faculty.iliauni.edu.ge

წვერავა ლია

ლია წვერავამ 2009 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგიკის სპეციალობით. 2012 წელს – მაგისტრატურა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალობით. 2019 წელს მიენიჭა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2017-დან 2024 წლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარია. 2018 წლიდან – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის […]

ჰაინი ნილს

ზირაქაშვილი მედეა

მედეა ზირაქაშვილმა 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და რეზიდენტურაში განაგრძო სწავლა ბავშვთა ნევროლოგიის, ხოლო შემდეგ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის მიმართულებით. 2012 წლამდე მუშაობდა იაშვილის კლინიკის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტის ბავშვთა ნევროლოგად, შემდეგ განაგრძო მუშაობა როგორც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრმა. 2008 წელს ჩვილი იესოს სახელობის რომის პედიატრიული კლინიკის  (იტალია) ნეიროფსიქიატრიულ განყოფილებაში პროფესორ სტეფანო ვიკარის სუპერვიზიით გაიარა […]

ფრანკ თომას ბოლანდერი

მირცხულავა ვერიკო

მარგოლისი ლეონიდ

გაბელაია მარიამ

2013 წელს მიიღო ეკოლოგიის მაგისტრის ხარისხი და სადოქტორო პროგრამაზე განაგრძო სწავლა. 2019 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამაზე სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ბიოლოგიაში (გენტის უნივერსიტეტი, ბელგია). 2020 წელს მიიღო მარგარეტ კონიგის სახელობის სტიპენდია პოსტ-სადოქტორო კვლევისათვის ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების შემსწავლელ ინსტიტუტში (ბონი, გერმანია). ამჟამად მუშაობს ამავე ინსტიტუტში მორფოლოგიური ლაბორატორიის ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.

ნემსაძე მანანა (გარდაცვლილი)

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის განხრით, 1972 წელს – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ნეირომეცნიერების სპეციალობით. 2004-2006 წლებში მანანა ნემსაძე იყო ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2006-2010 წწ. – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2010 წელს მიენიჭა უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდება. ბიბლიოგრაფია Gogichadze […]

ელიავა ირაკლი (გარდაცვლილი)

ემერიტუს-პროფესორი ირაკლი ელიავა (1929-2021). ირაკლი ელიავას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ზოოლოგიური მენიერების განვითარებაში. 1947 წელს ის გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. განსაკუთრებულად წარმატებული სტუდენტი გადავიდა სასწავლებლად ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგია-ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1953 წელს. ის შეისწავლიდა კულტურული მცენარეების პარაზიტულ ნემატოდებს და 1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ამ სფეროში. კოლეგები იცნობდნენ […]

ბადრიძე იასონ

მესხია ვლადიმერ

ჩქარეული ჯუანშერ

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1966-1970 წლებში სწავლობდა რუსეთის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო და 1985 წელს – სადოქტორო დისერტაცია ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და კოსმოლოგიაში. 1971-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში უფროს, წამყვან და მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად, 1991 წლიდან ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელია. 1986-1991 წლებში თბილისის […]

მაჩაბელი გიორგი

ნახუცრიშვილი გიორგი

1973 წელს მიიღო ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი ბოტანიკის დარგში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში [ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი]. 1959-1982 წლებში იყო ბოტანიკის ინსტიტუტის მკვლევარი, აკადემიური მდივანი, მცენარეთა ეკოლოგიის განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, 1982-2006 წლებში – ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი, 2006-2010 წლებში – ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 2010 წლიდან დღემდე ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა […]

შათირიშვილი აივენგო

1964 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1967 წელს – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა გენეტიკის განხრით. 1966-1973 წლებში სტაჟირება გაიარა ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგის) უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრასა და მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის რადიაციული გენეტიკის ლაბორატორიაში. 1974 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1995 წელს – სადოქტორო დისერტაცია გენეტიკის სპეციალობით. 1968 წელს აირჩიეს თსუ-ის გენეტიკის კათედრის ასისტენტად, […]

სეფაშვილი მაია

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატი  ბიოლოგიის სპეციალობით, 2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო კურსი სპეციალობით „მცენარეთა ფიზიოლოგია“. 2006  წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტში თემაზე „ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმის როლი ნეიროდეგენერაციული პროცესების ინიციაციაში“.   2006 წლიდან მუშაობს ი. […]

ნარმანია ნანა

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით, შემდეგ 2004 წელს – ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით „მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგია“. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით. 2007 წლიდან მუშაობს ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი) ბიოქიმიის განყოფილებაში. 2011 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური […]

იანჩუკოვი ოლეკსეი

კილაძე ივანე

1997წელს ქ.ქუთაისის მე-3 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდგომ, იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.  დიპლომის შემდგომი განათლება ონკოლოგიაში მიიღო ქ. სანკტ-პეტერბურგში, ნ.ნ. პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდგომ მუშაობდა ამავე ინსტიტუტში კლინიკურ ონკოლოგად (2003-2007). 2008 წელს მუშაობდა ქ.ქუთაისში, „წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრში“ კლინიკურ ონკოლოგად. 2009წლიდან- 2016წლამდე მუშაობდა ქ.თბილისში […]

ჭიღლაძე მაკა

განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი- პედიატრიული ფაკულტეტი 1984-1990 წლები. ინტერნატურა: ბავშვთა რესპუპლიკური საავადმყოფო- ფსიქო ნევროლოგიური განყოფილება-1990-1992 წ. მოწმობა: ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი .ახალშობილთა ფიზიოლოგია და პათოლოგია . ნეონატოლოგია1993 წ. ლიცენზია :სახელმწიფო სერთიფიკატი-უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომი ექიმი-ნეონატოლოგი 2001წლის 19 მარტი. პედიატრიის გადამზადების კურსი: ექიმი- პედიატრი 2014 წლიდან. სამუშაო გამოცდილება-ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგი შ.პ.ს. შალვა (დავით) ქორიძის სამშობიარო სახლი- 1992 წლიდან. […]

თიერი პიერ – სემუელ ბერნი

დოქტორმა ბერნიმ 1981 წელს დაამთავრა შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი (მაგისტრის ხარისხი) და 1987 წელს – ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა. მომზადება გაიარა ზოგად და ვისცერულ ქირურგიაში შვეიცარიაში და ტრანსპლანტაციურ ქირურგიაში ბრიუსელსა (ბელგია) და მაიამიში (ფლორიდა). 2002-2022 წლებში იყო ჟენევის უნივერსიტეტის საავადმყოფოების უჯრედების იზოლაციისა და ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელი / პანკრეასის კუნძულების უჯრედებისა და პანკრეასის ტრანსპლანტაციის პროგრამების დირექტორი. […]

ტიელიძე ლევან

2016 წლიდან არის გეოგრაფიის დოქტორი გლაციოლოგია-გეომორფოლოგიის მიმართულებით. 2006-2018 წლებში მუშაობდა თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერის თანამდებობაზე, ხოლო 2018-2020 წლებში უფროსი მეცნიერის თანამდებობაზე. 2014-2015 წლებში სტაჟირება გაიარა აშშ-ში, მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში; 2015-2017 წლებში კანადაში, ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში; 2018 წელს შვეიცარიაში, ციურიხის უნვერსიტეტში; ხოლო 2019 წელს ავსტრალიაში, მონაშის უნივერსიტეტში. 2019 წლიდან მუშაობს მეორე სადოქტორო დისერტაციაზე […]

სუხიშვილი ლაშა

2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი ბაკალავრის აკადემიური ხარისხით სპეციალობაში ჰიდროლოგია, მეტეოროლოგია და ოკეანოლოგია. 2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის მიერ მიენიჭა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების ტექნოლოგიებში. 2021 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე «საქართველოს […]

ბუსსმანნ რაინერ ვილლი

ჯავახიშვილი ზურაბ

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო კურსი სპეციალობით ზოოლოგია. სამაგისტრო თემა: “ საქართველოში ორბის (Gyps Fulvus) მიერ საბუდარი ტერიტორიის შერჩევის განმსაზღვრელი ფაქტორების ანალიზი”. 2018 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა და დაიცვა დისერტაცია თემაზე: ” ფრინველთა სეზონური გადაადგილება კავკასიაში და მათი როლიფრინველის გრიპის გავრცელებაში”. 1997 –2006 წლებში […]

პაატაშვილი ეკა

გამოცდილება და უნარები: ქალბატონი ეკა პაატაშვილი, როგორც საერთაშორისო კონსულტანტი, მუშაობს ჯანდაცვის პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროექტებზე სხვადასხვა ქვეყანაში. 2014 წლიდან იგი წარმოადგენს საბინის ვაქცინის ინსტიტუტს ევროპის რეგიონში და ხელს უწყობს იმუნიზაციის პროგრამების ადვოკატირებასა და მდგრადობას. ქალბატონ ეკა პაატაშვილს აქვს სახელმწიფო სექტორში მუშაობისა და საქართველოში ჯანდაცვის რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. 2000-2012 წლებში, ის მუშაობდა საქართველოს […]

ზოიძე აკაკი

დაიბადა 1968 წლის 3 ივნისს თბილისში. დაამთავრა ქ. თბილისის 55-ე სკოლა. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. იყო ა. ალადაშვილის სახელობის სტიპენდიანტი. 1991 წელს ჩააბარა ქ. თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგის ინსტიტუტის ორდინატურაში. ამავე ინსტიტუტში მუშაობდა ექიმ-ნევროლოგად 1993-1995 წწ ებში. 1993 წლის სექტემბერში, სოხუმის ტრაგედიის შემდეგ მოხალისედ წავიდა სვანეთში, სოფელ ჭუბერში ესპანეთის „ექიმები საზღვრებს […]

გოცაძე გიორგი

გიორგი გოცაძე არის ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების მკვლევარი-სპეციალისტი, 60-მდე ქვეყანში და მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით. მან 1989 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სპეციალობით – სამკურნალო საქმე. 1993 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1989-1993 წლებში მუშაობდა აკად. კ.ვ.ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტში. 1994-1996 წლებში ხელმძღვანელობდა სამედიცინო […]

მირზიკაშვილი ნინო

ნინო მირზიკაშვილი დაიბადა 1978წ, ქალაქ თბილისში. 1995 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა წარჩინებით და ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პრევენციული მედიცინის ფაკულტეტზე. 2001 წელს დაამთავრა თსსუ და იმავე წელს დაიწყო მუშაობა მ.იაშვილის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში სოციალურ მუშაკად. 2001-2004 წლებში ნინო სწავლობა თსსუ-ს რეზიდენტურაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. 2004 წ სამუშაოდ გადავიდა საერთაშორისო […]

ოთიაშვილი დავით

1992 წელს დავამთავრე თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მივიღე ფსიქიატრის კვალიფიკაცია. ათი წლის მანძილზე ვმუშაობდი ექიმ-ნარკოლოგად ნარკოლოგიურ კლინიკაში. 2003-2004 წლებში ვსწავლობდი წამალდამოკიდებულების კვლევის მეთოდებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში (ბალტიმორი, აშშ). 2014 წელს დავიცავი დოქტორის ხარისი ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში პრაღის კარლოვი უნივერსიტეტში. ბოლო წლებში ჩემი საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის წამალდამოკიდებულების პრობლემის კვლევა და დარგის სპეციალისტებისათვის სასწავლო პროგრამების შემუშავება […]

გებჰარტი მარინუს

2010 წელს მარინუს გებჰარტმა წარჩინებით დაასრულა სწავლა (დიპლომი)ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (მიუნხენი) გეოგრაფიის ფაკულტეტზე. 2015 წლის გაზაფხულზე დაიცვა დისერტაცია ბოლზანოს თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის „მთის გარემოს მართვა“ ფარგლებში. 2016 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია გეოგრაფიისა და ქედის ეკოლოგიაში, შეფასებასა და მენეჯმენტში. პარალელურად მუშაობდა საერთაშორისო კონსულტანტად საქართველოში მდელოების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2019 წლიდან იყო ბუნებრივი რესურსების მენეჯერი ბუნების […]

მეგრელიშვილი მარიკა

მარიკა მეგრელიშვილმა 1998 წელს დაამთავრა პერმის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში (ქ. პერმი, რუსეთი) და დიპლომისშემდგომი განათლება განაგრძო მოსკოვის სამედიცინო აკადემიის ნერვული სნეულებათაკლინიკაში (მოსკოვი, რუსეთი). მან გავლილი აქვსპროფესიული ტრენინგები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში მერილენდში (აშშ), რედბოუდის უნივერსიტეტში ნაიმეღენში (ჰოლანდია) და სხვ. თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში მარიკა ყოველთვის წარმტებით ითავსებს კლინიკურ პრაქტიკას, სწავლებას და კვლევით […]

კვარაცხელია ეკატერინე

ადამია სოფია

სიხარულიძე შალვა

შალვა სიხარულიძემ 1976 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტი. 1985 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი) დაიცვა დისერტაცია ბოტანიკის დარგში. 1976-1999 წლებში იყო ბოტანიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1999-2008 წლებში – ბაკურიანის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, 2008-2011 წლებში კი – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტნიკის ინსტიტუტის დირექტორი. 2011 წლიდან ილიას […]

იური ბაღათურია

1976 წელს დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით „მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკა“. 1976-79 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, ანდრონიკაშვილსი სახელობსი ფიზიკის ინსტიტუტში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, ეროვნულ საგამოცდო ცენტრში. 1999-2003 წლებში მონაწილეობდა  HERA-B ექსპერიმენტში (DESY, ჰამბურგი,  გერმანია) როგორც […]

მიდოდაშვილი პავლე

1983 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1983 წლიდან 1986 წლის ჩათვლით სწავლა გააგრძელა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის ასპირანტურაში სპეციალობით „თეორიული და მათემატიკური ფიზიკა“ და 1987 წელს მას მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი თეორიული და მათემატიკური ფიზიკის მიმართულებით. 1986-დან 2007-მდე მუშაობდა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, […]

გოდოლაძე თეა

თეა გოდოლაძე, არის სრული პროფესორი გეოფიზიკის მიმართულებით. ამჟამად, სამეცნიერო საქმიანობას ეწევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე. ასევე, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 2013 წლიდან დღემდე. თეა გოდოლაძეს აქვს დოქტორის ხარისხი ფიზიკა-მათემატიკაში. ასევე, 2012-2013 წლებში გაიარა პოსტ-სადოქტორო კვლევა სეისმოლოგიაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. […]

კალანდაძე იაგორ

დაბადებულია 1964 წ 26 ოქტომბერს. 1981 წ. დაამთავრა თბილისის 101-ე საშუალო სკოლა. 1986 წ. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით. 1990 წ-ს მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სამედიცინო ბიოფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის დარგში, 1999 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიკრობიოლოგიისა და კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის დარგში.   აქვს დიდი გამოცდილება ჯანდაცვის მართვის სფეროში. 1997-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს […]

შაბურიშვილი თამაზ

დაბადებულია 1964 წ 15 სექტემბერს. 1987 წ დაამთავრა თბილისის 101-ე საშუალო სკოლა. 1981წ-დან 1987 წ-მდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1987-1989 წ-ში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კარდიოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორია. 1989-1994 წ-ში მუშაობდა თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური ბლოკის ექიმად. 1991 წ-ს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1994-1997 წლებში #2 საავადმყოფოს დიაგნოსტიკური განყოფილების გამგეა. 1997 წ-ს […]

ვესთვუდი ოლვინ

ოლვინ ვესთვუდმა 1980 წელს დაამთავრა სურეის უნივერსიტეტი (ბაკალავრის დიპლომი წარჩინებით). მუშაობდა რუტინულ დიაგნოსტიკურ პათოლოგიაში და გაიარა სადოქტორო პროგრამა იმუნოლოგიასა და უჯრედული ბიოლოგიის (1989 წელს ლონდონის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „პლაცენტური პროტეინი 14 (PP14): კვლევა ცილის იზოლაციის, გაწმენდის, ფიზიკური მახასიათებლებისა და მოლეკულური ბიოლოგიის კვლევა“) კვლევაში, რის შემდეგაც წარმატებით გადაინაცვლა პედაგოგიურ პრაქტიკასა და კვლევით საქმიანობაში. 1999 წლიდან […]

გამყრელიძე გიგა (გიორგი)

გიორგი გამყრელიძემ 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულეტეტი ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით. 1989 წელს დაიწყო მოღვაწეობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1993 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიოლოგიის დეპარტმენტზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1993 წლიდან 2007 წლამდე მოღვაწეობდა აშშ-ში სადაც სხვადასხვა დროს მონაწილებდა სამ აშშ ჯამრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროგრამაში. […]

ჩხეიძე ნინო

დაიბადა 1985 წლის 2 ივლისს, ქ. თბილისში. 2011 წელს მიიღო ფიზიკის დოქტორის ხარისხი თეორიული ასტროფიზიკის მიმართულებით ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტში. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს მკვლევარად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიოტუტში, თეორიული ასტროფიზიკის ცენტრში. 2017 წლიდან არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თეორიული ფიზიკის მიმართულებაში.

კოპალიანი ნათია

1988 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ბიოლოგია. 1988 წელს ჩააბარა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 2002 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „თამაშის ქცევის ონტოგენეზი მგლის (Canis lupus) მაგალითზე“ სპეციალობით ეკოლოგია. 1988 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოოლოგიის კათედრაზე, სადაც ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს და კითხულობდა ლექციებს ზოოლოგიაში, ცხოველთა ქცევაში, თერიოლოგიასა […]

ონიანი ნიკოლოზ

შანავა კობა

სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ 2003 წლიდან ხუთი წლის განმავლობაში კობა შანავა მუშაობდა ლექტორად ნორმალური ანატომიის (თბილისის სამედიცინო აკადემია) და კლინიკური ანატომიის კათედრებზე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). 2008 – 2010 წლებში მან მუშაობა გააგრძელა პეჩის უნივერსიტეტის ქირურგიული კვლევების და ტექნიკის დეპარტამენტში (უნგრეთი) როგორც დოქტორანტი. 2012-2015 წლებში ბატონი კობა შანავა მუშაობდა ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში […]

შერგელაშვილი ბიძინა

ბიძინა შერგელაშვილი დაიბადა 1972 წლის 28 აპრილს. 1989 წელს დაამთავრა ანდრია რაზმაძის სახელობის თბილისის 25-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა (ამჟამად მე-7 ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზია). იმავე წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1994 წელს თეორიული ფიზიკის, ასტროფიზიკის სპეციალობით. 1996 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტურაში, ხოლო 1999 წლის ბოლოდან დაიწყო […]

სოლომონია რევაზ

რევაზ სოლომონიამ (დაბადების თარიღი – 28.05.1956) 1978 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალიზაციით ბიოქიმია. 1978-1982 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1983 წელს ქ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1982 წლიდან დღემდე არის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (მაშინდელი ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი) თანამშრომელი სხვა პოზიციების პარალელურად. რ. […]

ოკუჯავა მიხელ

მიხეილ ოკუჯავამ უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომლის სამკურნალო ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა 1994 წელს. 1994-1996 წლებში გადიოდა კლინიკურ ორდინატურას ნევროლოგიაში, თსსუ ნერვულ სნეულებათა კათედრაზე პროფ. ა. ლაჭყეპიანის ხელმძღვანელობით. ამავე დროს მ. ოკუჯავა დაინტერესდა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებით და 1995 წელს დაასრულა თბილისის სახლემწიფო სამედიცინო აკადემიის რენტგენორადიოლოგიის კურსი. 1995-1996 წლებში გადიოდა სტაჟირებას ნევროლოგიასა და ნეირორადიოლოგიაში […]

ჯეჯელავა ჯუანშერ

2000 წელს, ჯუანშერ ჯეჯელავამ ჩააბარა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა როგორც ბაკალავრის, ისევე მაგისტრის ხარისხი ველის კვანტური თეორიის სპეციალობით. 2006წ ჩაბაარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ნაწილაკების ფიზიკის სპეციალობით. 2011 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი რომელშიც გამოიკვლია ლორენც დარღვევის შესაძლებლობა გაწრფივებულ გრავიტაციასა და არააბელურ ველებში. ამის შემდეგ მალევე გადავიდა თეორიიდან ფენომენოლოგიაში. 2012 წელს შეუერთდა ATLAS/CERN ექსპერიმენტის Tile […]

მაზიაშვილი მიხეილ

საბასიზო და შემდგომი განათლება, თეორიული ფიზიკის სპეციალობით, მიიღო ჯავახიშვილის სახელმწიფო უნიში ,1992 – 2001 წლებში; საკანდიდატო დისერტაცია (PhD) დაიცვა 2004 წელს. პროფესიული გამოცდილება/მოღვაწეობა (საქართველოში): ჯავახიშვილის უნის თეორიული ფიზიკის კათედრის ასისტენტი 2001 – 2005; ამავე უნივერსიტეთან არსებული, მაღალიე ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნ თანამშრომელი 2005 – 2006; ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნ თანამშრომელი 2006 – 2011; […]

გვილია ირმა

ირმა ჯიმის ასული გვილია დაიბადა ქ. ზუგდიდში, იურისტისა და მედდის ოჯახში, 1968 წლის 28 მაისს. 1985 წელს ირმამ წარჩინებით დაამთავრა ზუგდიდის მე-4 საშ. სკოლა. 1991-ში კი წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა – ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია). 1991-94წწ სწავლობდა ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაზე, ხოლო 1995 წელს მას მიენიჭა ბიოლოგიის […]

თევდორაძე ეკატერინე

ეკატერინე თევდორაძემ 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ეკოლოგიური გენეტიკის ფაკულტეტი ბიოლოგის კვალიფიკაციით. 1998-2002 წლებში სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში მიკრობიოლოგიის მიმართულებით. 2001-2015 წლებში ეწეოდა კვლევით საქმიანობას გ. ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. 2013 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მოლეკულური […]

ჯავახიშვილი გიორგი

გიორგი ჯავახიშვილი დაიბადა 1958 წლის 5 აპრილს, ქალაქ თბილისში. 1975 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 68-ე საშუალო სკოლა.1975-1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტზე, ასტრონომიის სპეციალობაზე. მიღებული აქვს ასტრონომიის მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი. 1980 წლის სექტემბერში მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ვარსკვლავთ და გარეგალაქტიკური ასტრონომიის განყოფილებაში. მონაწილეობდა დაკვირვებით სამუშაოებში. 1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ტრაპეციის […]

ბასიშვილი თამარ

თამარ ბასიშვილმა 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით. 2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში. 2010 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ძილ-ღვიძილის შემსწავლელ თენგიზ ონიანის ლაბორატორიაში. მას გავლილი აქვს სტაჟირება ძილის მედიცინაში ჟენევის უნივერსიტეტის ჰოსპიტლის ძილის ლაბორატორიაში (ჟენევა, შვეიცარია) და ნაიმეხენის რადბოუდ უნივერსიტეტის ბიოლოგიური […]

თოდუა მაია

მაია თოდუამ 1989 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რუსეთი, სსრკ) მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტი ასტრონომიის სპეციალობით. 1989 წლის ოქტომბერში მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ვარსკვლავთ და გარეგალაქტიკური ასტრონომიის განყოფილებაში. მონაწილეობდა დაკვირვებით სამუშაოებში ობსერვატორიის 125-სმ და 70-სმ ტელესკოპებზე. 2001-2003 წლებში სწავლობდა მაგისტრატურაში და მასწავლებლად მუშაობდა რატგერსის უნივერსიტეტის (ნიუ ჯერსი, აშშ) ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტში ფიზიკის სპეციალობით. 2003 წელს […]

გურიელიძე ზურაბ

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის სპეციალობით, ზოოლოგიის პეციალიზაციით. 1997 წელში სწავლობდა ჯერსის ველური ბუნების დაცვის ცენტრში (ნორმანდიის კუნძულები, დიდი ბრიტანეთი), სადაც მიიღო იშვიათი სახეობების მენეჯმენტის და გამრავლების სპეციალისტის სერტიფიკატი და კენტის უნივერსიტეტის (კენტერბერი, დიდი ბრიტანეთი) დიპლომი კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით. 1999 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ირმის (Cervus elaphus) რიცხოვნობის დინამიკა მგლის (Canis lupus) რიცხოვნობის […]

მაღალაშვილი არჩილ

1981 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც 1984 წელს დაამთავრა. 1987 წელს დაიცვა დისერტაცია აჭარის ოქრო-სპილენძ-პოლიმეტალური საბადოების კომპლექსური შესწავლის თემაზე. გეოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა 2002 წლამდე (1992 წლიდან – შეთავსებით). იყო ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიისა და გეოქიმიის […]

ბერიშვილი-ბერნი ეკატერინე

ეკატერინე ბერიშვილმა-ბერნიმ 1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემიის მედიცინის ფაკულტეტი. 2003 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი, 2005 წელს – ზოგადი ქირურგის კვალიფიკაცია. 2006-2007 წლებში ეწეოდა პოსტსადოქტორო სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობას ალბერტ აინშტეინის სამედიცინო კოლეჯის ღვიძლის კვლევით ცენტრში (იეშივას უნივერსიტეტი, ნიუ იორკი, აშშ). 2008-2010 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). 2008-2014 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო […]

დათიკაშვილი-დავიდი ირინე

2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის   სამკურნალო ფაკულტეტი. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასპირანტურაში სპეციალობით ჰემატოლოგია. 2005 წელს მიენიჭა დოქტორის წოდება ნაშრომსთვის „აპოპტოზის როლი ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებათა  პროგნოზსა  და ქიმიოთერაპიისადმი მგრძნობელობის შეფასებაში“. 2009 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ამჟამად მუშაობს „შპს მ.ზოდელავას ჰემატოლოგიურ ცენტრში ექიმი ჰემატოლოგისა და კლინიკური კვლევის დეპარტამენტის პოზიციაზე და „შპს ავერსის“ […]

მოსულიშვილი მარინე

მარინე მოსულიშვილმა 1978 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალიზაცია ბოტანიკა). 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: მარცვლოვანთა (Poaceae) ოჯახის ქვეტრიბა Koeleriinae-ს (გვარების: Trisetum, Trisetaria, Rostaria, Koeleria) კავკასიის სახეობების ტაქსონომიური რევიზია. სამუშაო გამოცდილება – თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტი (ამჟამად ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტი); საქართველოს ეროვნული მუზეუმი (TGM ჰერბარიუმი). ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს მისურის ბოტანიკურ ბაღში, […]

დარჩია ნატო

ნატო დარჩიამ 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში სწავლობდა ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით, 2006 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია სპეციალობით ფუნდამენტური ნეირომეცნიერებანი. 1995-2009 წლებში მუშაობდა ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. 2001 წელს გავლილი აქვს 5-თვიანი სტაჟირება საფრანგეთში (გი […]

მეტრეველი ნუნუ

ნუნუ მეტრეველმა 1987 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ფიზიკის სპეციალობით. 1988-1996 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრის მეცნიერ-თანამშრომლად. 1997 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „სითბოტევადობის დენატურაციული ინკრემენტი კოლაგენის განზავებულ წყალხსნარებში” ბიოფიზიკის მიმართულებით. 1998-2005 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. ეწეოდა როგორც სამეცნიერო, ისე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. 2006 […]

გავაშელიშვილი ალექსანდრე

1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: «სახეობათა გავრცელების პროგნოზი ანუ ჰაბიტატთა მოდელირება კავკასიაში». 1991-2002 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბიოფიზიკის კათედრაზე მკვლევრად. 1994-2006 წლებში –  საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრში «ბუდე»  ბიოლოგ-კონსერვაციონისტად და გის-ანალიტიკოსად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში […]

ლეფსვერიძე ეკა

ეკა ლეფსვერიძემ 1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით, 2001 წელს კი – მაგისტრატურა ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე. 2003 წლიდან მოღვაწეობა განაგრძო ჰამბურგში, მოლეკულური ნეირობილოგიის ცენტრში და 2006 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი ჰამბურგის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტზე, მათემატიკის, ინფორმატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს […]

ჟვანია მზია

მზია ჟვანიამ 1972 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით – „ციტოლოგია და ჰისტოლოგია“, 1975 წელს – თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობით – “ფრანგული ენა“,  1978 წელს კი – სსრკ სამედიცინო აკადემიის ტვინის ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტურა სპეციალობით „ნეიროანატომია. თავის ტვინის ულტრასტრქტურა“. 1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „თავის ტვინის […]

ჯაფარიძე გიორგი

გიორგი ჯაფარიძემ 1975 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1978 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა ასპირანტიდან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემდე. 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ერთგანზო-მილებიანი ფერმიონული სისტემების მაგნიტური თვისებები. ზუსტად ამოხსნადი მოდელები“, ხოლო 1998 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „დაბალგანზომილებიანი მაგნეტიზმისა და ზეგამტარობის უჩვეულო მოდელები“. […]

კახნიაშვილი თინათინ

თინათინ კახნიაშვილმა 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, მოსკოვი, რუსეთი) თემაზე „გრავიტაციული არამდგრადობის თეორია მრავალკომპონენტიან სამყაროში”. 1988 წლიდან მუშაობდა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მკვლევრად, 2020 წლიდან ამავე ობსერვატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. 1999 წელს რუსეთის ფიზიკის ინსტიტუტის […]

ელაშვილი მიხეილ

დაიბადა ქალაქ თბილისში 1976 წლის 18 ოქტომბერს. 1993 წელს დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1997 წელს, ხოლო 1999 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი (წარჩინებით) ინფორმატიკასა და გამოთვლით მათემატიკაში. სწავლის პარალელურად 1997 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის, რეგიონული სეისმოლოგიის განყოფილების ლაბორანტი, ხოლო 2004 წლიდან ამავე განყოფილების […]

თავართქილაძე ზურაბ

ზურაბ თავართქილაძემ 1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1999 წელს ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (PhD) ელ. ნაწილაკების მიმართულებით. აქვს მუშაობის გამოცდილება შემდეგ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში: INFN-ისფერარას სექცია, იტალია (1996-1998); ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი (2001-2004); ჟენევის საერთაშორისო ბირთვული კვლევების ლაბორატორიის (CERN) თეორიული განყოფილება (2004-2006); ოკლაჰომას (აშშ) […]

როგავა ანდრია

ანდრია როგავამ 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალიზაციით თეორიული ფიზიკა და 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ფიზიკური პროცესები შავი ხვრელის აკრეციული დისკის შიდა ზონაში”. ამავე წლიდან 2010 წლამდე იყო აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი.  1991-1997 წლებში ასწავლიდა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე (მოწვეული ლექტორი, შემდეგ დოცენტი). 1995-1996 წლებში იყო თეორიული ფიზიკის […]

დიდებულიძე გოდერძი

1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით ფიზიკური ჰიდროდინამიკა. 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „წრფივი და არაწრფივი შინაგანი გრავიტაციული ტალღები დედამიწის ატმოსფეროში და მათი გავლენა ატმოსფეროს საკუთარ ნათებაზე“. 1979 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დამხმარე მკვლევრად (1979-1982 წწ.), უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1983-1992 წწ.), უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1992-2007 წწ.), მკვლევრად (2007 წლიდან […]

კუხიანიძე ვასილ

ვასილ კუხიანიძემ 1988 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასტრონომიის სპეციალობით, 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში თემაზე: „ქრომოსფერული სპიკულების სტრუქტურა და დინამიკა“. 1988 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ობსერვატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2010 წლიდან დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა და სამეცნიერო ვიზიტით იყო მიწვეული შემდეგ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო […]

შანშიაშვილი ლალი

ლალი შანშიაშვილმა 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მან სწავლა განაგრძო საქარველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ბერიტაშვილის ინსტიტუტის ასპირანტურაში ბიოქიმიის სპეციალობით. 1991 წელს ლალი შანშიაშვილმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2004 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2000-2008 წლებში იგი თანამშრომლობდა ბაზელის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ზედაპირების ბიოქიმიის  ლაბორატორიასთან და მოლეკულური შეცნობის ცენტრთან – […]

ბაცაცაშვილი ქეთევან

ქეთევან ბაცაცაშვილმა 1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2005 წელს ამავე უნივერსიტეტში ბოტანიკაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ლიქენები – თბილისის ატმოსფეროს დაბინძურების ბიოინდიკატორები. 2001-2005 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრაზე, ხოლო 2003-2012 წლებში – თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი). ძირითადი კვლევითი საკითხებია: […]

მურცხვალაძე მარინე

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო კურსი სპეციალობით ზოოლოგია. 2012 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა და დაიცვა დისერტაცია თემაზე: ”ცხოველთა სახეობების წარმოშობა და პოპულაციის სტრუქტურირების კვლევა კავკასიაში”. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2007 წლიდან.

ჯაფოშვილი ბელა

ბელა ჯაფოშვილმა 2005 წელს ზოოლოგიის კვლევით ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ზოოლოგიაში თემაზე – ევროპული ჭაფალას (Coregonus albula Linnaeus) ბიო-ეკოლოგიური დახასიათება ფარავნის ტბის პირობებში. 2007, 2010, 2014 წლებში ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ტურკუს უნივერსიტეტში და ჰელსინკის უნივერსიტეტის ტვარმინეს ზოოლოგიურ სადგურზე (ფინეთი), ხოლო 2011 წელს – სულეიმან დემირელის უნივერსიტეტში (თურქეთი, ისპარტა) და კონსტანცას უნივერსიტეტის ლიმნოლოგიის ინსტიტუტში (გერმანია). ილიას […]

ბარბაქაძე თამარ

თამარ ბარბაქაძემ 1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. 2001 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია“ და ამავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში ბიოქიმიის მიმართულებით. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია და დაიწყო კვლევითი საქმიანობა  ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2006 წლიდან ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის […]

დათუკიშვილი ნელი

ნელი დათუკიშვილმა 1979 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბიოფიზიკის სპეციალიზაციით. 1997 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოლოგიაში თემაზე: “არქეა Sulfolobus acidocaldarius-ის დნმ–პოლიმერაზის გენის კლონირება და სექვენირება”. მუშაობდა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტში. ამჟამად მუშაობს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში. ატარებდა კვლევებს მოსკოვის […]

აბდალაძე ოთარ

ოთარ აბდალაძემ 1981 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1982-1984 წლებში სწავლობდა ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგის) სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კომაროვის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ცენტრალური კავკასიონის სუბალპური სარტყლის მცენარეთა CO2-გაზთა ცვლა“. 1988-1990 წლებში მაღალმთის მცენარეთა ეკოლოგიის დარგში გაიარა სტაჟირება ინსბრუკის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში. 1994 წ დაიცვა […]

ჯავახიშვილი ზურაბ

ზურაბ ჯავახიშვილმა 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით. 1995 წელს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა მიმართულებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ძლიერი მიწისძვრების მომზადების არის ფიზიკური პარამეტრების განსაზღვრა“. 1980 წლიდან მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტში ინჟინრის, მეცნიერ-თანამშრომლის, სეისმოლოგიის განყოფილების უფროსის, დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე. მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიიყო საქართველოს ერთიანი სეისმური დაცვის […]

თარხნიშვილი დავით

დავით თარხნიშვილმა 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1987 წელს სვერდლოვსკის (ამჟამად ეკატერინბურგი) ეკოლოგიის კვლევით ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ეკოლოგიაში თემაზე – ”ამფიბიების სახეობათაშორისი კონკურენცია”.  მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ბანგორის უნივერსიტეტსა (დიდი ბრიტანეთი; 1996-1997) და ბონის ზოოლოგიის ინსტიტუტში (გერმანია, 1999-2003). ძირითადი კვლევითი საკითხებია: ამფიბიების და ქვეწარმავლების ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, პოპულაციური გენეტიკა […]

კიკვიძე ზაალ

ზაალ კიკვიძემ 1978 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მემბრანების ბიოლოგიის განხრით თემაზე: „ნატრიუმ-კალიუმ-ატეფაზის ფუნქციური რეგულაცია“. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის, შემდეგ ბოტანიკის ინსტიტუტში, ასევე – საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტში. 1993-1994 წწ. გაიარა ეკოლოგიური განათლების კურსი გლაზგოს სტრათკლაიდის უნივერსიტეტის ჯორდანჰილის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი). […]

ანდერსონი კორტ

კორტ ანდერსონმა 1982 წელს დაამთავრა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და 1991 წელს მოიპოვა იელის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დოქტორის ხარისხი. 1991-1994 წლებში მუშაობდა იელის უნივერსიტეტის ჰოპვარდ ჰიუს სამედიცინო ინსტიტუტში მკვლევრად. 1995-1998 წლებში იყო ლონდონის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის იმპერიული კოლეჯის პოსტ-დოქტორანტი. 1998-2001 წლებში იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის ორგანიზმების ბიოლოგიის და ანატომიის დეპარტამენტის მკვლევარი. 2007-2012 წლებში – ინვაზიური სახეობების […]

მიქელაძე დავით

1971 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოქიმიის სპეციალობით, 1974 წელს – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სპეციალობით „ადამიანის და ცხოველთა ბიოქიმია“. 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1987 წელს – სადოქტორო დისერტაცია ბიოქიმიის სპეციალობით. 1974 წლიდან მუშაობს ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი) ბიოქიმიის განყოფილებაში, ჯერ – მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1983 წლიდან –განყოფილების ხელმძღვანელად. […]

კიკვიძე მარინე

მარინე კიკვიძემ 1988 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2006 წელს ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მცენარე – მიკრობის ეფექტური ასოციაციების შერჩევა აზოტფიქსაციისა და 2,4,6-ტრინიტროტოლუოლით დაბინძურებული ნიადაგების ბიორემედიაციის ინტენსიფიკაციისათვის“. 1990-2006 წლებში მუშაობდა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 2004-2012 წლებში მუშაობდა შპს „ქართუ-უნივერსალის“ ქარხანაში „თოლია“, საკვები პროდუქტების ხარისხის […]

კუპატაძე დემირტაშ ქეთევან

ქეთევან კუპატაძემ 1993 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმია-ბიოლოგიის მიმართულებით. 1997 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს სადოქტორო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი, მონოგრაფია, სახელმძღვანელო. სამი სასწავლო-ვირტუალური პროგრამის ავტორია ქიმიასა და ბიოქიმიაში. ასევე, ორასზე მეტი სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ავტორია ქიმიის მიმართულებით. ქიმიის პოპულარიზაციისთვის […]

აბიათარი ივანე

ივანე აბიათარმა 2003 წელს თბილისში დაასრულა სამედიცინო განათლება, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ევროპის პანკრეასის ცენტრის (გერმანია) სადოქტორო საფეხურზე. 2007 წლიდან დოქტორანტურაში, ისევე როგორც კლინიკური რეზიდენტურაში, სწავლა განაგრძო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში (გერმანია). 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „პანკრეასის კიბოს პერინერვული ინვაზიის თავისებურებანი“ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნხენის ტექნიკური […]

სიმონია ირაკლი

ირაკლი სიმონია 1988-2008 წლწბში მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მკვლევარად. 1998 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კომეტების ასტროფიზიკის მიმართულებით. 2009-2014 წლებში მუშაობდა ედჯანკტ-პროფესორის პოზიციაზე ჯეიმს კუკის უნივერსიტეტში (ავსტრალია).  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია 2008 წლიდან. ძირითადი კვლევითი საკითხებია: კომეტების ასტროფიზიკა, ვარსკვლავთგარემომცველი მატერიის ფიზიკა და ქიმია, ძველი ასტრონომია. ხელმძღვანელობს სადოქტორო პროგრამებს: მოლეკულური ასტროფიზიკა და არქეოასტრონომია. არის აშშ-ის […]

კანკია ბესიკ

ბესიკ  კანკიამ 1985 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით ბიოფიზიკა; 1989 წელს ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ნუკლეინის მჟავეების ჰიდრატაცია. აკუსტიკური და დენსიმეტრული კვლევა”; სხვადასხვა დროს მუშაობდა შემდეგ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში: თბილისის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (საქართველო, 1998-1991); ცუკუბას ბიომეცნიერებისა და ადამიანური ტექნოლოგიების ინსტიტუტში (იაპონია, 1992-1993); გეტინგენის მაქს პლანკის ბიოფიზიკის […]

ზაქარაშვილი თეიმურაზ

თეიმურაზ ზაქარაშვილმა 1991 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1997 წელს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მზის მაგნიტური ველის თავისებურებანი”, 2004 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მაგნიტოჰიდროდინამიკური ტალღების პარამეტრული ურთიერთქმედება და მისი ასტროფიზიკური გამოყენება“. 1995 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. სხვადასხვა […]

ჯორჯიაშვილი ნატო

ნატო ჯორჯიაშვილი დაიბადა 1977 წლის 14 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1993 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1998 წელს და მიენიჭა გამოყენებითი მათემატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. იმავე წელს ჩააბარა იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 2000 წელს. 1999 წელს დაიწყო უნივერსიტეტში შემთხვევით პროცესთა თეორიის კათედრაზე […]

დალაქიშვილი გიორგი

1999-2003 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და 2003 წელს მიენიჭა  ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი. 2003-2005 სწავლა განაგრძო  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში და  2005 წელს მიენიჭა ფიზიკის მაგისტრის ხარისხი. 2007-2010 წლებში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობდა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტისა (Katholieke Universiteit Leuven) და რურის ბოხუმის უნივერსიტეტის(Ruhr-Universit¨at Bochum) დოქტორანტურებში,  SOLAIRE–ს კვლევისა და სწავლების პროგრამის […]

ჯანელიძე ზურაბ

ზურაბ ჯანელიძემ 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1996 წელს დაიცვა დისეტრაცია თემაზე: ”კოლხეთის დაბლობის სანაპირო ზონის საინჟინრო გეომორფოლოგია და გეოეკოლოგია”. 1991-2007 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად და კითხულობდა სალექციო კურსს გემორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრაზე. 2007-2011 წლებში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს […]

ჯაფარიძე დარეჯან

დარეჯან ჯაფარიძემ 1982 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მას შემდეგ მუშაობს სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 1998 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მზის დიფერენციალური ბრუნვის გამოკვლევა წყალბადის ბოჭკოების სიჩქარეთა ანალიზის საფუძველზე“ და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. დარეჯან ჯაფარიძე 2010-2014 წლებში იყო ილიას სახელმწიფო […]

რამიშვილი გიორგი

გიორგი რამიშვილმა 1988 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი სპეციალობით – ასტრონომია, 1992 წელს კი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტურა. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „შესაძლო კავშირები ასტრონომიულ მოვლენებსა და მიწისძვრებს შორის“. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა შემდეგ უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ინსტიტუტებთან: მალაგის უნივერსიტეტი (ესპანეთი, 1998-2001) მოსკოვის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტი (რუსეთი, 1998-2001) შემახის ასტროფიზიკური […]

კაპანაძე ბიძინა

დაიბადა 1976 წლის 27 აპრილს; 2000 წელს დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ასტრონომიის სპეციალობით; 2000-2006 წლებში მუშაობდა მესხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2001 წლიდან ეწევა კვლევით საქმიანობას აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში და ამჟამად კვლევითი პროექტის „გალაქტიკათა აქტიური გულების კვლევა მაღალ ენერგიებზე” ხელმძღვანელია; 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ილიას სახელმწიფო უნივესიტეტში; სადისერტაციო თემაა:„რენტგენული ბლაზარების ოპტიკური ფოტომეტრია“; […]

მუმლაძე ლევან

დოქტ. ლევან მუმლაძემ 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს ხმელეთის მოლუსკების მრავალფეროვნება და გეოგრაფიული განაწილება“. 2003-2008 წლებში მუშაობდა ზოოლოგიის ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ – მეცნიერ-თანამშრომლად. 2007-2010 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე. 2011-2015 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ზოოლოგიის ინსტიტუტებში ასოცირებულ მკვლევრად. 2015 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

ჟურავლიოვა ელენე

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით, 2001 წელს – ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით „მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგია“. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოქიმიის (ნეიროქიმიის) მიმართულებით. 2005 წლიდან მუშაობს ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი) ბიოქიმიის განყოფილებაში, 2008 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად ბიოქიმიის დარგში. 2013 წლიდან  ილიას […]

ბარჯაძე შალვა

შალვა ბარჯაძემ 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით. 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა ეკოლოგიის სპეციალობით. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მდინარეების ძამას, ტანასა და თეძმის ხეობების ბუგრების (Hemiptera: Aphidoidea) ფაუნა და ეკოლოგია“. 2001 წლიდან დღემდე მუშაობს ზოოლოგიის ინსტიტუტში და […]

↑

© faculty.iliauni.edu.ge 2025
Powered By Iliauni IT Dept.