის პარალელურად 1997 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის, რეგიონული სეისმოლოგიის განყოფილების ლაბორანტი, ხოლო 2004 წლიდან ამავე განყოფილების […]
ანდრია როგავამ 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალიზაციით თეორიული ფიზიკა და 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ფიზიკური პროცესები შავი ხვრელის აკრეციული დისკის შიდა ზონაში”. ამავე წლიდან 2010 წლამდე იყო აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 1991-1997 წლებში ასწავლიდა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე (მოწვეული ლექტორი, შემდეგ დოცენტი). 1995-1996 წლებში იყო თეორიული ფიზიკის […]
ლალი შანშიაშვილმა 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მან სწავლა განაგრძო საქარველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ბერიტაშვილის ინსტიტუტის ასპირანტურაში ბიოქიმიის სპეციალობით. 1991 წელს ლალი შანშიაშვილმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2004 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2000-2008 წლებში იგი თანამშრომლობდა ბაზელის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ზედაპირების ბიოქიმიის ლაბორატორიასთან და მოლეკულური შეცნობის ცენტრთან – […]
ოთარ აბდალაძემ 1981 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1982-1984 წლებში სწავლობდა ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგის) სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კომაროვის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ცენტრალური კავკასიონის სუბალპური სარტყლის მცენარეთა CO2-გაზთა ცვლა“. 1988-1990 წლებში მაღალმთის მცენარეთა ეკოლოგიის დარგში გაიარა სტაჟირება ინსბრუკის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში. 1994 წ დაიცვა […]
ზურაბ ჯავახიშვილმა 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით. 1995 წელს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა მიმართულებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ძლიერი მიწისძვრების მომზადების არის ფიზიკური პარამეტრების განსაზღვრა“. 1980 წლიდან მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტში ინჟინრის, მეცნიერ-თანამშრომლის, სეისმოლოგიის განყოფილების უფროსის, დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე. მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიიყო საქართველოს ერთიანი სეისმური დაცვის […]
დავით თარხნიშვილმა 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1987 წელს სვერდლოვსკის (ამჟამად ეკატერინბურგი) ეკოლოგიის კვლევით ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ეკოლოგიაში თემაზე – ”ამფიბიების სახეობათაშორისი კონკურენცია”. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ბანგორის უნივერსიტეტსა (დიდი ბრიტანეთი; 1996-1997) და ბონის ზოოლოგიის ინსტიტუტში (გერმანია, 1999-2003). ძირითადი კვლევითი საკითხებია: ამფიბიების და ქვეწარმავლების ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, პოპულაციური გენეტიკა […]
ზაალ კიკვიძემ 1978 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მემბრანების ბიოლოგიის განხრით თემაზე: „ნატრიუმ-კალიუმ-ატეფაზის ფუნქციური რეგულაცია“. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის, შემდეგ ბოტანიკის ინსტიტუტში, ასევე – საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტში. 1993-1994 წწ. გაიარა ეკოლოგიური განათლების კურსი გლაზგოს სტრათკლაიდის უნივერსიტეტის ჯორდანჰილის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი). […]
კორტ ანდერსონმა 1982 წელს დაამთავრა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და 1991 წელს მოიპოვა იელის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დოქტორის ხარისხი. 1991-1994 წლებში მუშაობდა იელის უნივერსიტეტის ჰოპვარდ ჰიუს სამედიცინო ინსტიტუტში მკვლევრად. 1995-1998 წლებში იყო ლონდონის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის იმპერიული კოლეჯის პოსტ-დოქტორანტი. 1998-2001 წლებში იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის ორგანიზმების ბიოლოგიის და ანატომიის დეპარტამენტის მკვლევარი. 2007-2012 წლებში – ინვაზიური სახეობების […]
1971 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოქიმიის სპეციალობით, 1974 წელს – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სპეციალობით „ადამიანის და ცხოველთა ბიოქიმია“. 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1987 წელს – სადოქტორო დისერტაცია ბიოქიმიის სპეციალობით. 1974 წლიდან მუშაობს ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი) ბიოქიმიის განყოფილებაში, ჯერ – მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1983 წლიდან –განყოფილების ხელმძღვანელად. […]
ქეთევან კუპატაძემ 1993 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმია-ბიოლოგიის მიმართულებით. 1997 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს სადოქტორო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი, მონოგრაფია, სახელმძღვანელო. სამი სასწავლო-ვირტუალური პროგრამის ავტორია ქიმიასა და ბიოქიმიაში. ასევე, ორასზე მეტი სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ავტორია ქიმიის მიმართულებით. ქიმიის პოპულარიზაციისთვის […]
თეიმურაზ ზაქარაშვილმა 1991 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1997 წელს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მზის მაგნიტური ველის თავისებურებანი”, 2004 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მაგნიტოჰიდროდინამიკური ტალღების პარამეტრული ურთიერთქმედება და მისი ასტროფიზიკური გამოყენება“. 1995 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. სხვადასხვა […]